Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
02 ნოე 2022

სახალხო დამცველის აპარატის მიერ სამართლიანი სასამართლოს უფლების მონიტორინგი

2022 წლის 2 ნოემბერს, სახელმწიფო უწყების, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები შეიკრიბნენ, რათა მოესმინათ USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ მოწვეული საერთაშორისო ექსპერტის, იაროსლავ გვიზდაკის მომზადებული ანალიზი სახალხო დამცველის მიერ სამართლიანი სასამართლოს უფლების მონიტორინგის მანდატისა და მისი განხორციელების გზების შესახებ. 

ექსპერტმა შეაფასა სასამართლო მონიტორინგის მექანიზმების არსებული საუკეთესო პრაქტიკა და გამართა შეხვედრები შესაბამის ორგანიზაციებთან. შედეგად, შემუშავდა სახალხო დამცველის აპარატის მიერ სასამართლო მონიტორინგის განხორციელების სტრატეგია და მექანიზმი, რომელიც ეფუძნება სამ ფუნდამენტურ პრინციპს: 1) სასამართლოს მიერ სამოქალაქო უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის გაუმჯობესება, რაც დაკავშირებულია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებასთან; 2) მართლმსაჯულების სისტემის ფუნქციონირების გასაუმჯობესებლად სფეროების გამოვლენა - ადამიანეზე ორიენტირებული მართლსაჯულება; 3) მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლება მათი უფლებებისა და ამ უფლებების დაცვაში სასამართლოს როლის შესახებ, განსაკუთრებით „არაგახმაურებულ/რიგით საქმეებში“. 

იაროსლავ გვიზდაკის მოსაზრებით, სახალხო დამცველის მანდატი უნდა მოიცავდეს სამართლიანი სასამართლოს ყველა ასპექტს და მონიტორინგის განხორციელების უფლებას ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ტარდება თუ არა სასამართლო პროცესი გონივრულ ვადაში, აქვთ თუ არა მხარეებს თანაბარი წვდომა საქმის წარსადგენად საჭირო მასალებზე, და როგორ ხდება მოსამართლის ან მოსამართლეთა კოლეგიის დანიშვნა.

„მნიშვნელოვანი საკითხია, თუ როგორ განახორციელებს სახალხო დამცველის აპარატი მონიტორინგს ისე, რომ ეს არ იყოს დამოკიდებული ინდივიდებზე, კერძოდ სახალხო დამცველის პერსონაზე. აუცილებელია, ეს იყოს ინსტიტუციურად დამკვიდრებული პრაქტიკა და ამ მიმართულებით ინსტიტუციური მეხსიერება და მდგრადობა შენარჩუნდეს. სწორედ ამაში დაგვეხმარა მოწვეული ექსპერტი იაროსლავი და ვფიქრობ მნიშვნელოვანი დოკუმენტები შემუშავდა“, აღნიშნა საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ.

USAID-კავკასიის დემოკრატიისა და მმართველობის ოფისის კანონის უზენაესობის პროექტის მენეჯერმა, რუსუდან ტაბატაძემ, კიდევ ერთხელ დაადასტურა USAID-ის მხარდაჭერა სახალხო დამცველის აპარატისადმი და განაცხადა, რომ სახალხო დამცველის როლისა და მანდატის გაძლიერება, ისევე როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის ხელშეწყობა. დემოკრატიული საზოგადოებისა და ინსტიტუტების განვითარება საქართველოში USAID-ის პრიორიტეტების გრძელ სიაშია. 

იაროსლავ გვიზდაკი საქართველოში ივლისში ჩამოვიდა და ოთხი თვე ატარებდა როგორც კვლევით, ისე საინფორმაციო შეხვედრებს სახალხო დამცველის აპარატის, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. მან შეისწავლა საქართველოს სასამართლო გარემო, სახალხო დამცველის საკანონმდებლო ბაზა მართლმსაჯულების სისტემასთან დაკავშირებით და შეიმუშავა სახალხო დამცველის შიდა სტრატეგია და მექანიზმი სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზაციის მონიტორინგის განსახორციელებლად.

ექსპერტი მალე დაასრულებს მუშაობას სახალხო დამცველის აპარატის სასამართლო მონიტორინგის მექანიზმის სახელმძღვანელოზე, რის შემდეგაც ჩაატარებს შესაბამის ტრენინგს, სასამართლო მონიტორინგის პრაქტიკაში განხორციელების მიზნით.

img
img
img
img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
30 დეკ 2024

სტუდენტი-პარალეგალების ტრენინგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე

2024 წლის 25 დეკემბერს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 14 -მა  სტუდენტმა-პარალეგალმა მიიღო მონაწილეობა ტრენინგში, რომელიც გაიმართა იურიდიული დახმარების სამსახურისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ, შეხვედრა ეძღვნებოდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (შშმ პირების) უფლებებს.

სრულად
img
20 - 26 დეკ, 2024

სასამართლო რეფორმები და დამოუკიდებლობა საქართველოში: ალბანეთისა და ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება

იურიდიული სფეროს პრაქტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგებლების მონაწილეობით, საქართველოს სასამართლო სისტემის აქტუალური საკითხების შესახებ ორი დისკუსია გაიმართა.

სრულად
img
21 - 23 დეკ, 2024

რეგიონული ჰაბები ადამიანის უფლებებზე საჯარო საუბრებს მასპინძლობენ

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა ექსპერტმა გიორგი ბურჯანაძემ, რომელმაც ისაუბრა საქართველოში ადამიანის უფლებათა ევოლუციასა და ქვეყანაში არსებული გამოწვევების შესახებ.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები