Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
01 აპრ 2024

სემინარი Street Law-ზე თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისა და პროფესორებისთვის

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის (TESAU) იურიდიული კლინიკის მოდერნიზაციისთვის USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მუდმივი მხარდაჭერის ფარგლებში, პრაქტიკული სამართლის (Street Law) ექსპერტმა, პროფესორმა რიჩარდ გრაიმსმა, უნივერსიტეტის ბიზნესის, სოციალურ მეცნიერებათა და იურიდიული ფაკულტეტის მე-3 და მე-4 კურსის სტუდენტებსა და პროფესორებს თელავში ჩაუტარა 2 დღიანი სემინარი.

Street Law პროგრამა არის მიდგომა, რომელიც პრაქტიკულ სამართლებრივ ცოდნას აწვდის სხვადასხვა თემს ტრადიციული სამართლებრივი წყობის მიღმა. ის აძლიერებს იმ ინდივიდებს, რომლებიც სამართლებრივი საკითხებისა და თავიანთი უფლებების შესახებ მწირე ინფორმაციას ფლობენ და სემინარებისა და დისკუსიების საშუალებით, რომელთაც გადამზადებული სამართლის სკოლის სტუდენტები უძღვებიან, ცნობიერებას უმაღლებას.

სემინარის დროს პროფესორმა გრაიმსმა Street Law-ს კონცეფცია განმარტა და ახსნა თუ როგორი უნდა იყოს სწავლების მეთოდოლოგია Street Law-ს ფარგლებში ჩატარებულ გაკვეთილებზე. სემინარის ორივე დღეს აქტიურად ესწრებოდა 25 მონაწილე, რომლებიც პროფესორმა გრაიმსა სამ ჯგუფად დაჰყო და ჯგუფური სავარჯიშოს სახით დაავალა Street Law-ს გაკვეთილის სიმულირება, დაწყებული თემის არჩევიდან, დამთავრებული იურიდიული კვლევის ჩატარებით, ინტერაქტიული პრეზენტაციის მომზადებითა და გაკვეთილისთვის არჩეული საკითხის აუდიტორიისთვის წარდგენით. პროფესორმა გრაიმსმა ჯგუფებს პროცესის თითოეული საფეხური დეტალურად აუხსნა, ხოლო TESAU-ს პროფესორებთან ცალკე სესია გამართა, სადაც განსაზღვრეს კურსის მიზნები და განიხილეს სტუდენტების შეფასების მექანიზმები.

TESAU-ს მიმდინარე საგრანტო მხარდაჭერის ფარგლებში, Street Law-ს მიმართულება სავალდებულო იურიდიული კლინიკის კურსის ნაწილად დაემატა, რომელიც მოიცავს გაკვეთილების ჩატარებას კახეთის რეგიონის საშუალო საფეხურზე მყოფი სკოლის მოსწავლეებისთვის და საინფორმაციო სესიების გამართვას სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებისთვის, მათ შორის ეთნიკური უმცირესობებისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებისთვის.

img
img
img
img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
30 დეკ 2024

სტუდენტი-პარალეგალების ტრენინგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე

2024 წლის 25 დეკემბერს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 14 -მა  სტუდენტმა-პარალეგალმა მიიღო მონაწილეობა ტრენინგში, რომელიც გაიმართა იურიდიული დახმარების სამსახურისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ, შეხვედრა ეძღვნებოდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (შშმ პირების) უფლებებს.

სრულად
img
20 - 26 დეკ, 2024

სასამართლო რეფორმები და დამოუკიდებლობა საქართველოში: ალბანეთისა და ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება

იურიდიული სფეროს პრაქტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგებლების მონაწილეობით, საქართველოს სასამართლო სისტემის აქტუალური საკითხების შესახებ ორი დისკუსია გაიმართა.

სრულად
img
21 - 23 დეკ, 2024

რეგიონული ჰაბები ადამიანის უფლებებზე საჯარო საუბრებს მასპინძლობენ

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა ექსპერტმა გიორგი ბურჯანაძემ, რომელმაც ისაუბრა საქართველოში ადამიანის უფლებათა ევოლუციასა და ქვეყანაში არსებული გამოწვევების შესახებ.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები