Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
09 სექ 2022

დისკუსია საკონსტიტუციო სასამართლოს სამართალწარმოებისა და საქმეთა განხილვის განრიგის გამოწვევებზე

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ექსპერტმა რადოსლავ პროჩაზკამ დაასრულა ოთხდღიანი ვიზიტი საქართველოში, რომლის დროსაც მან შეისწავლა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს (სსკ) სამართალწარმოების გამოწვევები და საქმეების განხილვის განრიგის შედგენის პრაქტიკა. მიღებული ინფორმაცია საშუალებას მისცემს ექსპერტს მოამზადოს რეკომენდაციები იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება გაუმჯობესდეს საკონსტიტუციო სასამართლოს არსებული პრაქტიკა და მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი სუბიექტურობის რისკები საქმის განხილვის დაგეგმვის, მოსმენების გადადების, განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს.

ბ-ნი პროჩაზკა შეხვდა საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილეს გიორგი ბურჯანაძეს (7 სექტემბერი), სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, რომლებიც ეწევია სტრატეგიულ სამართალწარმოებას საკონსტიტუციო სასამართლოში (8 სექტემბერი) და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, მოსამართლეებს და სამართლებრივ მრჩევლებს (9 სექტემბერი). 

„მიმაჩნია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს აქვს პოტენციალი, ითამაშოს გადამწყვეტი როლი საქართველოს დემოკრატიის წინსვლაში, რადგან ეს არის სასამართლო, რომელიც იძლევა გარანტიას, რომ ურთიერთკონტროლისა და გაწონასწორების სისტემა იმუშავებს და ადამიანის უფლებები არ დაირღვევა საკანონმდებლო ორგანოში წარმოდგენილი უმრავლესობის სურვილისამებრ. მე ვიცი, რომ თქვენი სასამართლო ადგენს მნიშვნელოვან პრეცედენტებს დემოკრატიის წინსვლისთვის ამ ქვეყანაში. ყველას გვაქვს მოლოდინი, რომ ასევე გააგრძელებთ  და ყველა თქვენი მომავალი გადაწყვეტილება ნაკარნახევი იქნება საქართველოს საუკეთესო ინტერესებითა და მისი დემოკრატიზაციის მიზნებით. ვიმედოვნებ, რომ ექსპერტის ჩართულობა  მნიშვნელოვან გამოუმჯობესებას გამოიწვევს სამართალოწარმოებაში სასამართლოსთვის, მისი მომხმარებლებისთვის და იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც აღძრავენ საქმეებს საკონსტიტუციო სასამართლოში.” - განაცხადა USAID-ის საქართველოს დემოკრატიის, უფლებებისა და მმართველობის ოფისის დირექტორმა ლეა კაპლანმა მისასალმებელი კომენტარებში საკონსტიტუციო სასამართლოს წარმომადგენლებთან შეხვედრისას.

დისკუსია ეხებოდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამართალწარმოების საკანონმდებლო ჩარჩოსა და არსებულ პრაქტიკას. შეხვედრის მოდერატორი იყო USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის სასამართლო რეფორმის სპეციალისტი ეკა ონიანი.

ექსპერტის კითხვების შემდეგ, საკონსტიტუციო სასამართლოს ხუთმა მოსამართლემ გამოთქვა მოსაზრებები იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება გაუმჯობესდეს საქმეთა განხილვის განრიგის შედგენის არსებული პრაქტიკა სასამართლო პროცედურებში მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებებით ან მის გარეშე. ექსპერტმა გაიზიარა წუხილი, რომ გადაწყვეტილებების  მიღების პროცესში შეფერხებებმა და განუხილველი საქმეების რაოდენობის ზრდამ   შეიძლება გავლენა იქონიოს სასამართლოს რეპუტაციაზე. შეხვედრაზე იმსჯელეს ამ შეფერხებების მიზეზების შესახებ, რამაც ბევრი საინტერესო  და აქტუალური საკითხი წამოჭრა დისკუსიის განმავლობაში.

img
img
img
img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
30 დეკ 2024

სტუდენტი-პარალეგალების ტრენინგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე

2024 წლის 25 დეკემბერს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 14 -მა  სტუდენტმა-პარალეგალმა მიიღო მონაწილეობა ტრენინგში, რომელიც გაიმართა იურიდიული დახმარების სამსახურისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ, შეხვედრა ეძღვნებოდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (შშმ პირების) უფლებებს.

სრულად
img
20 - 26 დეკ, 2024

სასამართლო რეფორმები და დამოუკიდებლობა საქართველოში: ალბანეთისა და ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება

იურიდიული სფეროს პრაქტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგებლების მონაწილეობით, საქართველოს სასამართლო სისტემის აქტუალური საკითხების შესახებ ორი დისკუსია გაიმართა.

სრულად
img
21 - 23 დეკ, 2024

რეგიონული ჰაბები ადამიანის უფლებებზე საჯარო საუბრებს მასპინძლობენ

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა ექსპერტმა გიორგი ბურჯანაძემ, რომელმაც ისაუბრა საქართველოში ადამიანის უფლებათა ევოლუციასა და ქვეყანაში არსებული გამოწვევების შესახებ.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები