Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
27 თებ 2024

„ბენჩ-ბარი“ ქუთაისში: მოსამართლები და მედიატორები სასამართლო მედიაციის გაუმჯობესებისა და გაფართოებისთვის ერთიანდებიან

2024 წლის 23 თებერვალს, საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, ქუთაისში სამუშაო შეხვედრა (ბენჩ-ბარი) გამართა, რომელსაც 24 მონაწილე, მათ შორის მოსამართლეები, მედიატორები და თანაშემწეები ესწრებოდნენ, რომლებიც ქუთაისის საქალაქო და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოებს წარმოადგენდნენ. შეხვედრა მიზნად ისახავდა თანამშრომლობის გაზრდას სასამართლოებსა და იმ პირებს შორის, რომლებიც საქართველოში დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმების განვითარებას ისახავენ მიზნად.

შეხვედრა თამარ იმნაიშვილის, საქართველოს მედიატორთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის და ირაკლი გელოვანის, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ADR მრჩევლის  მისასალმებელი სიტყვებით გაიხსნა. განხილვაში აქტიურად მონაწილეობდნენ ციცინო მოსიძე და ციცინო კიკვაძე, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეები.  

მოსამართლე მოსიძემ განაცხადა, რომ მედიაციას სასამართლოების განტვირთვის ინსტრუმენტად მიიჩნევს. მან სამედიაციო საქმეების იდენტიფიცირების საკითხზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამჟამად მას დაახლოებით 1500 სამოქალაქო საქმის გულდასმით შესწავლა უწევს, რათა დაადგინოს, არის თუ არა რომელიმე მედიაციისთვის შესაფერისი. მოსამართლე კიკვაძემ საქმის გადაცემის მისეული მიდგომა გაუზიარა მონაწილეებს. მისი თქმით, იგი შრომით დავებს ავტომატურად ამისამართებს მედიაციაში და მსგავს მიდგომას იყენებს საოჯახო ტიპის დავების შემთხვევაშიც, სადაც prima facie შემოწმებას ატარებს იმის დასადგენად, თუ რამდენად მიზანშეწონილია მედიაცია, განსაკუთრებით ისეთ შემთხვევებში, სადაც საქმე ბავშვებს ეხება. მან ხაზი გაუსვა ადვოკატების საკითხს, რომლებიც ზოგჯერ ეწინააღმდეგებიან საქმეთა მედიაციაში გადამისამართებას და   სასამართლო განხილვას ანიჭებენ უპირატესობას.  

მედიატორებმა დააყენეს სასამართლოებში მედიაციის სესიების ჩატარებისთვის არასაკმარისი სივრცის საკითხი. სოფო ჩაჩავამ, ელენე ორჯონიკიძეს, ტარიელ სიხარულიძემ და თამარ იმნაიშვილმა, მედიაციის ექსპერტებმა და მედიატორთა ასოციაციის საბჭოს წევრებმა ამ საკითხთან დაკავშირებით საკუთარი შეხედულებები და გამოცდილება გააზიარეს. სოფო ჩაჩავას თქმით, მას ურჩევნია, რომ პირველი შეხვედრა სასამართლოს შენობაში გაიმართოს. თუმცა, მან ხაზი გაუსვა მოქნილობის მნიშვნელობას, სადაც მედიატორებსა და მხარეებს მათთვის მისაღები ნეიტრალური სივრცის არჩევის შესაძლებლობა ექნებათ. ტარიელ სიხარულიძის განცხადებით, სივრცის პრობლემასთან გამკლავების გამოსავალი ონლაინ მედიაციის გამოყენებაა.

დისკუსია სხვადასხვა თემებზე გაგრძელდა, სადაც ისაუბრეს დავების ტიპებზე, რომლებიც შესაფერისია მედიაციისთვის, მაგ. როგორიცაა დავები, რომლებიც მოიცავს ბავშვის საუკეთესო ინტერესებს, შრომითი და ფინანსური დავები. მონაწილეებმა ასევე ისაუბრეს  ტრენერების აკრედიტაციის აუცილებლობაზეც, რათა ადგილობრივი მედიატორებისთვის პროფესიული ტრენინგის უზრუნველყოფა მოხდეს.

img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
30 დეკ 2024

სტუდენტი-პარალეგალების ტრენინგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე

2024 წლის 25 დეკემბერს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 14 -მა  სტუდენტმა-პარალეგალმა მიიღო მონაწილეობა ტრენინგში, რომელიც გაიმართა იურიდიული დახმარების სამსახურისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ, შეხვედრა ეძღვნებოდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (შშმ პირების) უფლებებს.

სრულად
img
20 - 26 დეკ, 2024

სასამართლო რეფორმები და დამოუკიდებლობა საქართველოში: ალბანეთისა და ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება

იურიდიული სფეროს პრაქტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგებლების მონაწილეობით, საქართველოს სასამართლო სისტემის აქტუალური საკითხების შესახებ ორი დისკუსია გაიმართა.

სრულად
img
21 - 23 დეკ, 2024

რეგიონული ჰაბები ადამიანის უფლებებზე საჯარო საუბრებს მასპინძლობენ

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა ექსპერტმა გიორგი ბურჯანაძემ, რომელმაც ისაუბრა საქართველოში ადამიანის უფლებათა ევოლუციასა და ქვეყანაში არსებული გამოწვევების შესახებ.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები