მონიტორინგის, შეფასების და სწავლების მრჩეველი
მარიამ გაბედავა
მარიამ გაბედავა 15 წელზე მეტია მმართველობისა და კანონის უზენაესობის სფეროებში მუშაობს. პოლიტიკის კვლევის გამოცდილებამ მას შესაძლებლობა მისცა, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს კვლევის, ანალიზის და ადვოკატირების უნარების გაუმჯობესებაში დაეხმაროს.
მარიამი მუშაობს უფასო იურიდიული დახმარების გამწევი არასამთავრობო და სახელმწიფო ორგანიზაციებისათვის პრაქტიკული უნარების გასავითარებლად, რომ ყველაზე მოწყვლადი ჯგუფებისათვის მართლმსაჯულება რეალურად ხელმისაწვდომი იყოს.
მარიამს აქვს მაგისტრის ხარისხები ჰერტის მმართველობის სკოლიდან და ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტიდან და ბაკალავრის ხარისხი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან.