Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
22 - 26 იან, 2023

2023 წლის მართლმსაჯულების სკოლა დასრულდა

მეექვსე მართლმსაჯულების ზამთრის სკოლა, რომელიც 2023 წლის 22-26 იანვარს მიმდინარეობდა, დასრულდა. სკოლამ ოცი მოსამართლის თანაშემწის, სასამართლოს ანალიტიკური ქვედანაყოფების წარმომადგენლის, სასამართლოში სტაჟიორად მომუშავე პირისა და იურიდიული ფაკულტეტის დამამთავრებელი სტუდენტების თეორიული ცოდნა და პრაქტიკული უნარ-ჩვევები გააუმჯობესა.

მართლმსაჯულების სკოლა ჩატარდა იუსტიციის უმაღლესი სკოლის ეგიდით, რომლის თანაორგანიზატორები იყვნენ USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა, ევროპის საბჭო (CoE) და სამხრეთ კავკასიაში გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი (UN OHCHR).

თერთმეტი მოწვეული ექსპერტის მიერ განხილული თემები მოიცავდა - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს უახლეს პრაქტიკას, ბავშვთა უფლებებს, დისკრიმინაციის აკრძალვის ეროვნულ და საერთაშორისო სტანდარტებს, გამოხატვის თავისუფლებას, პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობის საკითხებს, ბიზნეს სამართლის აქტუალურ საკითხებს, სამართლებრივ წერას, განაჩენის გამოტანასა და გადაწყვეტილების მიღებას.

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილემ, ნილ ვაინსტაინმა მისასალმებელ სიტყვაში განაცხადა, რომ "პროგრამის ერთ-ერთი მიზანია ინდივიდუალური მოსამართლეებისა და სასამართლო პერსონალის შესაძლებლობების განვითარებაა. ზამთრის სკოლა, რომელსაც 2018 წლიდან USAID მხარს უჭერს, ამ ძალისხმევის ნაწილია. ჩვენი მხარდაჭერა ზამთრის სკოლის მიმართ არის სასამართლოს თანაშემწეების და სასამართლოს სხვა პერსონალის მნიშვნელოვანი როლის აღიარება საქართველოს სასამართლო სისტემაში, ისევე როგორც, ქვეყანაში პროფესიონალი და დამოუკიდებელი მოსამართლეებისა და სასამართლო პერსონალის არსებობის მნიშვნელობა.“

„მართლმსაჯულების სკოლა, რომელსაც დაარსების დღიდან მხარს უჭერს ევროსაბჭო, არის უნიკალური პლატფორმა, რომელიც საშუალებას აძლევს სამართლის პროფესიონალებს განაგრძონ თავიანთი პროფესიული განვითარება, რითაც გააუმჯობესებენ თავიანთ ცოდნასა და უნარები. ის ასევე შესაძლებლობას აძლევს სამართლის პროფესიონალებს იურთიერთონ სხვა სასამართლოებში მსგავს პოზიციაზე მომუშავე პირებთან, რათა ერთმანეთს გაუზიარონ საუკეთესო პრაქტიკა და გამოცდილება.“ – განაცხადა უშანგი ბახტაძემ, ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს თანადაფინანსებული პროექტის „საქართველოში სასამართლო რეფორმის ხელშეწყობის“ პროექტის უფროსმა ოფიცერმა.

„OHCHR-ს აქვს მანდატი, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციიდან გამომდინარე, რომლის 75 წლის იუბილესაც წელს აღვნიშნავთ, ხელი შეუწყოს და დაიცვას ყველა ადამიანის მიერ ადამიანის უფლებებით სარგებლობა და მათი სრული რეალიზაცია. სასამართლო ხელისუფლების შესაძლებლობების გაძლიერება იყო და დარჩება OHCHR-ის ერთ-ერთ პრიორიტეტად. მოხარული ვართ, რომ გავაგრძელებთ ამ ინიციატივის მხარდაჭერას და ვიმედოვნებთ, რომ ზამთრის სკოლა საშუალებას მისცემს მონაწილეებს შეიძინონ არა მხოლოდ თეორიული ცოდნა, არამედ პრაქტიკული ხერხები, რათა იმოქმედონ სამართლიანი სასამართლოს პრინციპების დაცვის სულისკვეთებით“, -  აღნიშნა საქართველოში გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის პროექტების მენეჯერმა, სოფო ბენაშვილმა. 

ზამთრის სკოლის დასასრულს მონაწილეებს ჩაუტარდათ ტესტირება, რომელთა საფუძველზეც გამოვლინდება პირველი და მეორე ადგილის მფლობელი. პირველი ადგილის მფლობელი ათ სამოქალაქო და ადმინისტრაციულ ქართველ მოსამართლესთან ერთად შეუერთდება სასწავლო ტურს აშშ-ში. მეორე ადგილის მფლობელი კი ეწვევა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს და ევროპის საბჭოს სტრასბურგში (საფრანგეთი) რათა შეისწავლოს ადამიანის უფლებათა დაცვის მექანიზმები ევროპაში.

img
img
img
img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
10 დეკ 2024

ჰანს პეტერ გრავერის წიგნის ქართული ვერსიის პრეზენტაცია

დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფმა და არასამთავრობო ორგანიზაციამ დემოკრატიის ინდექსი – საქართველო, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამისა და ქართულ-ნორვეგიული კანონის უზენაესობის ასოციაციის მხარდაჭერით, ჰანს პეტერ გრავერის წიგნის „უშიშარი მოსამართლეები, უსამართლო კანონები: ცამეტი ისტორია სამართლის გმირების შესახებ“ ქართული თარგმანის პრეზენტაცია გამართეს.

სრულად
img
03 დეკ 2024

გლობალური კონფერენცია საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულების შესახებ საქართველოში, ყირგიზეთსა და უზბეკეთში

აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტმა (EWMI), ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) და სასამართლოს ადმინისტრირების საერთაშორისო ასოციაციამ (IACA) ერთობლივად უმასპინძლეს საერთაშორისო ონლაინ კონფერენციას სახელწოდებით - საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულების განვითარება და მართლმსაჯულების მისაწვდომობა.

სრულად
img
08 - 30 ნოე, 2024

ბათუმში, ახალციხესა და ქუთაისში ადვოკატებმა შენობა - ნაგებობებზე უფლებების რეგისტრაციის შესახებ ტრენინგზე მონაწილეობა მიიღეს

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამამ, სამართლის უზენაესობის აჭარის, იმერეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ჰაბების მეშვეობით, ამავე რეგიონების იურისტებისთვის ტრენინგების სერია მოაწყო, რომელშიც სამი სხვადასხვა ლოკაციიდან ჩამში 80 მონაწილე ჩაერთო. მონაწილეებს შორის იყვნენ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის (GBA) და საქართველოს იურიდიული დახმარების სამსახურის (LAS) წარმომადგენლები.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები