Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
02 - 11 დეკ, 2023

2023 წლის ადამიანის უფლებათა საუნივერსიტეტო კვირეული

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ მხარდაჭერილი ადამიანის უფლებათა საუნივერსიტეტო კვირეული, რომელიც 10 დეკემბერის - ადამიანის უფლებათა დაცვის დღის, აღსანიშნავად განხორციელდა, დასრულდა. კვირეულის განმავლობაში, საქართველოს 17-მა უნივერსიტეტმა 28 საჯარო ღონისძიება გამართა სხვადასხვა თემატიკაზე, მათ შორის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსსა და მის წევრობაზე, ქალთა უფლებების დაცვასა და საქართველოს კონსტიტუციაში ასახულ ძირითად უფლებებზე, და ბავშვთა უფლებებზე.

თბილისის თავისუფალმა უნივერსიტეტმა კვირეულის გახსნის ცერემონიას 2 დეკემბერს უმასპინძლა, სადაც თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის იურიდიული სკოლის დეკანი, რევაზ ხოფერია და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ხელმძღვანელი, გიორგი ჩხეიძე მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ. ცერემონიას მოჰყვა პანელური დისკუსია თემაზე - ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი: საქართველოს წინაშე მდგარი გამოწვევები და პერსპექტივები.

თავისუფალი უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, გიორგი ბურჯანაძემ, საქართველოს სტრატეგიული და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორმა, კახა გოგოლაშვილმა და გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის წარმომადგენელმა საქართველოში, ბესარიონ ბოხაშვილმა ისაუბრეს ადამიანის უფლებებსა და კანონის უზენაესობაზე, როგორც საფუძველზე ევროინტეგრაციის გზაზე; ევროკავშირის ძირითადი უფლებების ქარტიასა და მის ევროპულ კონვენციასთან ჰარმონიზაციზე, ასევე ევროკავშირის მოთხოვნებზე ადამიანის უფლებათა სფეროში.

2023 წლის 6 დეკემბერს თავისუფალ უნივერსიტეტში გაიმართა პრეზენტაცია კვლევაზე - პოლიტიკური პარტიების როლი და მათი აკრძალვის სტანდარტები დემოკრატიულ საზოგადოებაში. პრეზენტაციას უძღვებოდნენ კვლევის ავტორები, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი, გიორგი ბერაია და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, გიორგი პაპუაშვილი. კვლევაზე ასევე მუშაობდნენ თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტები ანამარია თავართქილაძე, ლიკა თურმანაული, ნანუკა სიმონიშვილი, მარიამ ალასანია,  და ასევე სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები ვერონიკა გვარამაძე და მაგდა ჯიქური. პრეზენტაციაზე მკვლევარებმა ისაუბრეს პოლიტიკური პარტიების დაარსების ისტორიასა და განვითარების ეტაპებზე, პარტიების მნიშვნელობასა და მათ როლზე საქართველოს ისტორიის სხვადასხვა პერიოდში. ასევე განიხილეს პოლიტიკური პარტიების აკრძალვის საერთაშორისო პრაქტიკა და სტანდარტები.

2023 წლის 7 დეკემბერს თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში გაიმართა სტუდენტების მიერ ახლახან მომზადებული და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელის პრეზენტაცია (საქმის მოსარჩელეები არასამთავრობო ორგანიზაცია სალამის წევრები არიან). სარჩელი სადაოდ ხდის „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონს, რომელიც ზღუდავს გვარის შეცვლის შესაძლებლობას. წარმატების შემთხვევაში, საკონსტიტუციო მართლმსაჯულების ეს მიღწევა შეიძლება დაეხმაროს ეროვნულ უმცირესობათა იმ წევრებს, რომელთა გვარები საბჭოთა კავშირის ოკუპაციის დროს შეიცვალა ყალბი გვარებით, დაიბრუნონ ნამდვილი გვარები. სარჩელის პრეზენტაციაზე სალამის ბორდის წევრმა, აიჰან ჰასანლიმ საბჭოთა კავშირის ოკუპაციის დროს გვარების შეცვლის ისტორიაზე და სალამის მიერ ამ პრობლემის მოგვარების მრავალწლიან მცდელობაზე ისაუბრა. თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტებმა, თამარ ტყეშელაშვილმა და მარიამ სვანიძემ საკონსტიტუციო სარჩელის სამართლებრივი ასპექტები და გადაწყვეტილების შესაძლო შედეგები განიხილეს. სარჩელი მომზადდა თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტებისა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებთან თანამშრომლობით.

ადამიანის უფლებათა საუნივერსიტეტო კვირეულში 17 უნივერსიტეტი მონაწილეობდა, კერძოდ - თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი, კავკასიის უნივერსიტეტი, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი. , საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ, საქართველოს უნივერსიტეტი, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი, ევროპის უნივერსიტეტი, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ახალციხე) და იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი. კვირეულის განმავლობაში საქართველოს 6 ქალაქში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული 28 სხვადასხვა ღონისძიება გაიმართა.

კვირეულის დასკვნით ღონისძიებაზე ადამიანის უფლებების სამართლის მეცნიერების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ჯილდოს გადაცემის ცერემონია გაიმართა. ნომინაციაში გამარჯვებულად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აწ უკვე გარდაცვლილი პროფესორი კონსტანტინე კუბლაშვილი გამოვლინდა, ხოლო ჯილდო მის მეუღლეს მარი მესხს გადაეცა.

img
img
img
img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
10 დეკ 2024

ჰანს პეტერ გრავერის წიგნის ქართული ვერსიის პრეზენტაცია

დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფმა და არასამთავრობო ორგანიზაციამ დემოკრატიის ინდექსი – საქართველო, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამისა და ქართულ-ნორვეგიული კანონის უზენაესობის ასოციაციის მხარდაჭერით, ჰანს პეტერ გრავერის წიგნის „უშიშარი მოსამართლეები, უსამართლო კანონები: ცამეტი ისტორია სამართლის გმირების შესახებ“ ქართული თარგმანის პრეზენტაცია გამართეს.

სრულად
img
03 დეკ 2024

გლობალური კონფერენცია საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულების შესახებ საქართველოში, ყირგიზეთსა და უზბეკეთში

აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტმა (EWMI), ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) და სასამართლოს ადმინისტრირების საერთაშორისო ასოციაციამ (IACA) ერთობლივად უმასპინძლეს საერთაშორისო ონლაინ კონფერენციას სახელწოდებით - საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულების განვითარება და მართლმსაჯულების მისაწვდომობა.

სრულად
img
08 - 30 ნოე, 2024

ბათუმში, ახალციხესა და ქუთაისში ადვოკატებმა შენობა - ნაგებობებზე უფლებების რეგისტრაციის შესახებ ტრენინგზე მონაწილეობა მიიღეს

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამამ, სამართლის უზენაესობის აჭარის, იმერეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ჰაბების მეშვეობით, ამავე რეგიონების იურისტებისთვის ტრენინგების სერია მოაწყო, რომელშიც სამი სხვადასხვა ლოკაციიდან ჩამში 80 მონაწილე ჩაერთო. მონაწილეებს შორის იყვნენ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის (GBA) და საქართველოს იურიდიული დახმარების სამსახურის (LAS) წარმომადგენლები.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები