Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
05 - 08 აგვ, 2024

დემოკრატიისა და მართლმსაჯულების საზაფხულო სკოლა საქართველოში სკოლის მოსწავლეების სამართლებრივი ცნობიერების გასაძლიერებლად

საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ოცდაცხრა ახალგაზრდამ ცოტა ხნის წინ დაასრულა დემოკრატიისა და მართლმსაჯულების საზაფხულო სკოლა, რომელიც ორგანიზებული იყო USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის (პროგრამა) მიერ 2024 წლის 5-8 აგვისტოს.

ახალგაზრდები შეირჩნენ კონკურსის გზით, 114 განმცხადებლიდან, რათა გაეღრმავებინათ ცოდნა სამართლის უზენაესობის, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების შესახებ. პროგრამამ ასევე მისცა მათ შესაძლებლობა შეესწავლათ მართლმსაჯულების ინოვაციური მიდგომები ახალგაზრდა იურისტებთან და დარგის ექსპერტებთან კომუნიკაციის გზით.

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ხელმძღვანელი გიორგი ჩხეიძე მიესალმა მონაწილეებს და ხაზი გაუსვა სკოლის მოსწავლეებში სამართლებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით პროგრამის პირველ მცდელობას. მან აღნიშნა, რომ ეს ინიციატივა ხელს შეუწყობს მონაწილეებს განივითარონ კრიტიკული აზროვნების უნარები და საზოგადოებაზე ორიენტირებული და ინოვაციური მართლმსაჯულების უფრო ღრმა გაგება, განსაკუთრებით სამართლებრივ პროცესებში ინდივიდუალური უფლებების შესახებ.

პროგრამის საზოგადოებრივი ჩართულობის სპეციალისტმა მარიამ გობრონიძემ მონაწილეებს გააცნო საბაზისო სამართლებრივი ცნებები, მათ შორის საქართველოს სამართლებრივი სისტემა, დემოკრატიული პროცესები და ხელისუფლების დანაწილების პრინციპი. მოგვიანებით მან ყურადღება გაამახვილა სამართლიანი სასამართლოს უფლებასა და სასამართლოს როლზე სოციალური კეთილდღეობის უზრუნველყოფაში, განიხილა მართლმსაჯულებაზე მისაწვდომობის ბარიერები, როგორიცაა დაბალი სამართლებრივი ცნობიერების დონე, ფინანსური, კულტურული და სოციალური გამოწვევები.

თიმ ბუნიევაცმა, პროგრამის საზოგადოებრივი ჩართულობის მრჩეველმა, გააზიარა საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულების გლობალური მაგალითები და სასამართლო სისტემის ბოლოდროინდელი ინოვაციები.

მოსამართლე ლევან დარბაიძემ (გორის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე) განიხილა საქართველოში მოსამართლეების როლი ადამიანის უფლებების დაცვასა და დემოკრატიის უზრუნველყოფაში და ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს სისტემის საილუსტრაციოდ გამოიყენა ფილმი „12 განრისხებული მამაკაცი“.

ნათია ღვინჯილიამ, პროგრამის სამოქალაქო საზოგადოებისა და გრანტების სპეციალისტმა, წარადგინა მოხსენება ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ, რომელიც მოიცავდა ევროკავშირის ისტორიას, უპირატესობებს, გამოწვევებს და საქართველოს პროგრესს გაწევრიანებისკენ.

2023 წლის ოქტომბრის ინოვაციური მართლმსაჯულების სკოლის კურსდამთავრებულებმა (რომელიც ჩატარდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან პარტნიორობით) - მათ შორის ლაზარე ბოხოჩაძემ, მარიამ მიქელაძემ, ლუკა ბარლიანმა, მედეა ტუგულაშვილმა, ნიკოლოზ კობახიძემ და ლიკა გარსევნიშვილმა - განიხილეს ადამიანის უფლებების საფუძვლები, დემოკრატიული მონაწილეობისა და სამოქალაქო ჩართულობის მნიშვნელობა.

ლაზარე ბოხოჩაძემ აღნიშნა: „ეს საზაფხულო სკოლა იყო ჩემთვის მნიშვნელოვანი შესაძლებლობა, საშუალო სკოლის მოსწავლეებთან პირდაპირი ინტერაქციის გზით გამეძლიერებინა ცოდნის გაზიარების უნარი. ეს გამოცდილება ასევე დაეხმარება მონაწილეებს განივითარონ მიმდინარე საკითხების სწორად შეფასების უნარი და უკეთ გაიაზრონ ადამიანის უფლებათა დაცვის ღირებულებები, რომლებიც ქმნიან დემოკრატიული საზოგადოების საფუძველს“.

მარიამ მიქელაძემ ასევე თავისი მოსაზრებების გაზიარების პროცესში აღნიშნა: „ამ სკოლაში, როგორც მომხსენებლად მონაწილეობა სრულიად განსხვავებული გამოცდილება იყო. განსაკუთრებით საპასუხისმგებლოა იმ ახალგაზრდებთან მუშაობა, რომლებსაც სურთ თავიანთი ცოდნის გაღრმავება. მნიშვნელოვანია, რომ ღონისძიებაზე გამოყენებულ იქნა ახალგაზრდებზე მორგებული სხვადასხვა ფორმატი. შესაბამისად, მონაწილეებმა მიიღეს ცოდნა და გამოცდილება, რომელიც წარმოდგენილი იყო მათთვის საინტერესო და ხელმისაწვდომი ფორმით. ვფიქრობ, ამ გამოცდილების შედეგად, გაიზარდა მათი ინტერესი სხვადასხვა სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე სამართლებრივი და სოციალური საკითხის მიმართ.“

img
img
img
img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
10 დეკ 2024

ჰანს პეტერ გრავერის წიგნის ქართული ვერსიის პრეზენტაცია

დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფმა და არასამთავრობო ორგანიზაციამ დემოკრატიის ინდექსი – საქართველო, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამისა და ქართულ-ნორვეგიული კანონის უზენაესობის ასოციაციის მხარდაჭერით, ჰანს პეტერ გრავერის წიგნის „უშიშარი მოსამართლეები, უსამართლო კანონები: ცამეტი ისტორია სამართლის გმირების შესახებ“ ქართული თარგმანის პრეზენტაცია გამართეს.

სრულად
img
03 დეკ 2024

გლობალური კონფერენცია საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულების შესახებ საქართველოში, ყირგიზეთსა და უზბეკეთში

აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტმა (EWMI), ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) და სასამართლოს ადმინისტრირების საერთაშორისო ასოციაციამ (IACA) ერთობლივად უმასპინძლეს საერთაშორისო ონლაინ კონფერენციას სახელწოდებით - საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულების განვითარება და მართლმსაჯულების მისაწვდომობა.

სრულად
img
08 - 30 ნოე, 2024

ბათუმში, ახალციხესა და ქუთაისში ადვოკატებმა შენობა - ნაგებობებზე უფლებების რეგისტრაციის შესახებ ტრენინგზე მონაწილეობა მიიღეს

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამამ, სამართლის უზენაესობის აჭარის, იმერეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ჰაბების მეშვეობით, ამავე რეგიონების იურისტებისთვის ტრენინგების სერია მოაწყო, რომელშიც სამი სხვადასხვა ლოკაციიდან ჩამში 80 მონაწილე ჩაერთო. მონაწილეებს შორის იყვნენ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის (GBA) და საქართველოს იურიდიული დახმარების სამსახურის (LAS) წარმომადგენლები.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები