Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
30 ივლ 2022

სემინარი საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულების შესახებ ხაშურის რაიონული სასამართლოს თანამშრომლებისათვის

ხაშურის რაიონული სასამართლოს თანამშრომლებმა, მათ შორის სამმა მოსამართლემ, საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულების შესახებ USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ გამართულ სემინარში მიიღეს მონაწილეობა.

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის საზოგადოებრივი ჩართულობის მრჩეველმა, დოქტორმა ტიმ ბუნიევაცმა და საზოგადოებრივი ჩართულობის მენეჯერმა, ოლიკო შერმადინმა ჩაატარეს სესია სასამართლოს საქმიანობაში საზოგადოებრივი ჩართულობის კუთხით არსებული საერთაშორისო პრაქტიკის შესახებ და მონაწილეებს გააცნეს საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულების კონცეფცია და თეორია. მონაწილეები სასამართლოების მიმართ საზოგადოების ნდობის გაზრდის მიზნით განხორციელებული წარმატებული აქტივობების მაგალითებს გაეცნენ.

სემინარი იყო საინტერესო და გამოწვევებით აღსავსე, როგორც ინტელექტუალური, ისე პრაქტიკული თვალსაზრისით. დოქტორმა ბუნიევაცმა ისაუბრა საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულების კონცეფციაზე, მათ შორის შესაბამის თეორიულ თუ დიზაინის მიდგომებსა და სასამართლოების საქმიანობაში სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფების ჩართულობის გაზრდის სტრატეგიებზე. ეს ყოველივე მოიცავდა ტრადიციულ და პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირებულ სასამართლოებს შორის განსხვავებების შესწავლას; სასამართლოებში ადამიანზე ორიენტირებული დიზაინის ხუთი ქვაკუთხედის აღწერას; სასამართლოსა და საზოგადოებას შორის სასამართლოს გარეთ ურთიერთობის გაფართოების შესაძლო სფეროებს; სასამართლოს საზოგადოებრივი გამოკითხვის მაგალითებს; სასამართლო-სათემო მრჩეველთა საბჭოების როლსა და ფუნქციებს; და სასამართლოს საქმიანობაში საზოგადოებრივი ჩართულობის მხარდასაჭერად გარე დაინტერესებული მხარეების ჩართვის შესაძლებლობებს.

ოლიკო შერმადინმა მიმოიხილა საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულების ბოლოდროინდელი ინიციატივები, რომლებიც საქართველოს სასამართლოებში სამართლის უზენაესობის პროგრამის დახმარებით  დაინერგა და მონაწილეებს შესთავაზა სასამართლოს საქმიანობაში საზოგადოებრივი ჩართულობის გაზრდის მიზნით მსგავსი სტრატეგიების ხაშურის რაიონულ სასამართლოში დანერგვის შესაძლებლობა განეხილათ. 

სესია დასრულდა ინტერაქტიული დისკუსიით, რომელიც ფოკუსირებული იყო სასამართლოს ჩართულობის წარმატებული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის ელემენტების იდენტიფიცირებაზე. მონაწილეებმა გამოთქვეს სურვილი უახლოეს მომავალში დაესწრონ ინტერაქტიულ ვორქშოფს, სადაც პროგრამის ექსპერტები ადგილობრივ საზოგადოებასთან სასამართლოს ჩართულობის ხელშემწყობი სტრატეგიებისა და პრაქტიკული ინიციატივების იდენტიფიცირების გზით სასამართლოს საკუთარი ჩართულობის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებაში დაეხმარებიან.

img
img
img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
30 დეკ 2024

სტუდენტი-პარალეგალების ტრენინგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე

2024 წლის 25 დეკემბერს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 14 -მა  სტუდენტმა-პარალეგალმა მიიღო მონაწილეობა ტრენინგში, რომელიც გაიმართა იურიდიული დახმარების სამსახურისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ, შეხვედრა ეძღვნებოდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (შშმ პირების) უფლებებს.

სრულად
img
20 - 26 დეკ, 2024

სასამართლო რეფორმები და დამოუკიდებლობა საქართველოში: ალბანეთისა და ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება

იურიდიული სფეროს პრაქტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგებლების მონაწილეობით, საქართველოს სასამართლო სისტემის აქტუალური საკითხების შესახებ ორი დისკუსია გაიმართა.

სრულად
img
21 - 23 დეკ, 2024

რეგიონული ჰაბები ადამიანის უფლებებზე საჯარო საუბრებს მასპინძლობენ

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა ექსპერტმა გიორგი ბურჯანაძემ, რომელმაც ისაუბრა საქართველოში ადამიანის უფლებათა ევოლუციასა და ქვეყანაში არსებული გამოწვევების შესახებ.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები