Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
27 თებ 2023

2023 წლის მართლმსაჯულების ზამთრის სკოლის გამარჯვებულების დაჯილდოება

იუსტიციის უმაღლესი სკოლის ეგიდით ჩატარებული 2023 წლის მართლმსაჯულების ზამთრის სკოლის პირველი და მეორე ადგილის მფლობელები უკვე ცნობილია.

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამამ, ევროპის საბჭომ (CoE) და სამხრეთ კავკასიაში გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისმა (UN OHCHR) პირველი ადგილი თამარ წერეთელს, ხოლო მეორე ადგილი ხატია შეყილაძეს მიანიჭეს.

ორივე ეგრეთ წოდებული მოსამართლეთა ‘მწერალი’ თანაშემწეები არიან. თამარი თბილისის სააპელაციო სასამართლოში მუშაობს, ხატია კი საქართველოს უზენაეს სასამართლოში.

ჯილდოს სახით, ქალბატონი თამარი შეუერთდება საქართველოს სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის მოსამართლეების სასწავლო ტურს აშშ-ში, ხოლო ხატია ეწვევა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსა და ევროპის საბჭოს სტრასბურგში, რათა შეისწავლოს ადამიანის უფლებათა დაცვის მექანიზმები ევროპაში.

მართლმსაჯულების სკოლის გამარჯვებულები რამდენიმე წერითი დავალების, მათ შორის ტესტებისა და სამართლებრივი მემორანდუმის შედგენის საფუძველზე შეირჩნენ. 2023 წლის მართლმსაჯულების ზამთრის სკოლაში ჯამში ოცი მონაწილე მონაწილეობდა, ხოლო 25-მა 2022 წლის სკოლის მონაწილემ ასევე მიიღო სერტიფიკატები.

ეს არის მეექვსე მართლმსაჯულების სკოლა [2023 წლის 22-26 იანვარი], რომელიც მხარდაჭერილია USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ. ზამთრის სკოლაში მონაწილეობის შედეგად გაუმჯობესდა მონაწილეთა თეორიული ცოდნა და პრაქტიკული უნარ-ჩვევები. მონაწილეთა შორის იყვნენ სასამართლოს თანაშემწეები, სასამართლოს ანალიტიკური დეპარტამენტების წარმომადგენლები, სასამართლო სტაჟიორები და სამართლის სკოლის დამამთავრებელი კურსის სტუდენტები. თერთმეტი მოწვეული ექსპერტის/ტრენერის მიერ განხილული თემები მოიცავდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს უახლეს პრაქტიკას, ბავშვთა უფლებებს, დისკრიმინაციის აკრძალვის ეროვნულ და საერთაშორისო სტანდარტებს, გამოხატვის თავისუფლებას, ბიზნეს სამართალში არსებულ სიახლეებს და სამართლებრივ წერას.

img
img
img
img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
30 დეკ 2024

სტუდენტი-პარალეგალების ტრენინგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე

2024 წლის 25 დეკემბერს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 14 -მა  სტუდენტმა-პარალეგალმა მიიღო მონაწილეობა ტრენინგში, რომელიც გაიმართა იურიდიული დახმარების სამსახურისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ, შეხვედრა ეძღვნებოდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (შშმ პირების) უფლებებს.

სრულად
img
20 - 26 დეკ, 2024

სასამართლო რეფორმები და დამოუკიდებლობა საქართველოში: ალბანეთისა და ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება

იურიდიული სფეროს პრაქტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგებლების მონაწილეობით, საქართველოს სასამართლო სისტემის აქტუალური საკითხების შესახებ ორი დისკუსია გაიმართა.

სრულად
img
21 - 23 დეკ, 2024

რეგიონული ჰაბები ადამიანის უფლებებზე საჯარო საუბრებს მასპინძლობენ

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა ექსპერტმა გიორგი ბურჯანაძემ, რომელმაც ისაუბრა საქართველოში ადამიანის უფლებათა ევოლუციასა და ქვეყანაში არსებული გამოწვევების შესახებ.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები