Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
12 სექ 2022

მოსამართლე ჯოზეფ ბელიპანიმ დაიწყო მენტორობის პროგრამა თბილისის საქალაქო სასამართლოში

ამერიკელმა მოსამართლემ პირველი ინსტანციის სასამართლოში მუშაობის 15 წლიანი გამოცდილებით- ჯოზეფ ბელიპანიმ, დაიწყო გრძელვადიანი  მენტორობის მისია თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეთა მოსამართლეებისთვის.

თბილისში, მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში მოსამართლე ბელიპანი დააკვირდება სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სასამართლო პროცესებს, გამართავს ინდივიდუალურ შეხვედრებს ქართველ მოსამართლეებთან და გააცნობს ამერიკული იურისპრუდენციის მათთვის მნიშვნელოვან და საინტერესო საკითხებს.

მოსამართლე ბელიპანიმ გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ხელმძღვანელ გიორგი ჩხეიძესთან და მის მოადგილე ნილ ვაინსტაინთან. შემდეგ, 12 სექტემბერს, ის შეხვდა ადმინისტრაციულ და სამოქალაქო სამართლის მოსამართლეებს და თბილისის საქალაქო სასამართლოს თანამშრომლებს. ჰქონდა სასამართლო ტური, რათა გაეგო მეტი სასამართლოს სტრუქტურისა და საქმისწარმოების სისტემების შესახებ.

მისიის ფარგლებში, მოსამართლე ბელიპანი ასევე მიიღებს მონაწილეობას USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებში, რომლებიც მიმართულია  თბილისში იურიდიული პროფესიონალების კვალიფიკაციის გაზრდისკენ, ქალთა უფლებების შესახებ ახლადშექმნილი მოსამართლეთა პრაქტიკის ჯგუფების გაძლიერებისა და მხარდაჭერისკენ, ბავშვთა უფლებებისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვისკენ. პროგრამა გეგმავს, დამატებით ამერიკელი მოსამართლეების მოწვევას მსგავსი მისიების ჩასატარებლად. ამერიკელი მოსამართლეები, სავარაუდოდ, დაიწყებენ გრძელვადიანი მონიტორინგის მისიებს რუსთავში და საქართველოს სხვა რეგიონებში.

მოსამართლე ბელიპანის შესახებ: 

მოსამართლე ბელიპანი 15 წლის განმავლობაში მუშაობდა პირველი ინსტანციის სასამართლოს სახელმწიფო მოსამართლედ, განიხილავდა მძიმე სისხლის სამართლის საქმეებს, რთულ სამოქალაქო საქმეებს, ფსიქიკური ჯანმრთელობის ვალდებულებებს, მტკიცებულებებსა და ანდერძებს, ქორწინების საქმის შეწყვეტას, სხვადასხვა სამოქალაქო და სისხლის სამართლის, არასრულწლოვანთა და ოჯახურ საკითხებს. ის ატარებდა სასამართლო პროცესებს სასამართლოსა და ნაფიც მსაჯულთა წინაშე და ზედამხედველობდა დიდი ნაფიც მსაჯულთა შერჩევას რთული საქმეებისთვის. მოსამართლე ბელიპანი ასევე 10 წლის განმავლობაში მუშაობდა მთავარ მოსამართლედ და პასუხისმგებელი იყო სასამართლოს მართვის ყველა ასპექტზე, ბიუჯეტის და პერსონალის მენეჯმენტის ჩათვლით. 

ის 20 წლის განმავლობაში სასამართლო არბიტრის ჯგუფში შუამავლობდა 2000-ზე მეტ სხვადასხვა სახის საქმეს: პირადი დაზიანება, უძრავი ქონება, ბიზნესის დაშლა, ბენეფიციართა დავები, სამშენებლო ხარვეზები, რთული ბიზნეს კონტრაქტების უთანხმოებები, კლასობრივი ქმედებები, სახელმწიფო შეღავათები, მასწავლებლის უფლების შეწყვეტა და სხვა. ის ასევე მართავდა არბიტრაჟებს, რომლებიც მოიცავდა სამოქალაქო საქმეების მსგავს სახეებს.

საერთაშორისო განვითარების სივრცეში მოსამართლე ბელიპანი მუშაობდა სხვადასხვა გრძელვადიანი მენეჯმენტსა და მოკლევადიან მრჩეველთა როლებში. მათ შორისაა, ეგვიპტეში USAID-ის მიერ დაფინანსებული იუსტიციის მხარდაჭერის პროექტის ადმინისტრაციის ფარგლებში განხორციელებული პროგრამების, პარტიის ხელმძღვანელისა და უფროსი სასამართლო მრჩეველის-დირექტორის პოზიციაზე მოღვაწეობა.

img
img
img
img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
30 დეკ 2024

სტუდენტი-პარალეგალების ტრენინგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე

2024 წლის 25 დეკემბერს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 14 -მა  სტუდენტმა-პარალეგალმა მიიღო მონაწილეობა ტრენინგში, რომელიც გაიმართა იურიდიული დახმარების სამსახურისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ, შეხვედრა ეძღვნებოდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (შშმ პირების) უფლებებს.

სრულად
img
20 - 26 დეკ, 2024

სასამართლო რეფორმები და დამოუკიდებლობა საქართველოში: ალბანეთისა და ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება

იურიდიული სფეროს პრაქტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგებლების მონაწილეობით, საქართველოს სასამართლო სისტემის აქტუალური საკითხების შესახებ ორი დისკუსია გაიმართა.

სრულად
img
21 - 23 დეკ, 2024

რეგიონული ჰაბები ადამიანის უფლებებზე საჯარო საუბრებს მასპინძლობენ

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა ექსპერტმა გიორგი ბურჯანაძემ, რომელმაც ისაუბრა საქართველოში ადამიანის უფლებათა ევოლუციასა და ქვეყანაში არსებული გამოწვევების შესახებ.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები