Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
14 ივლ 2022

განათლების სისტემაში ეთნიკური ჯგუფების წინაშე მდგარი გამოწვევები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა კათედრამ, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, ჩაატარა ჰიბრიდული ლექცია სახელწოდებით: 1+4 პროგრამა და განათლების პოლიტიკის სისტემური გამოწვევები.

მთავარი მომხსენებლები იყვნენ: ჩრდილო-დასავლეთის უნივერსიტეტის პრიცკერის სამართლის სკოლის პროფესორი ბრიჯიტ არიმონდი, რომელიც საქართველოში ჩამოვიდა USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით; არასამთავრობო ორგანიზაცია „პლატფორმა სალამის“ თანადამფუძნებელი კამრან მამედლი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული სკოლის სტუდენტი მანუჩარ ცეცხლწლაძე. ღონისძიებას ხელმძღვანელობდა ილიას ადამიანის უფლებათა კლინიკის კოორდინატორი და სამართლის პრაქტიკოსი, ანა აფციაური.

კამრან მამედლიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ „საჭიროა ნარატიული ცვლილება ეთნიკური უმცირესობების პერსპექტივებისა და აზროვნების პროცესების გარდაქმნისთვის“. მანუჩარ ცეცხლაძემ კომენტარი გააკეთა სახელმწიფოს პოლიტიკაზე, ეთნიკური უმცირესობების მიმართ.
  
2022 წლის მაისში, ილიას სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა კლინიკამ, „პლატფორმა სალამთან“ თანამშრომლობით და USAID სამართლის კანონის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტს წარუდგინა ანგარიში საქართველოს მიერ არადომინანტი ეთნიკური ჯგუფის, აზერბაიჯანული თემის უფლებების დარღვევის შესახებ. 14 ივლისის ღონისძიებაზე, პროფესორმა არიმონდმა ისაუბრა გაერთიანებული ერების ორგანიზაციისთვის წარდგენილი მოხსენების შინაარსზე.

„თუკი, ივლისის ბოლოს, ადამიანის უფლებათა კომიტეტი მიიღებს წერილობით დოკუმენტს, სადაც აკრიტიკებს საქართველოში ეთნიკური უმცირესობების მოპყრობას და მოუწოდებს საქართველოს, რომ ამის აღმოსაფხვრელად შეასრულოს მათი სამი, ოთხი ან ხუთი მითითება, რა თქმა უნდა, მათი ავტომატური აღსრულება ვერ მოხერხდება. თუმცა, ეს იქნება კიდევ ერთი პირდაპირი ზემოქმედება მთავრობაზე.“ განაცხადა პროფესორმა არიმონდმა.

img
img
img
img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
30 დეკ 2024

სტუდენტი-პარალეგალების ტრენინგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე

2024 წლის 25 დეკემბერს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 14 -მა  სტუდენტმა-პარალეგალმა მიიღო მონაწილეობა ტრენინგში, რომელიც გაიმართა იურიდიული დახმარების სამსახურისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ, შეხვედრა ეძღვნებოდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (შშმ პირების) უფლებებს.

სრულად
img
20 - 26 დეკ, 2024

სასამართლო რეფორმები და დამოუკიდებლობა საქართველოში: ალბანეთისა და ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება

იურიდიული სფეროს პრაქტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგებლების მონაწილეობით, საქართველოს სასამართლო სისტემის აქტუალური საკითხების შესახებ ორი დისკუსია გაიმართა.

სრულად
img
21 - 23 დეკ, 2024

რეგიონული ჰაბები ადამიანის უფლებებზე საჯარო საუბრებს მასპინძლობენ

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა ექსპერტმა გიორგი ბურჯანაძემ, რომელმაც ისაუბრა საქართველოში ადამიანის უფლებათა ევოლუციასა და ქვეყანაში არსებული გამოწვევების შესახებ.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები