Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
29 - 31 ივლ, 2022

მოსამართლეთა გამოხატვის თავისუფლების პრაქტიკის ჯგუფი იწყებს მუშაობას

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ექსპერტი იაროსლავ გვიზდაკი შეხვდა ადამიანის უფლებათა და კონსტიტუციური სამართლის ექსპერტებს, რათა განეხილათ სახალხო დამცველის აპარატის სასამართლო მანდატი და ემსჯელათ მისი განვითარების გზებზე, რათა აპარატმა მონიტორინგი გაუწიოს სამართლიანი სასამართლოს უფლების განხორციელებას.  

შეხვედრის 22 მონაწილეს მიესალმა USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილე ნილ ვაინშტაინი და სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ბურჯანაძე.

სახალხო დამცველის აპარატი არის USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ერთ-ერთი მთავარი პარტნიორი. მოხარული ვართ, რომ ვმუშაობთ სახალხო დამცველის არაჩვეულებრივ გუნდთან და მხარს ვუჭერთ მის დეპარტამენტებს, რათა გაუმჯობესდეს მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა სტრატეგიული სამართალწარმოების გზით, გაძლიერდეს სახალხო დამცველის აპარატის თანასწორობის მექანიზმი დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლაში და გაძლიერდეს ბავშვთა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და უმცირესობების უფლებები“. - განაცხადა ნილ ვაინშტაინმა მისასალმებელ სიტყვაში.

სასამართლო ორგანოების მონიტორინგის არსებული პრაქტიკის წარდგენისას, სახალხო დამცველის მოადგილემ, გიორგი ბურჯანაძემ, გაგვიზიარა თუ რა გააკეთა სახალხო დამცველის აპარატმა ადამიანის უფლებების დაცვისა და სამართლიანი სასამართლოს უფლების გარანტირებისთვის. მან ასევე ხაზი გაუსვა სახალხო დამცველის აპარატში სათანადო მექანიზმისა და პასუხისმგებელი განყოფილების არსებობის მნიშვნელობას, რომელიც ორიენტირებული იქნება სასამართლოს მონიტორინგზე.

სამართლის უზენაესობის პროგრამის პოლონელმა ექსპერტმა, იაროსლავ გვიზდაკმა, წარადგინა პრეზენტაცია ისეთ თემებზე, როგორიცაა კანონის უზენაესობა ევროკავშირში, სასამართლო მონიტორინგის მიზანი, კავშირი სასამართლო მონიტორინგსა და კანონის უზენაესობას შორის, „ყოველდღიური მართლმსაჯულება“ vs. გახმაურებული საქმეები და თუ როგორ შეიძლება სასამართლოს მონიტორინგმა შედეგად მოგვცეს საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულება.

საუბარი შეეხო სახალხო დამცველის აპარატის ინსტიტუციურ წყობას და მის როლს სასამართლო სისტემის მონიტორინგში, ასევე მონიტორინგის საერთო მიზანსა და შედეგს. მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს თავიანთი მოსაზრებები და შესაძლო მიდგომები სახალხო დამცველის აპარატის სასამართლო მანდატის გაძლიერებასთან დაკავშირებით.

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის გრძელვადიანი საერთაშორისო ექსპერტი იაროსლავ გვიზდაკი საქართველოში 2022 წლის 15 ივლისს ჩამოვიდა. მისი მთავარი მისიაა კონსულტაცია გაუწიოს სახალხო დამცველის აპარატს სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზაციის მონიტორინგის მანდატის განვითარებაში, , რაც ასევე მოიცავს სასამართლო სისტემის ინსტიტუციურ  საკითხებზე მუშაობას. 

img
img
img
img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
10 - 15 ივნ, 2024

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტებმა მედიაციის შესახებ ტრენინგი გაიარეს

აღნიშნული ინიციატივის დახმარებით, რომელიც USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერაა მხარდაჭერილი, მედიაციის უნარების გაუმჯობესება და საქართველოში კერძო მედიაციის სისტემის განვითარების ხელშეწყობა მოხდება.  

სრულად
img
02 სექ 2024

საქართველოს სასამართლოს გუშაგი მოქალაქეთა მიერ სასამართლოს მონიტორინგის პროექტის მეორე ფაზას იწყებს

მონიტორინგი განხორციელდება როგორც წინასაარჩევნო, ასევე არჩევნების შემდგომ პერიოდში.

სრულად
img
05 - 08 აგვ, 2024

დემოკრატიისა და მართლმსაჯულების საზაფხულო სკოლა საქართველოში სკოლის მოსწავლეების სამართლებრივი ცნობიერების გასაძლიერებლად

საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ოცდაცხრა ახალგაზრდამ ცოტა ხნის წინ დაასრულა დემოკრატიისა და მართლმსაჯულების საზაფხულო სკოლა.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები