Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
07 - 08 ივლ, 2022

პროგრამა მხარს უჭერს სახალხო დამცველის აპარატს 2022-2023 წლების სტრატეგიული სამართალწარმოების სამოქმედო გეგმის მომზადებაში

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა სტრატეგიული სამართალწარმოების  ახალი 2022-2023 წლების  სამოქმედო გეგმა შეიმუშავა. 2022 წლის 7-8 ივლისს, სახალხო დამცველის აპარატის 19 წარმომადგენელი მონაწილეობდა სპეციალურად გამართულ შეხვედრაზე, სადაც განიხილეს ახალი გეგმით გათვალისწინებული სამუშაოები და სტრატეგიული მიმართულებები.

მისასალმებელ სიტყვაში სახალხო დამცველის მოადგილემ, გიორგი ბურჯანაძემ, მადლობა გადაუხადა პროგრამას სახალხო დამცველის აპარატისა და მისი სტრატეგიული სამართალწარმოების სამმართველოსადმი გულუხვი მხარდაჭერისთვის. „სამმართველოს ერთ-ერთი მთავარი მანდატი საკონსტიტუციო სასამართლოში საქმეების წარდგინებაა. სახალხო დამცველის აპარატი ამ მანდატის უფრო ეფექტურად გამოყენებას გეგმავს. პროგრამის მხარდაჭერა გააძლიერებს სამმართველოს და გააუმჯობესებს მისი წევრების შესაძლებლობებს უკეთ დაინახონ თუ როგორ გადაწყვიტონ საქმეები საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით.“ - განაცხადა გიორგი ბურჯანაძემ. 

სახალხო დამცველის აპარატის სტრატეგიული სამართალწარმოების სამმართველოს უფროსმა, მიხეილ შარაშიძემ, დამსწრეებს, 2021 წლის სტრატეგიული სამართალწარმოების სამოქმედო გეგმის შესრულებისა და შეტანილი საჩივრების შესახებ ინფორმაცია გაუზიარა. ახალი გეგმა პასუხობს სამართლებრივ ხარვეზებს, რომლებიც  სახალხო დამცველის სხვადასხვა დეპარტამენტის მიერ პრაქტიკაში გამოვლინდა  და მოიცავს საქმეებს, რომლებიც დაკავშირებულია სისხლის სამართალსა და სამართლიანი სასამართლო უფლებასთან, თანასწორობასთან, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებთან, ბავშვთა უფლებებთან და სოციალურ, სამოქალაქო და კულტურულ უფლებებთან.

სტრატეგიის დაგეგმვის ღონისძიებაზე USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის მრჩეველმა ეკა ბოკუჩავამ აღნიშნა, - „საქართველოში სტრატეგიული სამართალწარმოების გაძლიერება ჩვენი პროგრამის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. შესაბამისად, ძალზე მნიშვნელოვანია სახალხო დამცველის, როგორც ინსტიტუტის მხარდაჭერა, რომლისთვისაც საკონსტიტუციო სასამართლოში სტრატეგიული სამართალწარმოება არის უპირველესი მიზანი. მოხარული ვართ, რომ ამ სამუშაო შეხვედრაზე სადაც იმყოფებიან სხვადასხვა დეპარტამენტის წარმომადგენლები, ვისაუბრებთ სამართლებრივ ხარვეზებზე და მათ პრაქტიკაში არსებულ გამოწვევებზე. ეს საშუალებას მისცემს სახალხო დამცველის აპარატს სრულყოფილად დაინახოს არსებული პრობლემები და ეფექტურად განსაზღვროს თავისი გეგმა საკონსტიტუციო სასამართლოში სტრატეგიული სამართალწარმოების შესახებ.“

შეხვედრას ესწრებოდნენ  სტრატეგიული სამართალწარმოების სამმართველოს, სისხლის სამართლის, პრევენციის ეროვნული მექანიზმის, გენდერული თანასწორობის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის, ბავშვის უფლებების, და სამოქალაქო, პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური და კულტურული უფლებების დაცვის დეპარტამენტების წარმომადგენლები. მონაწილეებმა განიხილეს თემატური საკითხები, რომლებიც საჭიროდ მიიჩნიეს ასახულიყო მომავალ სამოქმედო გეგმაში.  ოცდახუთი შესაძლო თემატური საკითხი განისაზღვრა გეგმაში შესატანად. ერთი თვის განმავლობაში სტრატეგიული სამართალწარმოების სამმართველო დისკუსიის შედეგებს გააანალიზებს და საბოლოო ფორმას მისცემს. სამოქმედო გეგმის დამტკიცების შემდეგ, სახალხო დამცველის აპარატი დაუყოვნებლივ დაიწყებს მის განხორციელებას და გაზრდის სტრატეგიული სამართალწარმოების გამოყენებას შესაბამის დაინტერესებულ მხარეებთან, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან თანამშრომლობით.

img
img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
10 - 15 ივნ, 2024

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტებმა მედიაციის შესახებ ტრენინგი გაიარეს

აღნიშნული ინიციატივის დახმარებით, რომელიც USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერაა მხარდაჭერილი, მედიაციის უნარების გაუმჯობესება და საქართველოში კერძო მედიაციის სისტემის განვითარების ხელშეწყობა მოხდება.  

სრულად
img
02 სექ 2024

საქართველოს სასამართლოს გუშაგი მოქალაქეთა მიერ სასამართლოს მონიტორინგის პროექტის მეორე ფაზას იწყებს

მონიტორინგი განხორციელდება როგორც წინასაარჩევნო, ასევე არჩევნების შემდგომ პერიოდში.

სრულად
img
05 - 08 აგვ, 2024

დემოკრატიისა და მართლმსაჯულების საზაფხულო სკოლა საქართველოში სკოლის მოსწავლეების სამართლებრივი ცნობიერების გასაძლიერებლად

საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ოცდაცხრა ახალგაზრდამ ცოტა ხნის წინ დაასრულა დემოკრატიისა და მართლმსაჯულების საზაფხულო სკოლა.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები