Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
10 - 15 ივნ, 2024

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტებმა მედიაციის შესახებ ტრენინგი გაიარეს

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტთან არსებული დავის ადრეული და ეფექტური გადაწყვეტის მედიციის ცენტრის პროექტის ფარგლებში, ოცმა სტუდენტმა პრაქტიკული ტრენინგი გაიარა, რომელიც 2024 წლის 10-15 ივნისს ჩატარდა. აღნიშნული ინიციატივის დახმარებით, რომელიც USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერაა მხარდაჭერილი, მედიაციის უნარების გაუმჯობესება და საქართველოში კერძო მედიაციის სისტემის განვითარების ხელშეწყობა მოხდება.  

ტრენინგისას სტუდენტებმა მედიაციის პრაქტიკული და თეორიული ასპექტების შესახებ, ასევე არასასამართლო მედიაციის, სატელეფონო კომუნიკაციისა და პროექტის მენეჯმენტის საკითხებზე მიიღეს ინფორმაცია. პროექტში ძირითადად ჩართულები იყვნენ სამართლის ფაკულტეტის მე-3 და მე-4 კურსის და მაგისტრატურის სტუდენტები, ასევე ბიზნესის ადმინისტრირების, მედიცინის, საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის ფაკულტეტების სტუდენტები. ტრენინგი აერთიანებდა პრაქტიკულ სავარჯიშოებსა და თეორიულ სწავლებას, კითხვა-პასუხის სესიებს, როლურ თამაშებსა და გაუთვალისწინებელი სიტუაციების მართვის სტრატეგიებს.

„ჩვენ, სტუდენტებს უკვე კარგად გვესმის, რომ მედიაცია დავის გადაწყვეტის ახალი ფორმაა, რომელსაც კარგად უნდა დავეუფლოთ, რადგან გაჭიანურებული სასამართლო პროცესი ეფექტური მექანიზმი არ არის ჩვენი პოტენციური გაუგებრობების მოსაგვარებლად. პირიქით, იგი რესურსების ფუჭად ხარჯვას იწვევს. ამიტომ, ჩვენ ვაფასებთ უნივერსიტეტის ძალისხმევას, რომ მოხდეს მედიაციის სასწავლო პროგრამებში გათვალისწინება. ამგვარი გამოსადეგი ტრენინგები პრაქტიკული ცხოვრებისათვის მზადებაში გვეხმარება”. - განაცხადა ნინო გოცირიძემ, ტრენინგის მონაწილე სტუდენტმა.

“ტრენინგის დახმარებით გავიგეთ, რომ მედიაცია ყოველდღიური ცხოვრების წესია და ჩვენ დავის გადაწყვეტის ამ ახალი მექანიზმის შესახებ რაც შეიძლება მეტი უნდა ვიცოდეთ. ტრენინგის საშუალებით მოხდა ჩვენი მოლაპარაკებების უნარის განვითარება და მედიაციის, როგორც დავის გადაწყვეტის ახალი ფორმის შესახებ ცოდნის გაღრმავება. ამგვარი ტრენინგების ჩატარება ჩვენს პიროვნულ განვითარებას შეუწყობს ხელს და პროფესიული პრაქტიკისთვის მომზადებაში დაგვეხმარება”, განაცხადა ელენე გიორგაძემ, ტრენინგის მონაწილე კიდევ ერთმა სტუდენტმა.

პროექტი გრძელდება, რომლის ფარგლებშიც სტუდენტები ჩაერთვებიან ახალ პლატფორმაში, რომელიც კერძო მედიაციის მომსახურების გაწევას ითვალისწინებს თბილისის მუნიციპალიტეტის იურიდიული კლინიკასთან და ადამიანის უფლებათა დამცველ იმ არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, რომლებიც უფასო იურიდიულ დახმარებას ეწევიან. ეს ორგანიზაციები პოტენციურ სამოქალაქო კატეგორიის საქმეებს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტთან არსებულ მედიაციის ცენტრში გადაამისამართებენ. საქართველოს მედიატორთა ასოციაცია და მისი რეესტრის მედიატორები სამედიაციო პროცესებს წარუძღვებიან.

img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
30 დეკ 2024

სტუდენტი-პარალეგალების ტრენინგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე

2024 წლის 25 დეკემბერს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 14 -მა  სტუდენტმა-პარალეგალმა მიიღო მონაწილეობა ტრენინგში, რომელიც გაიმართა იურიდიული დახმარების სამსახურისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ, შეხვედრა ეძღვნებოდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (შშმ პირების) უფლებებს.

სრულად
img
20 - 26 დეკ, 2024

სასამართლო რეფორმები და დამოუკიდებლობა საქართველოში: ალბანეთისა და ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება

იურიდიული სფეროს პრაქტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგებლების მონაწილეობით, საქართველოს სასამართლო სისტემის აქტუალური საკითხების შესახებ ორი დისკუსია გაიმართა.

სრულად
img
21 - 23 დეკ, 2024

რეგიონული ჰაბები ადამიანის უფლებებზე საჯარო საუბრებს მასპინძლობენ

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა ექსპერტმა გიორგი ბურჯანაძემ, რომელმაც ისაუბრა საქართველოში ადამიანის უფლებათა ევოლუციასა და ქვეყანაში არსებული გამოწვევების შესახებ.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები