Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
22 ივნ 2022

საერთაშორისო სამართლებრივი ფონდის ექსპერტები USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ფარგლებში მუშაობას იწყებენ

2022 წლის 22 ივნისს, საერთაშორისო სამართლებრივი ფონდის (ILF) პირველი გრძელვადიანი ექსპერტი ალან დალი, ILF-ის პროგრამის უფროს დირექტორ, ჰოლი ჰობარტთან ერთად საქართველოში ჩამოვიდა. USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მეშვეობით საქართველოში ყოფნისას, მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში ალან დალი ინტენსიურად იმუშავებს იურიდიული დახმარების სამსახურთან. იგი დაეხმარება სამსახურს ხარისხის შეფასების სისტემის გაუმჯობესებაში და მენტორობას გაუწევს იურისტებს.

27 ივნისს ექსპერტები შეხვდნენ სამსახურის დირექტორ რაჟდენ კუპრაშვილს და დირექტორის მოადგილეებს ნინო მელაძეს და დავით სიმონიას. მხარეებმა ერთმანეთს გამოცდილება და მოლოდინები გაუზიარეს მომავალ თანამშრომლობასთან დაკავშირებით. ექსპერტებმა თბილისისა და რუსთავის იურიდიული დახმარების ბიუროები მოინახულეს და ქუთაისში სასწავლო ცენტრის გახსნას დაესწრნენ. ექსპერტები თბილისის გარეთ სხვა ბიუროებშიც გაემგზავრებიან და ადგილზე შეხვდებიან სამსახურის იურისტებს.

ILF-ს იურისტებისთვის მაღალი ხარისხის წარმომადგენლობის განხორციელებაში დახმარების დიდი გამოცდილება აქვს, რაც ხელს უწყობს მართლმსაჯულების სისტემების გარდაქმნას და კანონის უზენაესობის გაძლიერებას. ალან დალი არის გამოცდილი ადვოკატი, რომელმაც 20 წელზე მეტი იმუშავა კანადაში, სანამ 22 წლის წინ საერთაშორისო სამართლებრივი დახმარების პროექტებში ჩაერთვებოდა იურიდიული დახმარების სისტემების გაუმჯობესების მიზნით. მისი ფართო საერთაშორისო გამოცდილება მოიცავს ლათინურ ამერიკას (ჩილე, პერუ, ეკვადორი, არგენტინა, ბოლივია, გვატემალა, ჰონდურასი), ავღანეთსა და ფილიპინებს. ჰონდურასში ის ასევე მუშაობდა მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის, აღდგენითი მართლმსაჯულების და სკოლაში ძალადობის პრევენციის საკითხებზე.

img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
30 დეკ 2024

სტუდენტი-პარალეგალების ტრენინგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე

2024 წლის 25 დეკემბერს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 14 -მა  სტუდენტმა-პარალეგალმა მიიღო მონაწილეობა ტრენინგში, რომელიც გაიმართა იურიდიული დახმარების სამსახურისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ, შეხვედრა ეძღვნებოდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (შშმ პირების) უფლებებს.

სრულად
img
20 - 26 დეკ, 2024

სასამართლო რეფორმები და დამოუკიდებლობა საქართველოში: ალბანეთისა და ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება

იურიდიული სფეროს პრაქტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგებლების მონაწილეობით, საქართველოს სასამართლო სისტემის აქტუალური საკითხების შესახებ ორი დისკუსია გაიმართა.

სრულად
img
21 - 23 დეკ, 2024

რეგიონული ჰაბები ადამიანის უფლებებზე საჯარო საუბრებს მასპინძლობენ

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა ექსპერტმა გიორგი ბურჯანაძემ, რომელმაც ისაუბრა საქართველოში ადამიანის უფლებათა ევოლუციასა და ქვეყანაში არსებული გამოწვევების შესახებ.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები