იურიდიული განათლების და ადვოკატთა რეფორმის მრჩეველი
ნინო ბალანჩივაძე
ნინო ბალანჩივაძეს სამართლის უზენაესობის მიმართულებით მუშაობის 15 წელზე მეტი გამოცდილება აქვს. ის მუშაობდა როგორც არასამთავრობო ასევე აკადემიურ სექტორში. USAID სამართლის უზენაესობის პროგრამაში ის აქტიურად არის ჩართული იურიდიული განათლების პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებაში აკადემიური პარტნიორების, ადვოკატთა ასოციაციისა და მოსამართლეებისთვის. ის ასევე რჩევებს უწევს პროგრამას ადვოკატთა ასოციაციის ინსტიტუციური განვითარების მიმართულებით.
ნინო საერთაშორისო სამართლის მაგისტრია და ამჟამად სწავლობს ჟენევის ინსტიტუტში განვითარების პოლიტიკისა და პრაქტიკის მიმართულებით.