Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
19 - 20 სექ, 2022

მობილური ვიზიტები მაღალმთიან აჭარაში

მაღალმთიანი აჭარის 250-ზე მეტმა მკვიდრმა მიიღო ინფორმაცია ქალთა უფლებების, ადამინებით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) და იურიდიული დახმარების სამსახურის უფასო სურვისების შესახებ. 

მობილური ვიზიტები ხულოს, ქედის, შუახევის და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში განხორციელდა იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ და მოიცავდა პრეზენტაციებს პარალეგალი სტუდენტების მხრიდან. მობილური ვიზიტების მხარდაჭერა უზრუნველყო USAID-ის სამართლის უზენაესობის პროგრამამ. 

სოფლის მაცხოვრებლებს ჰქონდათ შესაძლებლობა შეხვედროდნენ და იურიდიული დახმარების სამსახურის ბათუმის ბიუროს იურისტებს და სამართლებრივ საკითხებზე გასაუბრებობოდნენ მათ. 38-მა პირმა მიიღო კონსულტაცია და მათ უმრავლესობას სჭირდებოდა დახმარება ისეთ საკითხებზე როგორიცაა მიწის რეგისტრაცია, მემკვიდრეობა, ოჯახში ძალადობა, ვალებთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხები. 

საინფორმაციო შეხვედრებს უძღვებოდა  იურიდიული დახმარების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე დავით სიმონია და ამ შეხვედრებში მონაწილეობდა შვიდი სტუდნეტი-პარალეგალი, რომლებმაც გაიარეს ტრენინგი ადამიანებით ვაჭრობის (ტრეფიკინგის), ქალთა უფლებების და ბავშვთა უფლებების საკითხებზე. 

2022 წლის ივლისიდან იურიდიული დახმარების სამსახური, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, ახორციელებს ვაქციოთ კანონი ყველასათვის ხელმისაწვდომი - პარალეგალების ინიციატვას. პროექტი გულისხმობს არა იურისტების გადამზადებას კონკრეტულ სამართლებრივ საკითხებში, რომელიც მათ საშუალებას აძლევს პირველადი იურიდიული რჩევა მისცეს საზოგადოების წარმომადგენლებს, რომლებსაც არ აქვთ სხვა მხრივ წვდომა იურიდიულ მომსახურებაზე. 

img
img
img
img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
10 - 15 ივნ, 2024

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტებმა მედიაციის შესახებ ტრენინგი გაიარეს

აღნიშნული ინიციატივის დახმარებით, რომელიც USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერაა მხარდაჭერილი, მედიაციის უნარების გაუმჯობესება და საქართველოში კერძო მედიაციის სისტემის განვითარების ხელშეწყობა მოხდება.  

სრულად
img
02 სექ 2024

საქართველოს სასამართლოს გუშაგი მოქალაქეთა მიერ სასამართლოს მონიტორინგის პროექტის მეორე ფაზას იწყებს

მონიტორინგი განხორციელდება როგორც წინასაარჩევნო, ასევე არჩევნების შემდგომ პერიოდში.

სრულად
img
05 - 08 აგვ, 2024

დემოკრატიისა და მართლმსაჯულების საზაფხულო სკოლა საქართველოში სკოლის მოსწავლეების სამართლებრივი ცნობიერების გასაძლიერებლად

საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ოცდაცხრა ახალგაზრდამ ცოტა ხნის წინ დაასრულა დემოკრატიისა და მართლმსაჯულების საზაფხულო სკოლა.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები