Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
27 ივნ 2022

შეხვედრა მედიატორებსა და მოსამართლეებს შორის ქუთაისში

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის დახმარებით, ქუთაისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების მოსამართლეებსა და ადგილობრივ მედიატორებს შორის შეხვედრა გაიმართა. 

შეხვედრამ საშუალება მისცა 8 მოსამართლესა და 6 მედიატორს, რომ გაეცნოთ ერთმანეთი, ესაუბრათ მედიაციასთან მიმართებაში არსებულ მოლოდინებზე და განეხილათ, თუ რა ტიპის საქმეებია სამედიაციო, რა ეტაპების გავლაა საჭირო და რა მეთოდების გამოყენებაა აუცილებელი იმისთვის, რომ მოხდეს მხარეების დარწმუნება, რათა მათ სცადონ მედიაცია.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მენეჯერი და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს აპარატის წარმომადგენლები, რომლებიც აღნიშნულ სასამართლოებში არსებულ მედიაციის ცენტრებს კოორდინაციას გაუწევენ. 

მისალმებისას თამარ იმნაიშვილმა, საქართველოს მედიატორთა ასოციაციის აღმასრულებელმა მდივანმა ისაუბრა ორგანიზაციის ძალისხმევაზე, რაც მიმართულია მედიაციის ცენტრების კოორდინატორების დახმარებაზე, რათა მოხდეს გამოცდილების გაზიარება და მედიაციის ხელშეწყობა, ასევე მათი საქმიანობის ეფექტიანად წარმართვა. 

მოსამართლეებმა გამოთქვეს სურვილი, რომ მათ მეტი შესაძლებლობა ჰქონდეთ სხვა სასამართლოების მოსამართლეების გამოცდილების გაზიარების თვალსაზრისით. მათ ასევე აღნიშნეს, რომ საჭიროა, თანაშემწეების უნარების გაძლიერება მედიაციის მიმართულებით, რათა მათ შეძლონ მხარეებისთვის მედიაციის სარგებლის შესახებ ინფორმაციის მიწოდება. კიდევ ერთი საჭიროება, რომელიც ყველა მონაწილემ დააფიქსირა, არის ცნობიერების ამაღლება მედიაციის, როგორც პროცესის, ასევე მედიატორების, როგორც პროფესიონალების შესახებ, რათა მხარეებმა და მათმა წარმომადგენლებმა მეტი ღიაობა გამოიჩინონ მედიაციის მიმართ. 

შეხვედრას უძღვებოდნენ მედიაციის ექსპერტი ეთერ ჩაჩანიძე და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ADR მრჩეველი, სოფო ტყემალაძე. 

img
img
img
img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
30 დეკ 2024

სტუდენტი-პარალეგალების ტრენინგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე

2024 წლის 25 დეკემბერს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 14 -მა  სტუდენტმა-პარალეგალმა მიიღო მონაწილეობა ტრენინგში, რომელიც გაიმართა იურიდიული დახმარების სამსახურისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ, შეხვედრა ეძღვნებოდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (შშმ პირების) უფლებებს.

სრულად
img
20 - 26 დეკ, 2024

სასამართლო რეფორმები და დამოუკიდებლობა საქართველოში: ალბანეთისა და ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება

იურიდიული სფეროს პრაქტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგებლების მონაწილეობით, საქართველოს სასამართლო სისტემის აქტუალური საკითხების შესახებ ორი დისკუსია გაიმართა.

სრულად
img
21 - 23 დეკ, 2024

რეგიონული ჰაბები ადამიანის უფლებებზე საჯარო საუბრებს მასპინძლობენ

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა ექსპერტმა გიორგი ბურჯანაძემ, რომელმაც ისაუბრა საქართველოში ადამიანის უფლებათა ევოლუციასა და ქვეყანაში არსებული გამოწვევების შესახებ.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები