პრაქტიკული სამართლის ექსპერტებმა, რიჩარდ გრაიმსმა და ემი უოლსმა წარადგინეს პროექტი პრაქტიკული სამართლის შესახებ, რომელსაც იურიდიული სკოლების 15 წარმომადგენელი ესწრებოდა. პროექტი USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ფარგლებში განხორციელდება.
მისასალმებელ სიტყვაში, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის იურიდიული განათლებისა და ადვოკატთა რეფორმის მრჩეველმა ნინო ბალანჩივაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ პროექტი ჩაერთვება მრავალი იურიდიულ სკოლის პრაქტიკული სამართლის პროგრამების ერთობლივი ქსელის შესაქმნელად. ამ პროგრამის მეშვეობით, სამართლის სტუდენტები პრაქტიკული სამართლის კურსის შესწავლით საშუალო სკოლებში, მიიღებენ პრაქტიკულ გამოცდილებას მთელი ქვეყნის მასშტაბით.
რიჩარდ გრაიმსმა ისაუბრა იურიდიული სკოლების როლზე საჯარო იურიდიულ განათლებაში (PLE). მისი თქმით, საჯარო იურიდიული განათლება ეხმარება იურიდიულ ჯგუფებს გააცნობიერონ, არსებობს თუ არა სამართლებრივი პრობლემა და ვის უნდა მიმართონ ასეთის არსებობის შემთხვევაში. მან განაცხადა - „პრაქტიკული იურიდიული კურსი არის საჯარო იურიდიული განათლების ფორმა, რომელიც იყენებს კარგად აპრობირებულ და გამოცდილ მეთოდოლოგიას. მათი კანონიერი უფლებებისა და მოვალეობების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება მრავალი ფორმით გამოიხატება, მათ შორისაა ფორმალური განათლება, სამთავრობო ინფორმაცია, საჯაროობა და არასამთავრობო ორგანიზაციების კამპანიები.“
ემი უოლესმა წარმოადგინა პრაქტიკული სამართლის პროექტი და აღწერა მისი მოსალოდნელი ოთხი ეტაპი. მან განაცხადა - „ჩვენ ჩავატარებთ სიღრმისეულ კვლევას იმის თაობაზე, თუ რომელი პრაქტიკული სამართლის პროგრამები არსებობს უკვე ქვეყანაში და გამოვავლენთ უპირატესობებს, გამოწვევებს და „საუკეთესო პრაქტიკას“ პრაქტიკული სამართლის ინიციატივებისთვის საქართველოში. შემდეგ ჩვენ გავაფართოებთ პრაქტიკული სამართლის პროექტს მთელი ქვეყნის მასშტაბით.
2024 წლისთვის, ჩვენ ვგეგმავთ პრაქტიკული სამართლის აკადემიის კოორდინაციას, სადაც ყველა მონაწილე იურიდიულ სკოლას შორის გაიმართება შეხვედრები პრაქტიკისა და გამოცდილების გასაზიარებლად, ყველა პროგრამის გაძლიერების და თანამშრომლობის განვითარების მიზნით.“ ღონისძიების დასასრულს, კითხვა-პასუხის სესიამ დამსწრეებს საშუალება მისცა მეტი გაეგოთ პრაქტიკული სამართლის საერთაშორისო პრაქტიკისა და შესაძლო თანამშრომლობის ნაბიჯების შესახებ.