იურიდიული განათლებისა და ადვოკატთა რეფორმის სპეციალისტი
მარიამ ვარდოსანიძე
მარიამ ვარდოსანიძეს აქვს USAID-ის მიერ დაფინანსებული სამართლის სფეროში განვითარების პროექტებში მუშაობის 10 წლიანი გამოცდილება. მას ბევრი აქვს ნამუშევარი იურიდიული პროფესიის წარმომადგენლებისა და სამართლის სტუდენტებისთვის საგანმანათლებლო პროგრამების და კურსების განვითარებაზე. ის ხელმძღვანელობს პროექტებს, რომელიც ხელს უწყობს ადამიანის უფლებების სწავლების გაუმჯობესებას, როგორც უნივერსიტეტებში ისე სხვა პროფესიულ სკოლებში. USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ფარგლებში, მარიამი თანამშრომლობს უნივერსიტეტებთან, ადვოკატთა ასოციაციებთან და სასამართლო სისტემის წარმომადგენლებთან.
USAID/EWMI-ის პროექტებში მუშაობის დაწყებამდე, მარიამი საქართველოს იუსტიციის სამინისტროში მრჩევლის პოზიციაზე მუშაობდა. მას ასევე აქვს სხვადასხვა იურიდიულ ფირმასა და სახელმწიფო სტრუქტურებში მუშაობის გამოცდილება.
მარიამმა დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი (მაგისტრატურა) და ბუცერიუსის სამართლის სკოლა (მაგისტრატურა; ჰამბურგი, გერმანია).