Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
18 სექ 2022

იმიტირებული სასამართლო პროცესი აჭარის რეგიონში

სტუდენტს პარალეგალებს ჰქონდათ შესაძლებლობა მონაწილეობა მიეღოთ ნაფიც მსაჯულებად სასამართლო იმიტირებულ პროცესზე - სახელმწიფო ბაქარის წინააღმდეგ. იურიდიული დახმარების სამსახურმა USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით ბათუმის საქალაქო სასამართლოში ორგანიზება გაუკეთა იმიტირებულ პროცესს, რომელიც აქცენტს აკეთებს ბავშვის საუკეთესო ინტერსებზე.

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილემ ნილ ვაინსტინმა მისასალმებელ სიტყვაში სტუდენტ პარალეგალებს უთხრა: „ივლისში თქვენ ისწავლეთ ადამიანებით ვაჭრობის (ტრეფიკინგის), ბავშვის საუკეთესო ინტერესების და ქალთა უფლებების შესახებ; ასევე დაესწარით კარიერულ საუბრებს მოსამართლეების, სახალხო დამცველის, ადვოკატების, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მხრიდან. პროექტის მეორე ეტაპი ეხლა იწყება, როდესაც მონაწილეობას მიიღებთ იმიტირებულ პროცესში და იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატებთან ერთად ესტუმრებით მაღალმთიან აჭარას და შეხვდებით ადგილობრივ მოსახლეობას და მათ საკუთარ უფლებებს გააცნობთ და ასევე მოუყვებით მათი უფლებების დაცვისთვის არსებულ სერვისებზე. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს აქტივობები წარმოადგენს როგორც სასწავლო ისე პერსონალური გამოცდილების მიღების საუკეთესო საშუალებას.

„მთელი ამ პროექტის იდეაა დავეხმაროთ ხალხს იცოდნენ საკუთარი უფლებები. შესაბამისად ჩვენ გადავამზადეთ სტუდენტი პარალეგალები, რათა დავხმარებოდით მათ გადაწყვეტილება მიიღონ საკუთარ პროფესიულ განვითარებაზე და ეხლა ჩვენ მათ ვაძლევთ შესაძლებლობას იყვნენ ადამიანის უფლებების ელჩები და აჭარის მაღალ მთიანი სოფლების მაცხოვრებლებს გაუზიარონ საკუთარი ცოდნა“ - ამბობს რაჟდენ კუპრაშვილი, იურიდიული დახმარების სამსახურის ხელმძღვანელი. 

სისხლის სამართლის საქმეზე მოწინააღმდეგე მხარეები წარმოდგენილნი იყვნენ იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატით დავით სიმონია და პროკურორი ქეთევან ვაშაკიძე. ამერიკელი მოსამართლე ჯეიმს რედვაინი და ბათუმის სასამართლოს სისხლის სამართლის მოსამართლე ლევან ყოლბაია ასრულებდნენ მოსამართლეებს როლს იმიტირებულ პროცესში. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ამერიკელმა მოსამართლემ მიიღო მონაწილეობა იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ ორგანიზებულ იმიტირებულ სასამართლო პროცესში. ამერიკელ მოსამართლეს ჰქონდა შესაძლებლობა დაკვირვებოდა საქმის სასამართლო განხილვაში მონაწილე მხარეების ქმედებებს და სტრატეგიებს. 

“ნაფიც მსაჯულთა სასამართლო არის დემოკრატია მოქმედებაში და იმიტირებული სასამართლო პროცესი საშუალებას აძლევს სტუდენტებს გაიაზრონ ამ დემოკრატიის მნიშვნელობა. ჩემი რჩევა იურიდიულ პროფესიაში შემავალი სტუდენტებისთვის არის ის, რომ იყვნენ დარწმუნებულნი საკუთარ სწორ მოტივაციაში. თუ თქვენ ხართ თავდადებული ადვოკატი ან მოსამართლე თქვენ გაქვთ შესაძლებლობა დაეხმაროთ ბევრ ადამიანს; ასე რომ დარწმუნდით იმაში რომ ადამიანების დახმარება გსურთ ცხოვრებაში და თუ ეს მართლაც ესეა მაშინ იურიდიული პროფესია ნომერ პირველი ადგილია ადამიანების დასახმარებლად.” – მოსამართლე რედვაინმა უთხრა სტუდენტებს.  

“მე გაგებული მქონდა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე, მაგრამ არასდროს მქონია შესაძლებლობა დავკვირვებოდი პროცესს ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობით. იმიტირებული პროცესის დროს მქონდა შეგრძნება, რომ რეალურ სასამართლო პროცესს ვესწრებოდი და უნდა გადამეწყვიტა ადამიანის ბედი - 4-დან 8 წლამდე პატიმრობა ან თავისუფლება. ამ პროცესში მონაწილეობა შეუფასებელი გამოცდილებაა ჩემთვის. მე უკვე გადავწყვიტე ჩემი სამომავლო პროფესია. მე მინდა გავხდე იურისტი და ამ სასამართლო პროცესმა მომცა საშუალება დავკვირვებოდი, როგორ

მოქმედებენ ადვოკატები და პროკურორები და იცავენ ბავშვის საუკეთესო ინტერესებს და საკუთარ კლიენტებს კანონის სახელით. ნაფიცი მსაჯულის როლში ყოფნამ მომცა საშუალება დამენახა რამდენად საინტერესო და გამოწვევებით სავსეა მოსამართლეობა - თქვა სტუდენტმა პარალეგალმა ნინო გოგიტიძემ. 

იმიტირებულ სასამართლო პროცესს ესწრებოდნენ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები და პროფესორები ასევე ადგილობრივი მაცხოვრებლები დაინტერესებულ მსგავსი პროცესებით. 

img
img
img
img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
10 - 15 ივნ, 2024

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტებმა მედიაციის შესახებ ტრენინგი გაიარეს

აღნიშნული ინიციატივის დახმარებით, რომელიც USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერაა მხარდაჭერილი, მედიაციის უნარების გაუმჯობესება და საქართველოში კერძო მედიაციის სისტემის განვითარების ხელშეწყობა მოხდება.  

სრულად
img
02 სექ 2024

საქართველოს სასამართლოს გუშაგი მოქალაქეთა მიერ სასამართლოს მონიტორინგის პროექტის მეორე ფაზას იწყებს

მონიტორინგი განხორციელდება როგორც წინასაარჩევნო, ასევე არჩევნების შემდგომ პერიოდში.

სრულად
img
05 - 08 აგვ, 2024

დემოკრატიისა და მართლმსაჯულების საზაფხულო სკოლა საქართველოში სკოლის მოსწავლეების სამართლებრივი ცნობიერების გასაძლიერებლად

საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ოცდაცხრა ახალგაზრდამ ცოტა ხნის წინ დაასრულა დემოკრატიისა და მართლმსაჯულების საზაფხულო სკოლა.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები