მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის მრჩეველი
ეკა ბოკუჩავა
ეკატერინე ბოკუჩავას აქვს ადამიანის უფლებების დაცვის და კანონის უზენაესობის საკითხებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. USAID სამართლის უზენაესობის პროგრამაში, ამჟამად უძღვება მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის მიმართულებას, ხოლო მანამდე იყო ადამიანის უფლებების, პოლიტიკისა და რეფრმების კომპონენტის ხელმძღვანელი.
2015 წლამდე, ეკატერინე ბოკუჩავა მუშაობდა საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოში, სადაც ხელმძღვანელობდა ადვოკატირებისა და სამართლებრივი დახმარების ცენტრს, ასევე ორგანიზაციის რეგიონულ ოფისებს.
ეკატერინე ბოკუჩავა არის ადამიანის უფლებათა აქტივისტი, ბაკალავრისა და მაგისტრის ხარისხით სოციალურ-პოლიტიკურ მეცნიერებათა და სამართლის მიმართულებით.