2022 წლის 25 ივლისს, ჩრდილოდასავლეთის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ადამიანის საერთაშორისო უფლებათა სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელმა, ბრიჯიტ არიმონდმა დაასრულა ორკვირიანი ვიზიტი საქართველოში. პროფესორი არიმონდი კლინიკური განათლების ექსპერტია და საქართველოს USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის თხოვნით ეწვია.
პროფესორ არიმონდის ძირითადი ყურადღება გამახვილდა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული სკოლის ადამიანის უფლებათა კლინიკასა და ადამიანის უფლებათა კათედრის პროგრამაზე, მათ შორის მის მონაწილეობაზე ყოველწლიურ სტრატეგიულ შეფასებასა და დაგეგმვის შეხვედრაში, იურიდიული სკოლის დეკანთან ირაკლი ფორჩხიძესთან.
ასევე, პროფესორმა არიმონდმა სასწავლო სემინარი ჩაატარა კომბინირებული კლინიკისა და ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის გუნდისთვის, თუ როგორ უნდა დავიცვათ ადამიანის უფლებები გაეროს ადამიანის უფლებათა სისტემის ფარგლებში შექმნილი კომიტეტების წინაშე.მსგავსი ტრენინგის შემდეგ, 2021 წლის ზაფხულში მისი საქართველოში ვიზიტის დროს,ილიას სახელმწიფო კლინიკამ ტრენინგი პრაქტიკაში განახორციელა არასამთავრობო ორგანიზაცია „პლატფორმა სალამთან“ თანამშრომლობით, რათა წვლილი შეეტანა გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის 2022 წლის ივლისის მიმოხილვაში საქართველოს მიერ სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო პაქტით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად.
„ილიას კლინიკამ და პლატფორმა სალამმა მოხსენებით და მიმოხილვით სესიაზე ზეპირი მონაწილეობით,ეფექტურად შეძლეს აზერბაიჯანული ეთნიკური უმცირესობის მიმართ დისკრიმინაციის გამოკვეთა.ამ პოზიტიურ გამოცდილებაზე დაყრდნობით და ზაფხულის ტრენინგის გამოყენებით, ილიას კლინიკა მზადაა გაეროს რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის მიერ, საქართველოს მომავალ მიმოხილვაში მონაწილეობის მისაღებად.მოლოდინი მაქვს, რომ ილიას სახელმწიფო კლინიკა უფრო მეტად ჩართავს საერთაშორისო საადვოკატო პრაქტიკას მათ მიერ გატარებულ სტრატეგიებს შორის“, - განაცხადა პროფესორმა არიმონდმა.
პროფესორ არიმონდის საქართველოში ვიზიტის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა იყო კლინიკური იურიდიული განათლების ძალიან წარმატებული კონფერენცია, რომელიც ჩატარდა ბათუმში 18 და 19 ივლისს. კონფერენციაში მონაწილეობდნენ ბათუმის, თბილისის, თელავის, ქუთაისის და ზუგდიდის იურიდიული სკოლის კლინიკური ფაკულტეტები.კლინიკის ფაკულტეტის ოცი წარმომადგენელი შეიკრიბა, რათა გაეზიარებინათ თავიანთი გამოცდილება, ესწავლათ სხვა კლინიკების გამოცდილებიდან, დაემყარებინათ ურთიერთობები კლინიკის ფაკულტეტებს შორის და საფუძველი ჩაეყარათ მუდმივი თანამშრომლობისთვის.მონაწილეებთან მისასალმებელი სიტყვით წარსდგა USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ხელმძღვანელი, გიორგი ჩხეიძე, სადაც მან კიდევ ერთხელ განაცხადა პროგრამის მხარდაჭერა საქართველოში იურიდიული სკოლების მიმართ, კლინიკური იურიდიული განათლების გასაძლიერებლად.
კონფერენციის დასაწყისში თითოეულ კლინიკას ჰქონდა შესაძლებლობა გაეზიარებინა თავისი კლინიკის წარმატებული შემთხვევები თუ პროექტები. მეორე დღეს, პროფესორ არიმონდის შესავალი პრეზენტაციის შემდეგ, კლინიკის ფაკულტეტმა მთელი ქვეყნის მასშტაბით მიიღო მონაწილეობა პანელის პრეზენტაციებში, თუ როგორ აკმაყოფილებენ მათი კლინიკები კლინიკური სამართლებრივი განათლების პედაგოგიურ მიზნებს და როგორ ერთვებიან თვითშეფასებასა და სტრატეგიულ დაგეგმვაში. დასკვნითი პანელის დროს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის სამართლის სტუდენტებმა შესთავაზეს სტუდენტს პერსპექტივა იმის შესახებ, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო კლინიკური იურიდიული განათლება მათი საკუთარი სამართლის სკოლის გამოცდილებაზე. თითოეული სტუდენტი ადასტურებდა, რომ იურიდიული კლინიკები უნდა განიხილებოდეს, როგორც იურიდიული განათლების არსებითი ნაწილი.
23 ივლისს, პროფესორი არიმონდი ყვარელს ილიას სამართლის სკოლის წარმომადგენლებთან ერთად ეწვია. ის შეხვდა ადგილობრივ სტუდენტებსა და პროფესორებს და უძღვებოდა საჯარო ლექციას, რათა გაეზიარებინა შეერთებული შტატების გამოცდილება შრომის უფლებების სტანდარტებთან და პრაქტიკასთან დაკავშირებით.
პროფესორ ბრიჯიტ არიმონდის შესახებ:
ის ასწავლის ადამიანის უფლებათა ადვოკატირების მაგისტრატურის კურსს, ასევე ადამიანის უფლებათა კლინიკურ პრაქტიკას, რომელშიც მონაწილეობენ იურისტები, დოქტორები და სამართლის მაგისტრები, სტუდენტები ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და საერთაშორისო სისხლის სამართლის ნორმების გამოყენებით საქმეებსა და პროექტებში. მისი საქმიანობის სფერო, საერთაშორისო ადამიანის უფლებათა სამართალში, მოიცავს კლიენტების წარმომადგენლობას და 'amicus curiae' ბრიფინგების მომზადებას 'Alien Tort Statute' და წამების მსხვერპლთა დაცვის აქტის საქმეებში; ადვოკატირება აშშ-ს სასამართლოებისა და გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის წინაშე გუანტანამოს დაკავებებისა და სამხედრო კომისიების შესახებ და მემორანდუმების მომზადება საერთაშორისო სისხლის სამართლის ტრიბუნალების პროკურატურის ოფისებისთვის. ის არის სტენფორდის უნივერსიტეტისა და ჰარვარდის სამართლის სკოლის კურსდამთავრებული.