Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
02 სექ 2024

საქართველოს სასამართლოს გუშაგი მოქალაქეთა მიერ სასამართლოს მონიტორინგის პროექტის მეორე ფაზას იწყებს

საქართველოს სასამართლოს გუშაგმა, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, მოქალაქეთა მიერ სასამართლოს მონიტორინგის პროექტის მეორე ეტაპი დაიწყო. პროექტი შეაფასებს სასამართლოს მიუკერძოებლობას და დამოუკიდებლობას საარჩევნო დავების განხილვის პროცესში. მონიტორინგი განხორციელდება როგორც წინასაარჩევნო, ასევე არჩევნების შემდგომ პერიოდში. ორგანიზაცია ასევე, შეაფასებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობას.

2024 წლის აგვისტოში საქართველოს სასამართლო გუშაგის გუნდმა შეიმუშავა პროექტის მეთოდოლოგია ექსპერტების, მაია ბაქრაძისა (დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფი) და ირმა პავლიაშვილის (ღია სივრცე კავკასიის ხელმძღვანელი) ჩართულობით. პროექტის სამუშაო შეხვედრაზე მაია ბაქრაძემ ხაზი გაუსვა არჩევნების დროს სასამართლო პროცესების გამჭვირვალობის მნიშვნელობას. მისი თქმით:თუკი სასამართლო პროცესები გამჭვირვალე  და სამართლიანი იქნება, მოსამართლე დავებს მიუკერძოებლად განიხილავს და გადაწყვეტილებებს დამაჯერებლად დაასაბუთებს, მოქალაქეებს მთლიანად საარჩევნო პროცესის და შედეგების მიმართ  ექნებათ ნდობა, რაც პოლიტიკურ კრიზისებს აგვაცილებს თავიდან. ამ პროექტის ფარგლებში მოქალაქეები თავად დააკვირდებიან სასამართლო პროცესებს და ობიექტურ მონაცემებთან ერთად თავიანთ აღქმებს გაუზიარებენ.“

ირმა პავლიაშვილის მოსაზრებით, დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ სასამართლოს შეუძლია გადამწყვეტი როლი ითამაშოს ამომრჩეველთა უფლებების დაცვასა და სამართლიანი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფაში.

2024 წლის 31 აგვისტოს, საქართველოს სასამართლოს გუშაგმა დაასრულა 37 მოხალისე დამკვირვებლის შერჩევა მთელი საქართველოდან, რომლებიც მონიტორინგის საქმიანობის დაწყებამდე, სექტემბრის შუა რიცხვებისთვის, ტრენინგს გაივლიან. ერთ-ერთმა დამკვირვებელმა, გიორგი თათანაშვილმა განაცხადა: აუცილებელია, მოქალაქეებმა გააცნობიერონ თავიანთი როლი სამართლიანი სასამართლოს ჩამოყალიბებაში. ამ პროცესში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იქნება თითოეული დამკვირვებლის წვლილი.“

მონიტორინგი განხორციელდება შემდეგ ქალაქებში: თბილისი, ამბროლაური, ახალქალაქი, ახალციხე, ბათუმი, ბოლნისი, გორი, გურჯაანი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მცხეთა, ოზურგეთი, რუსთავი, სენაკი, ფოთი, ქუთაისი, ხაშური, ხელვაჩაური.

ეფექტიანი თანამშრომლობის უზრუნველსაყოფად, პროექტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართება პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან. მონიტორინგის დასრულების შემდეგ, საქართველოს სასამართლოს გუშაგი გამოაქვეყნებს ანგარიშს, რომელიც მონიტორინგის მიგნებებს ასახავს.

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
10 დეკ 2024

ჰანს პეტერ გრავერის წიგნის ქართული ვერსიის პრეზენტაცია

დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფმა და არასამთავრობო ორგანიზაციამ დემოკრატიის ინდექსი – საქართველო, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამისა და ქართულ-ნორვეგიული კანონის უზენაესობის ასოციაციის მხარდაჭერით, ჰანს პეტერ გრავერის წიგნის „უშიშარი მოსამართლეები, უსამართლო კანონები: ცამეტი ისტორია სამართლის გმირების შესახებ“ ქართული თარგმანის პრეზენტაცია გამართეს.

სრულად
img
03 დეკ 2024

გლობალური კონფერენცია საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულების შესახებ საქართველოში, ყირგიზეთსა და უზბეკეთში

აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტმა (EWMI), ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) და სასამართლოს ადმინისტრირების საერთაშორისო ასოციაციამ (IACA) ერთობლივად უმასპინძლეს საერთაშორისო ონლაინ კონფერენციას სახელწოდებით - საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულების განვითარება და მართლმსაჯულების მისაწვდომობა.

სრულად
img
08 - 30 ნოე, 2024

ბათუმში, ახალციხესა და ქუთაისში ადვოკატებმა შენობა - ნაგებობებზე უფლებების რეგისტრაციის შესახებ ტრენინგზე მონაწილეობა მიიღეს

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამამ, სამართლის უზენაესობის აჭარის, იმერეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ჰაბების მეშვეობით, ამავე რეგიონების იურისტებისთვის ტრენინგების სერია მოაწყო, რომელშიც სამი სხვადასხვა ლოკაციიდან ჩამში 80 მონაწილე ჩაერთო. მონაწილეებს შორის იყვნენ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის (GBA) და საქართველოს იურიდიული დახმარების სამსახურის (LAS) წარმომადგენლები.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები