Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
27 - 30 მაი, 2022

პროგრამა მედიატორებს ცოდნისა და უნარების გაღრმავებაში დაეხმარა

2022 წლის 27-30 მაისს, ბოლნისის, ქუთაისისა და ბათუმის მედიატორებმა ოთხდღიან ტრენინგში მიიღეს მონაწილეობა, რაც მიზნად ისახავდა მათი უნარების გაღრმავებას, რადგან მალე აღნიშნულ ქალაქებში ახლადგახსნილ სასამართლო მედიაციის ცენტრებში მედიაციის პროცესების წარმართვა მოუწევთ. 

ტრენინგს უძვებოდნენ ეთერ ჩაჩანიძე და სოფო ჩაჩავა, ადგილობრივი ტრენერები და სოფო ტყემალაძე, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მრჩეველი. ტრენინგის დროს მონაწილეებმა განიხილეს მედიაციის სხვადასხვა ეტაპზე არსებული გამოწვევები, გაიღრმავეს აქტიური მოსმენის უნარები და წარუძღვნენ მედიაციის იმიტირებულ სესიებს.  

მარიამ თაბაგარმა, ტრენინგის ერთ-ერთმა მონაწილემ ბოლნისიდან განაცხადა: „ამ შესაძლებლობისთვის მე ძალიან ვემადლიერები USAID სამართლის უზენაესობის პროგრამასა და  საქართველოს მედიატორთა ასოციაციას. ახლა უფრო დარწმუნებული ვარ საკუთარ თავში და ვიცი, როგორ უნდა წარვმართო მედიაცია, როცა საქმე გადმომეცემა.“ 

“მედიაცია უნარია და თუ პრაქტიკაში არ გამოიყენე, ის შეიძლება დაიკარგოს. მედიატორის ტრენინგი დაახლოებით ერთი წლის წინ გავიარე და მას შემდეგ, არ მქონია შესაძლებლობა, რომ მედიაცია ჩამეტარებინა. ახლა, როცა ქუთაისის მედიაციის ცენტრი გაიხსნა, ჩვენ სამედიაციო საქმეები გადმოგვეცემა. ამ ტრენინგის შედეგად, ამ პროცესისთვის უკეთ ვართ მომზადებულები“, განაცხადა ნინო ზუხბაიამ, ტრენინგის მონაწილემ და მედიატორმა ქუთაისიდან. 

ტრენინგის მონაწილეების შერჩევა საქართველოს მედიატორთა ასოციაციის დახმარებით მოხდა, რომელიც მედიატორთა საქმიანობას კურირებს.  ამჟამად ქუთაისში 6 მედიატორია რეგისტრირებული, ბოლნისში - 3, ხოლო ბათუმში კი - 6. მედიატორთა რიცხვი მუდმივად იზრდება, რადგან ისინი გადიან ასოციაციის პროფესიულ აკრედიტაციას. მედიაციის ცენტრები ბოლნისსა და ქუთაისში 2021 წლის დეკემბერსა და 2022 წლის იანვარში გაიხსნა. ბათუმის მედიაციის ცენტრის გახსნა კი 2022 წლის განმავლობაში იგეგმება. 

ტრენინგის ბოლოს ბათუმის საქალაქო სასამართლოსა და ადგილობრივ მედიატორებს შორის ნახევრად ფორმალური შეხვედრა გაიმართა, რამაც საშუალება მისცა მათ უფრო ახლოს გაეცნოთ ერთმანეთი, ესაუბრათ მოლოდინებზე და განეხილათ ის ეტაპები და მეთოდები, რომელთა საშუალებითაც შესაძლებელია მხარეთა დარწმუნება, რომ ცადონ მედიაცია. 

img
img
img
img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
30 დეკ 2024

სტუდენტი-პარალეგალების ტრენინგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე

2024 წლის 25 დეკემბერს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 14 -მა  სტუდენტმა-პარალეგალმა მიიღო მონაწილეობა ტრენინგში, რომელიც გაიმართა იურიდიული დახმარების სამსახურისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ, შეხვედრა ეძღვნებოდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (შშმ პირების) უფლებებს.

სრულად
img
20 - 26 დეკ, 2024

სასამართლო რეფორმები და დამოუკიდებლობა საქართველოში: ალბანეთისა და ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება

იურიდიული სფეროს პრაქტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგებლების მონაწილეობით, საქართველოს სასამართლო სისტემის აქტუალური საკითხების შესახებ ორი დისკუსია გაიმართა.

სრულად
img
21 - 23 დეკ, 2024

რეგიონული ჰაბები ადამიანის უფლებებზე საჯარო საუბრებს მასპინძლობენ

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა ექსპერტმა გიორგი ბურჯანაძემ, რომელმაც ისაუბრა საქართველოში ადამიანის უფლებათა ევოლუციასა და ქვეყანაში არსებული გამოწვევების შესახებ.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები