პროგრამის ხელმძღვანელი
გიორგი ჩხეიძე
გიორგი ჩხეიძე არის იურისტი და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ხელმძღვანელი.
წარსულში გიორგი იყო საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის გამგეობის ყოფილი თავმჯდომარე, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) აღმასრულებელი დირექტორი (2009-2010) და თავმჯდომარე (2006-2008). გიორგი იყო საიას და სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების მმართველი საბჭოს წევრი.
2009 წელს, გიორგი ჩხეიძე საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. ის იყო წამების პრევენციის ეროვნული მექანიზმის (გაეროს OPCAT-ის საფუძველზე შექმნილი) ექსპერტი წევრი. ის ასევე იკავებდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო სამართლებრივი ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას. გიორგი იყო საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის აპარატის და საქართველოს პროკურატურის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი.
მან დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, და დაიცვა მაგისტრის ხარისხი დასავლეთ ინგლისის უნივერსიტეტში (ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალში), როგორც British Chevening-ის პროგრამის მონაწილემ. 2009 წელს, გიორგი ასევე გახდა ჯონ სმიტის სტიპენდიატი.
გიორგის აქვს მრავალი პუბლიკაცია ადამიანის უფლებათა სფეროში, და უძღვება სალექციო კურსებს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებსა და სისხლის სამართლის საკითხებზე.