Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
31 მარ 2023

საერთაშორისო სამართლებრივი ფონდის მენტორი იურიდიული დახმარების სამსახურთან მუშაობას იწყებს

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა უზრუნველყოფს იურიდიული დახმარების სამსახურისთვის მუდმივ მხარდაჭერას, მათ შორის საერთაშორისო ექსპერტების მოწვევითა და საჭიროების შემთხვევაში, რიგი ტექნიკური დახმარების გაწევით. 2023 წლის 21 მარტს, საერთაშორისო სამართლებრივი ფონდის პირველი მენტორი, ქეით კონიერსი, ჩამოვიდა საქართველოში სამსახურთან თანამშრომლობისთვის.

მომდევნო სამი თვის განმავლობაში ქეით კონიერსი განთავსდება ქუთაისში და ინტენსიურად იმუშავებს იურიდიული დახმარების სამსახურის ქუთაისის ბიუროსთან, ისევე როგორც სხვა ბიუროებთან საქართველოს დასავლეთ ნაწილში. იგი მენტორობას გაუწევს სამსახურის იურისტებს და აგრეთვე, მისი, როგორც საპროცესო ადვოკატის გამოცდილებას გაუზიარებს.

ფონდთან პარტნიორობის ფარგლებში, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამას საქართველოში უკვე ჰყავს მოწვეული ალან დალი, ფონდის პროგრამის დირექტორი საქართველოში. ჩამოსვლის დღიდან ის მუშაობს იურიდიული დახმარების სამსახურთან ხარისხის შეფასების სისტემის გაუმჯობესებისა და  ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში სამსახურის იურისტებისთვის მენტორობის გაწევის მიზნით.

22 მარტს, სანამ ქეით კონიერსი ქუთაისში მუშაობას შეუდგებოდა, ის და ალან დალი შეხვდნენ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორს დავით სიმონიას. 27 მარტს, ქალბატონი კონიერსი ქუთაისისა და ზესტაფონის ბიუროებს ეწვია სამომავლო თანამშრომლობის მოლოდინების განსახილველად.

ქეით კონიერსი გამოცდილი ადვოკატია, რომელიც საერთაშორისო სამართლებრივი ფონდის ფარგლებში მენტორად მიანმარში მუშაობდა . მას დიდი გამოცდილება აქვს სისხლისა და სამოქალაქო სამართლის საქმეებში, მათ შორის საოჯახო დავებში, წვრილმან საქმეებსა და გამქირავებელსა და დამქირავებელს შორის წამოჭრილ დავებში. იგი ასევე მსახურობდა წვრილმან სამოქალაქო საქმეებზე  მოსამართლედ ექვსი წლის განმავლობაში და არაერთხელ დაჯილდოვდა მისი პროფესიული საქმიანობისთვის.

img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
30 დეკ 2024

სტუდენტი-პარალეგალების ტრენინგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე

2024 წლის 25 დეკემბერს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 14 -მა  სტუდენტმა-პარალეგალმა მიიღო მონაწილეობა ტრენინგში, რომელიც გაიმართა იურიდიული დახმარების სამსახურისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ, შეხვედრა ეძღვნებოდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (შშმ პირების) უფლებებს.

სრულად
img
20 - 26 დეკ, 2024

სასამართლო რეფორმები და დამოუკიდებლობა საქართველოში: ალბანეთისა და ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება

იურიდიული სფეროს პრაქტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგებლების მონაწილეობით, საქართველოს სასამართლო სისტემის აქტუალური საკითხების შესახებ ორი დისკუსია გაიმართა.

სრულად
img
21 - 23 დეკ, 2024

რეგიონული ჰაბები ადამიანის უფლებებზე საჯარო საუბრებს მასპინძლობენ

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა ექსპერტმა გიორგი ბურჯანაძემ, რომელმაც ისაუბრა საქართველოში ადამიანის უფლებათა ევოლუციასა და ქვეყანაში არსებული გამოწვევების შესახებ.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები