ფინანსური, კონტრატქების და გრანტების დირექტორი
ლელა ქსოვრელი
ლელას აქვს საერთაშორისო განვითარების პროგრამებში მუშაობის ოცწლიანი გამოცდილება. წლების მანძილზე, ლელა მუშაობდა განვითარების მხარდამჭერი პროექტების პროგრამულ, საგრანტო, ადმინისტრაციულ და ფინანსურ განყოფილებებში ისეთ საერთაშორისო ორგანიზაციებში, როგორიცაა: ევროპის ფონდი, Institute for Sustainable Communities (ISC), IFES საქართველო.
მისი ძირითადი საქმიანობა მოიცავს ფინანსებს, გრანტებსა და კონტრაქტებს. ამასთან ერთად, მას აქვს სწავლების დიდი გამოცდილება, როგორც ბაკალავრიატის, ისე მაგისტრატურის სტუდენტებთან.
ლელა ფლობს მაგისტრის ხარისხს ბიზნესის ადმინისტრირებაში, სპეციალიზაციით ფინანსებში.