Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
17 მაი 2023

მოსამართლეთა პროფესიული დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში ბათუმში საჯარო ლექციების სერია გაიმართა

აჭარის რეგიონში, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ბათუმის ჰაბის ფარგლებში,  მოსამართლის პროფესიულ  დღესთან დაკავშირებით საჯარო ლექციები  გაიმართა.

ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტისა და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ბათუმის ფილიალის 80 სტუდენტსა და აკადემიურ პერსონალს პატივი ჰქონდათ შეხვედროდნენ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, მერაბ ტურავას და ამერიკელ მოსამართლეს, პეგი უოლკერს. საჯარო ლექციის მთავარი თემა იყო - სამოსამართლო სამართალი და მისი როლი ქართულ და ამერიკულ სამართლის პრაქტიკაში.

პროგრამის მიერ მოწვეულმა ამერიკელმა  მოსამართლემ, პეგი უოლკერმა ისაუბრა  სასამართლო კონტროლის ამერიკულ მოდელზე და ყურადღება გაამახვილა კონტინენტური სამართლის და საერთო  სამართლის მოდელებს შორის განსხვავებაზე. მან აღნიშნა: „ყველაზე დიდი განსხვავება კონტინენტური  და საერთო სამართლის სისტემებს შორის არის მოსამართლეთა შესაძლებლობა, დაეყრდნონ წინა  გადაწყვეტილებებს სამართლიანი გადაწყვეტილების მისაღებად. შესაბამისად, საერთო სამართლის სისტემა   უფრო მეტ მოქნილობას უზრუნველყოფს კანონის გამოყენებაში. მიუხედავად იმისა, რომ ზოგი ამას სასამართლო კანონშემოქმედებად მიიჩნევს, საერთო სამართლის სასამართლოებში მოსამართლეები ამას ასე არ თვლიან“. 

,,ჩვენ  შევედით საერთაშორისო ვაჭრობისა და კომუნიკაციების ტრანზაქციების ეპოქაში, რომელმაც დაიწყო კონტინენტური  და საერთო სამართლის სისტემების შერწყმა. თუმცა ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს  სასამართლო ხელმძღვანელობის, მოსამართლეთა განათლების, სასამართლო მიუკერძოებლობის და სასამართლო დამოუკიდებლობის აუცილებლობა, რადგან ჩვენ განვიცდით გარდაუვალ ცვლილებებს რაც გამოწვეულია   ტექნოლოგიების გამოყენების, გაზრდილი საერთაშორისო ვაჭრობის, მმართველობის და კულტურული ცვლილებების შედეგად“- აღნიშნა  მოსამართლე უოლკერმა.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, მერაბ ტურავამ დისკუსია გამართა კონსტიტუციური კონტროლის ევროპულ მოდელებზე და მის ძირითად მახასიათებლებზე. დამსწრეები გაეცნენ საქართველოში კონსტიტუციური კონტროლის განვითარების ისტორიას  და  საკონსტიტუციო  და საერთო სასამართლოებს შორის ურთიერთმიმართების   საკითხს ადამიანის უფლებების ჭრილში.

მომხსენებლების პრეზენტაციების შემდეგ სტუდენტები და აკადემიური პერსონალი აქტიურად ჩაერთო დინამიურ კითხვა-პასუხის სესიაში. მონაწილეებმა განიხილეს სხვადასხვა თემები, მათ შორის საქმის მართვის ეფექტური სტრატეგიები არსებული  გამოწვევების ფონზე და საზოგადოების ნდობის აღდგენის მნიშვნელობა სამართალწარმეობის  მიმართ.

img
img
img
img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
30 დეკ 2024

სტუდენტი-პარალეგალების ტრენინგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე

2024 წლის 25 დეკემბერს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 14 -მა  სტუდენტმა-პარალეგალმა მიიღო მონაწილეობა ტრენინგში, რომელიც გაიმართა იურიდიული დახმარების სამსახურისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ, შეხვედრა ეძღვნებოდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (შშმ პირების) უფლებებს.

სრულად
img
20 - 26 დეკ, 2024

სასამართლო რეფორმები და დამოუკიდებლობა საქართველოში: ალბანეთისა და ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება

იურიდიული სფეროს პრაქტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგებლების მონაწილეობით, საქართველოს სასამართლო სისტემის აქტუალური საკითხების შესახებ ორი დისკუსია გაიმართა.

სრულად
img
21 - 23 დეკ, 2024

რეგიონული ჰაბები ადამიანის უფლებებზე საჯარო საუბრებს მასპინძლობენ

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა ექსპერტმა გიორგი ბურჯანაძემ, რომელმაც ისაუბრა საქართველოში ადამიანის უფლებათა ევოლუციასა და ქვეყანაში არსებული გამოწვევების შესახებ.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები