Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
19 - 29 სექ, 2022

მოსამართლეთა სასწავლო ტური ბავშვის უფლებების შესახებ ვაშინგტონსა და ორეგონში

ათი სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის მოსამართლეთა მიერ შემდგარმა დელეგაციამ, აშშ-ში მონაწილეობა მიიღო სასწავლო ტურში, რომელიც ფოკუსირებული იყო ბავშვთა უფლებებზე. მოსამართლეები დაესწრნენ სასამართლო სხდომებს, შეხვდნენ აშშ-ს სასამართლო ექსპერტებს და შეისწავლეს ა.შ.შ-ის საოჯახო და არასრულწლოვანთა სასამართლო სისტემების საუკეთესო პრაქტიკა.

სასწავლო ტურს უმასპინძლა ამერიკის იურისტთა ასოციაციას კანონის  უზენაესობის ინიციატივამ (ABA ROLI), USAID - სამართლის უზენაესობის პროგრამის ფარგლებში.

ღია კონკურსში მონაწილე 73 აპლიკანტიდან, სასწავლო ტურისთვის შეირჩა  რვა სასამართლოს 10 მოსამართლე , მათ შორის: თბილისის სააპელაციო სასამართლო; თბილისის, რუსთავის, ქუთაისის და ბათუმის საქალაქო სასამართლოები; და ხაშურის, ახალციხის და ოზურგეთის რაიონული სასამართლოები.

სასწავლო ტურის პირველი გაჩერება იყო ვაშინგტონი, სადაც მონაწილეები ესწრებოდნენ ოჯახურ და არასრულწლოვანთა სასამართლო სხდომებს; შეხვდნენ ABA ROLI-ს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების ეროვნული ქსელისა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკონსულტაციო ჯგუფის წარმომადგენლებს; განიხილეს ბავშვთა და ოჯახის უფლებების საკითხები აშშ-ს მოსამართლეებთან, ადვოკატებთან და იურიდიული პროფესიის სხვა წევრებთან.

ქართველი მოსამართლეები კოლუმბიის ოლქის საოჯახო სასამართლოს უმაღლესი სასამართლოს მოსამართლე ჰირამ პუიგ-ლუგოს შეხვდნენ. მოსამართლე პუიგ-ლუგო არის საოჯახო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე და არასრულწლოვანთა და საოჯახო სასამართლოების მოსამართლეთა ეროვნული საბჭოს ყოფილი  პრეზიდენტი. ეს შეხვედრა მოიცავდა აშშ-ს სასამართლო სისტემაში ბავშვებთან დაკავშირებული საქმეების განხილვას და „Moultrie“ სასამართლოში  ვიზიტს (Moultrie Courthouse).

ქართველ მოსამართლეთა დელეგაციას ასევე,  არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების მრჩეველთა ჯგუფ (JJAG)-თან შეხვედრის შესაძლებლობა ჰქონდა. ისინი გაეცნენ JJAG-ის აქტიური თანამშრომლობის საკითხებს ვაშინგტონის მერთან და ადგილობრივ სამთავრობო უწყებებთან. მათ ინფორმაცია მიიღეს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, ასევე, თუ რა წვლილს იღებს ის   არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საგრანტო წინადადებების განხილვისა და კომენტირების პროცესში; თუ როგორ ითვალისწინებს ის არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემაში „ნავიგაციის“ გამოცდილების მქონე ახალგაზრდების მიერ მოწოდებულ ინფრმაციას. 

ტურის მონაწილეები ასევე აკვირდებოდნენ სხდომებს საოჯახო სამმართველოს მომსახურების სასამართლოში, მერილენდის მონტგომერის საოლქო სასამართლოში.

ვაშინგტონიდან სასწავლო ვიზიტის მონაწილეებმა გადაინაცვლეს ორეგონის შტატის ქალაქ იუჯინში, სადაც თვალი მიადევნეს არასრულწლოვანთა სასამართლო პროცესებს,  შეხვდნენ ორეგონის შტატის მოქალაქეთა მომსახურების დეპარტამენტის ბავშვთა და ოჯახების მომსახურების ოფისს, არასრულწლოვანთა სასამართლო სამართალწარმოების გუნდს. ისინი ასევე შეხვდნენ ორეგონის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს, რომელიც სრულიად გარდაქმნის შტატებში სკოლების, სამუშაო სივრცეების, პარკების, ბიზნესის წარმოების ადგილებისა და საზოგადოებრივი სისტემების მოწყობის გზას, რათა უზრუნველყოფილ იქნას  შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების საზოგადოებაში  სრულფასოვანი ინტეგრაცია, და ასევე დაცულ იქნას ასეთი პირების უფლებები სასამართლო პროცესებზე.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ და სასამართლო სასწავლო ტურის მონაწილემ, ირმა ტოგონიძემ განაცხადა: „ამერიკის მართლმსაჯულების სისტემა ორიენტირებულია ბავშვებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნაზე. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის გამოცდილება და პრაქტიკული რჩევები, რომელიც ვისწავლე ამერიკელი კოლეგებისგან ბავშვის, როგორც უშუალო მონაწილე სასამართლო პროცესში ჩართვის შესახებ... მე მოხიბლული ვიყავი მულტიდისციპლინარული მიდგომით, რომელსაც ამერიკული სასამართლო სისტემა ეყრდნობა ძალადობის მსხვერპლი ბავშვის ოჯახისგან გამოყოფის პროცესში.

აღსანიშნავია სასამართლოში ბავშვის უფლებების დაცვაში ჩართული ყველა მხარის პასუხისმგებლობისა და ანგარიშვალდებულების მაღალი დონე. ასევე, ძალიან საინტერესოა დაუყოვნებლივი რეაგირება და კონტროლი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაზე“.

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ, სასამართლო სასწავლო ტურის დროს ისაუბრა მის გამოცდილებაზე: „აშშ-ში სასწავლო ვიზიტის დროს მივიღე ბევრი საინტერესო ინფორმაცია ამერიკელი კოლეგა მოსამართლეებისგან და განსაკუთრებით გამოვყოფდი აშშ-ს პრაქტიკას არასრულწლოვანთა სამართლებრივ დავებთან დაკავშირებით…საქართველოში ოჯახს განცალკევებული ბავშვის საქმე პერიოდულად განიხილება, მაგრამ ამას ყოველთვის ერთი მოსამართლე არ აკეთებს. ყოველ ჯერზე, როდესაც საქმე ხელახლა შემოდის სასამართლოში, ის შემთხვევით ნაწილდება სხვადასხვა მოსამართლეზე“.

მოსამართლე კაპანაძის თქმით, „უმჯობესი იქნება, ეს საკითხი საკანონმდებლო დონეზე დარეგულირდეს, რომ, როგორც ამერიკაში, ასევე საქართველოშიც ბავშვის მშობლებისგან განცალკავებისა და მინდობით აღზრდაში გადაყვანის, ასევე მისი ოჯახში რეინტეგრაციის საკითხი , განიხილებოდეს ერთი და იგივე მოსამართლის მიერ დროთა განმავლობაში. ასეთი პროცესის შედეგად მოსამართლემ სრულად იცის ბავშვის ისტორია და საქმე. ბავშვიც ეჩვევა მოსამართლეს და აქვს მისი ნდობა, ამიტომ ამცირებს ბავშვის სასამართლოსთან ურთიერთობით გამოწვეულ სტრესს“.

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა იმედოვნებს, რომ სასწავლო ტურის მონაწილე მოსამართლეები აშშ-ში მიღებულ ცოდნას გაგამოყენებენ თავიანთ სასამართლო დარბაზებში და გაუზიარებენ ამ პრაქტიკას კოლეგამოსამართლეებს.

img
img
img
img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
10 - 15 ივნ, 2024

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტებმა მედიაციის შესახებ ტრენინგი გაიარეს

აღნიშნული ინიციატივის დახმარებით, რომელიც USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერაა მხარდაჭერილი, მედიაციის უნარების გაუმჯობესება და საქართველოში კერძო მედიაციის სისტემის განვითარების ხელშეწყობა მოხდება.  

სრულად
img
02 სექ 2024

საქართველოს სასამართლოს გუშაგი მოქალაქეთა მიერ სასამართლოს მონიტორინგის პროექტის მეორე ფაზას იწყებს

მონიტორინგი განხორციელდება როგორც წინასაარჩევნო, ასევე არჩევნების შემდგომ პერიოდში.

სრულად
img
05 - 08 აგვ, 2024

დემოკრატიისა და მართლმსაჯულების საზაფხულო სკოლა საქართველოში სკოლის მოსწავლეების სამართლებრივი ცნობიერების გასაძლიერებლად

საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ოცდაცხრა ახალგაზრდამ ცოტა ხნის წინ დაასრულა დემოკრატიისა და მართლმსაჯულების საზაფხულო სკოლა.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები