Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img

პროგრამის გუნდი

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მრჩეველი

ანა ჯობავა

ანა ჯობავა USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მრჩეველია. მას აქვს საერთაშორისო განვითარების პროგრამებში მუშაობის ოცწლიანი პროფესიული გამოცდილება. ანას სპეციალიზაციის სფეროებია გრანტების მენეჯმენტი, პროექტების შემუშავება, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განვითარება და ადვოკატირება. 

ანა ჩართული იყო საგრანტო და ტექნიკური დახმარების პროგრამებში, რომლებიც მხარს უჭერს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიერ სამართლებრივი რეფორმების ადვოკატირებას. ანამ ასევე წვლილი შეიტანა დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულების კოალიციის ჩამოყალიბებაში. 

ანას აქვს ლონდონის ეკონომიკის სკოლის მაგისტრის ხარისხი და მაუნთ ჰოლიოკ კოლეჯის (აშშ) ბაკალვრის ხარისხი ეკონომიკასა და პოლიტოლოგიაში. 

გუნდის სხვა წევრები

გაიგე მეტი

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები