ADR მრჩეველი
ირაკლი გელოვანი
ირაკლი გელოვანი არის იურისტი, პრაქტიკოსი მედიატორი, არბიტრი, ლექტორი და კონსულტანტი ხანგრძლივი სამუშაო გამოცდილებით. იგი მუშაობდა სხვადასხვა სამართლებრივ, მათ შორის დავების მოგვარების სისტემების საკითხებზე ისეთ ორგანიზაციებში როგორიცაა: USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამა, Deloitte, PwC, AmCham, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.
ირაკლი არის საქართველოს არბიტრთა ასოციაციის აკრედიტირებული წევრი; ასევე საქართველოს მედიატორთა ასოციაციის, Young International Council for Commercial Arbitration (ICCA), International Chamber of Commerce Young Arbitration Forum (YAF), LCIA and its Young International Arbitration Group (YIAG) წევრი.
მას დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლატვიის უნივერსიტეტი და ჟენევის უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამა საერთაშორისო დავების მოგვარებაში.