Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
31 მაი 2022

სექსუალური შევიწროების აკრძალვის სამართლებრივი ნორმების პოსტსაკანონმდებლო შესწავლის პრეზენტაცია

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, რატი იონათამიშვილმა წარადგინა ანგარიში სამუშაო და საჯარო სივრცეში სექსუალური შევიწროების ამკრძალავი ნორმატიული აქტების აღსრულების კონტროლის („ნააკ“) შესახებ გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს სხდომაზე.

ანგარიში მომზადდა საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტისა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მიერ 2021 წელს, USAID/PROLoG-ის ექსპერტის, მარიამ გაიპარაშვილის, მონაწილეობით.

რატი იონათამიშვილმა აღნიშნა, რომ სექსუალური შევიწროება კვლავ კრიტიკულ საკითხად რჩება საქართველოს მოქალაქეებისთვის, განსაკუთრებით ქალებისთვის, როგორც საჯარო სფეროში, ასევე შრომითი ურთიერთობების დროს. მან ასევე აღნიშნა, რომ ხშირ შემთხვევაში კანონი სრულ ჰარმონიზაციაშია საერთაშორისო სტანდარტებთან, თუმცა ეს საკმარისი არ არის უზრუნველყოს პროპორციული სამართლებრივი პროცესების წარმართვა აღნიშნულ საკითხებზე.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მიერ განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები დადებითად იქნა შეფასებული, მათ შორის დაინტერესებული მხარეების მიერ, ფაქტია, რომ სექსუალური შევიწროების მსხვერპლთა უფლებების დაცვა რჩება მთავარ გამოწვევად. ჩვენი ვალდებულებაა არა მხოლოდ კონკრეტულ ფაქტებზე რეაგირება, არამედ მუშაობა ამ საკითხზე მანამ, სანამ ნებისმიერი მსხვერპლი, რომელიც თავს დამცირებულად ან ღირსებაშელახულად გრძნობს, აუცილებლად შეძლებს დაიცვას საკუთარი უფლებები “. - განაცხადა მან.

“ნააკ“-ში ჩართული იყო სხვადასხვა დაინტერესებული მხარე, რომლებმაც წარმოადგინეს წერილობითი მოსაზრებები აღნიშნული სამართლებრივი ნორმების შესრულების შესახებ და მონაწილეობა მიიღეს საჯარო შეხვედრებში: საერთო სასამართლოები, სახალხო დამცველის აპარატი, შინაგან საქმეთა სამინისტრო, შრომის ინსპექციის სამსახური, კოალიცია თანასწორობისთვის, ექსპერტები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.

“ნააკ“-ის ფარგლებში გაცემულია არაერთი რეკომენდაცია. ერთ-ერთი წარმოადგენს საკანონმდებლო ცვლილებების ამოქმედებას არასრულწლოვანთა მიმართ სექსუალური შევიწროების შემთხვევების განსაკუთრებული სიფრთხილით განხილვის უზრუნველსაყოფად, მათ შორის არასრულწლოვნებთან არასასურველი სიტყვიერი/არავერბალური კონტაქტისთვის ჯარიმების სავალდებულო ზედა ზღვარის შეცვლას სასჯელებით, რომლებიც შეიძლება მოიცავდეს ჯარიმას, გამასწორებელ სამუშაოებს ერთ თვემდე ვადით ან/და ადმინისტრაციულ პატიმრობას. ასევე, უნდა გაიზარდოს ადმინისტრაციული ჯარიმის ოდენობა და მოცემული იყოს მისი დიაპაზონი,  რათა მოსამართლეებმა დააწესონ ჯარიმა ქცევის სიმძიმის მიხედვით. კერძო და საჯარო დაწესებულებებმა უნდა დანერგონ დისკრიმინაციისა და სექსუალური შევიწროების პრევენციის მექანიზმები თავიანთ სამუშაო გარემოში. ასევე, სექსუალური შევიწროების შესახებ ცნობიერების ამაღლებისთვის მეტი ზომები უნდა იქნას მიღებული.

სამართლის უზენაესობის პროგრამა დაეხმარება ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტებს, რეკომენდაციების საფუძველზე, ადმინისტრაციული და სამოქალაქო სამართლის სფეროში საკანონმდებლო ცვლილებების შემუშავებაში.

img
img
img
img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
30 დეკ 2024

სტუდენტი-პარალეგალების ტრენინგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე

2024 წლის 25 დეკემბერს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 14 -მა  სტუდენტმა-პარალეგალმა მიიღო მონაწილეობა ტრენინგში, რომელიც გაიმართა იურიდიული დახმარების სამსახურისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ, შეხვედრა ეძღვნებოდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (შშმ პირების) უფლებებს.

სრულად
img
20 - 26 დეკ, 2024

სასამართლო რეფორმები და დამოუკიდებლობა საქართველოში: ალბანეთისა და ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება

იურიდიული სფეროს პრაქტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგებლების მონაწილეობით, საქართველოს სასამართლო სისტემის აქტუალური საკითხების შესახებ ორი დისკუსია გაიმართა.

სრულად
img
21 - 23 დეკ, 2024

რეგიონული ჰაბები ადამიანის უფლებებზე საჯარო საუბრებს მასპინძლობენ

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა ექსპერტმა გიორგი ბურჯანაძემ, რომელმაც ისაუბრა საქართველოში ადამიანის უფლებათა ევოლუციასა და ქვეყანაში არსებული გამოწვევების შესახებ.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები