რეგიონალური ჰაბის იურისტი - ქუთაისი
ანა შალამბერიძე
ანა შალამბერიძეს აქვს პროექტების მართვისა და დონორ, საერთაშორისო ორგანიზაციებთან კოორდინაციის დიდი გამოცდილება, მათ შორის კანონის უზენაესობისა და სასამართლო რეფორმის პროექტების მომზადებისა და განხორციელების მიმართულებით. ანას აქვს მონაწილება მიღებული ყოვლისმომცველი სასამართლო სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების შემუშავებაში ევროპის საბჭოსა და ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად, ასევე მოამზაბული აქვს ანგარიშები სხვადასხვა საერთაშორისო მონიტორინგის ორგანოებისთვის ანტიკორუფციული რეფორმების შესახებ,სასამართლო სისტემის ეფექტურობაზე შეფასების მიზნით.
ანამ სამაგისტრო სწავლება გაიარა ოსლოს უნივერსიტეტში და ამჟამად სწავლას აგრძელებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საჯარო სამართლისა და სასამართლო ადმინისტრირების მიმართულებით სამართლის სადოქტორო პროგრამაზე. ანას აქვს მიღებული სტიპენდია სხვადასხვა დონორებისგან, მათ შორის ნორვეგიის მთავრობის, გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის, ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის, ვიშეგრადის ფონდის, აშშ-ს საელჩოსა და სახელმწიფო დეპარტამენტისგან.