მართლმსაჯულების რეფორმის მრჩეველი
ეკა ლომთათიძე
ეკა ლომთათიძე ადამიანის უფლებების იურისტია. მისი ექსპერტიზის სფეროებია ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი, კონსტიტუციური კონტროლი და სასამართლო. მას აქვს შედარებით-სამართლებრივი კვლევის, სტრატეგიული დოკუმენტების მომზადებისა და სწავლების გამოცდილება. ის მუშაობდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში, იუსტიციის სამინისტროში და სახალხო დამცველის აპარატში.
2013-2014 წლებში აქტიურად იყო ჩართული სისხლის სამართლის და სასამართლო რეფორმებში. 2017-2017 წლებში, ეკა იყო ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტის აკადემიური დირექტორი თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში.
ეკა ლომთათიძეს დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი (ადამიანის უფლებათა მაგისტრი) და კოლუმბიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლა (სამართლის მაგისტრი).