Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
20 ივნ 2023

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი და USAID მხარს უჭერენ საშუალო სკოლის მოსწავლეებს ინტერაქტიული იურიდიული განათლებით

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ბსუ) და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამამ გააერთიანეს ძალები, რათა დანერგონ სამართლის სწავლების პრაქტიკული მეთოდი ე.წ. Street Law. ამ პროგრამის საშუალებით აჭარის რეგიონის საშუალო სკოლის მოსწავლეებს ჩაუტარდებათ ინტერაქტიული სესიები სამართლებრივ საკითხებში, რაც ხელს შეუწყობს საჯარო იურიდიულ განათლებას და ადგილობრივ მოსახლეობაში სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას.

პრაქტიკული სამართალი არის მიდგომა, სადაც სამართლის სტუდენტები ატარებენ კვლევებს და ატარებენ ინტერაქტიულ გაკვეთილებს სხვადასხვა სამართლებრივ თემაზე, მათ შორის ადამიანის უფლებების, სამოქალაქო უფლებებისა და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შესახებ, პროფესორების მეთვალყურეობის ქვეშ. აღნიშნულ თემებზე მომზადებული გაკვეთილები მიეწოდება სკოლის მოსწავლეებს, რაც ხელს უწყობს კანონის და მისი პრაქტიკული გამოყენების უკეთ გააზრებას.

საწყის ეტაპზე, აპრილიდან ივნისამდე, ბსუ-მ პრაქტიკული სამართლის პროგრამის პილოტირება მოახდინა აჭარის რეგიონის ოთხ საჯარო სკოლაში: მახინჯაურის, სარფის, თხილნარისა და სოფ. ერგეს საჯარო სკოლებში. სამართლის რვა სტუდენტმა საინტერესო გაკვეთილები ჩაუტარეს 80 მოსწავლეს ისეთ თემებზე, როგორიცაა კონსტიტუცია, ადამიანის უფლებები, შრომითი უფლებები, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება და ადამიანის უფლებები.

ბსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტმა, მარიამ წულუკიძემ აღნიშნა თუ რაოდენ მნიშვნელოვანია აუდიტორიასთან მუშაობა  და ცოდნის გაზიარება პრაქტიკული უნარების ამაღლებისა და სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებისთვის. იგი მიიჩნევს, რომ მსგავსი პროექტები ხელს უწყობს საზოგადოებაში დემოკრატიული სამოქალაქო ღირებულებების დამკვიდრებას.

გიორგი ბაგრატიონი, ასევე ბსუ-ს სამართლის მეოთხე კურსის სტუდენტი, ამბობს: „პრაქტიკული სამართლის კურსი დამეხმარა თეორიული ცოდნის გაღრმავებაში და სხვებისთვის გაზიარებაში. გარდა ამისა, პრაქტიკული სამართლის კურსი იყო ჩემთვის ეფექტური გზა განმევითარებინა ისეთი უნარები, როგორიცაა დროის ეფექტური მენეჯმენტი, კრიტიკული აზროვნება და გუნდური მუშაობა, რაც მნიშვნელოვანია ყველასთვის, განსაკუთრებით კი ადვოკატისთვის. მაგრამ ჩემთვის ყველაზე გამორჩეული და აღმაფრთოვანებელი იყო იყო მოსწავლეთა ნამდვილი ემოციების დანახვა“.

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიზანი სცილდება სტუდენტების თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების შესაძლებლობის გაზრდას. ის ასევე მიზნად ისახავს ახალგაზრდებსა და ადგილობრივ მოსახლეობაში სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას, პასუხისმგებლობის გრძნობის გაღვივებას.

აჭარის რეგიონში პროგრამის წარმატებული საპილოტე ეტაპის შემდეგ, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი გეგმავს პრაქტიკული სამართლის კურსის  სასწავლო პროგრამის კურიკულუმში ჩართვას და სტუდენტებისთვის მის მის შეთავაზებას მომდევნო სასწავლო წლიდან. გარდა ამისა, პროგრამა თანამშრომლობს სხვა რეგიონულ და თბილისის სამართლის სკოლებთან პრაქტიკული სამართლის პროგრამების სწავლების მეთოდოლოგიაში ინტეგრირებისთვის.

img
img
img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
10 - 15 ივნ, 2024

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტებმა მედიაციის შესახებ ტრენინგი გაიარეს

აღნიშნული ინიციატივის დახმარებით, რომელიც USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერაა მხარდაჭერილი, მედიაციის უნარების გაუმჯობესება და საქართველოში კერძო მედიაციის სისტემის განვითარების ხელშეწყობა მოხდება.  

სრულად
img
02 სექ 2024

საქართველოს სასამართლოს გუშაგი მოქალაქეთა მიერ სასამართლოს მონიტორინგის პროექტის მეორე ფაზას იწყებს

მონიტორინგი განხორციელდება როგორც წინასაარჩევნო, ასევე არჩევნების შემდგომ პერიოდში.

სრულად
img
05 - 08 აგვ, 2024

დემოკრატიისა და მართლმსაჯულების საზაფხულო სკოლა საქართველოში სკოლის მოსწავლეების სამართლებრივი ცნობიერების გასაძლიერებლად

საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ოცდაცხრა ახალგაზრდამ ცოტა ხნის წინ დაასრულა დემოკრატიისა და მართლმსაჯულების საზაფხულო სკოლა.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები