Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
14 ივნ - 26 ივლ, 2022

ოცდაორმა სტუდენტმა დაასრულა საკონსტიტუციო სასამართლოს საზაფხულო სკოლა

2022 წლის 14-26 ივლისს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მე-14  საზაფხულო სკოლას უმასპინძლა. ათი დღის განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის 22 სტუდენტი გაეცნო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, შეერთებული შტატების უზენაესი სასამართლოს, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და ევროკავშირის მართლმსაჯულების  სასამართლოს პრაქტიკას. ისინი ასევე მონაწილეობდნენ იმიტირებულ სასამართლო პროცესებში.  საზაფხულო სკოლა  USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის  და  საქართველოში  ევროპის საბჭოს  ოფისის მხარდაჭერით გაიმართა.

საზაფხულო სკოლის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ მერაბ ტურავამ, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების საააგენტოს  (USAID/კავკასია) წარმომადგენელმა რუსუდან ტაბატაძემ, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ხელმძღვანელმა გიორგი ჩხეიძემ და ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის პროექტის უფროსმა ოფიცერმა უშანგი ბახტაძემ. 

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ მერაბ ტურავამ სტუდენტებს გააცნო  საზაფხულო სკოლის ისტორია და აღნიშნა,  რომ სკოლის პოპულარობა ყოველწლიურად იზრდება.

„სიამაყით ავღნიშნავ, რომ ცხრა წელზე მეტია USAID მხარს უჭერს საკონსტიტუციო სასამართლოს საზაფხულო სკოლას, რომელიც    უნიკალური შესაძლებლობაა თქვენთვის, საქართველოს  მომავალი  იურისტებისთვის, გაიღრმავოთ სამართლებრივი ცოდნა კონსტიტუციურ და ადამიანის უფლებათა სამართალში. წელს, სკოლის მონაწილეთა შერჩევა მაღალი  კონკურენციის პირობებში მოხდა.  კერძოდ,  400-ზე მეტი   აპლიკანტიდან   სამ ეტაპიანი კონკურსის შედეგად  22  საუკეთესო სტუდენტი შეირჩა. ეს  კი მიუთითებს სკოლის შინაარსის  და  სპიკერების მნიშვნელობაზე“. _ აღნიშნა USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ხელმძღვანელმა გიორგი ჩხეიძემ.  

ღონისძიების შეფასებისას რუსუდან ტამატაძემ  განაცხადა: „ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთვის უაღრესად მნიშვნელოვანია იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტების განათლებასა  და პროფესიული უნარების განვითარებაში თავისი წვლილის შეტანა, რამეთუ ხვალ თქვენ იქნებით ამ ქვეყნის მომავალი   მოსამართლეები, პროკურორები თუ უფლებადამცველები. სწორედ ამიტომ,  დღეს,  თქვენს განათლებაში ჩადებული ინვესტიცია  ხელშესახებ შედეგს  მოგვცემს ხვალ,   კანონის უზენაესობის უზრუნველყოფის  კუთხით საქართველოში.

საზაფხულო სკოლის მონაწილე სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ დასწრებოდნენ  USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ მოწვეული შემდეგი ოთხი ექსპერტის ლექციებს: Northwestern-ის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის  პროფესორი დანიელ როდრიგესი და ასოცირებული პროფესორი მეთიუ კუგლერი,  ასევე Georgetown -ის უნივერსიტეტის სამართლის ცენტრის მოწვეული პროფესორი ქეროლაინ ფრედრიქსონი, რომელიც ასევე იყო ამერიკის კონსტიტუციის საზოგადოების პრეზიდენტი (2009-2019).
მოწვეული ექსპერტების მიერ გაზიარებული ინცორმაცია მოიცავდა ისეთ საკითხებს, როგორიცაა: საზოგადოებრივი ჯანდაცვის კრიზისის დროს ადამიანის უფლებების შეზღუდვის სტანდარტები; სასამართლო კონტროლის  როლი ამერიკულ სისტემაში და კონსტიტუციის ინტერპრეტაციის საკითხები;  ფარული მიყურადების, მონაცემთა დაცვის,   და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის  უფლების არსებული პრაქტიკა შეერთებულ შტატებში.

საზაფხულო სკოლის ლექციებს  ასევე უძღვებოდნენ შემდეგი ადგილობრივი და უცხოელი ექსპერტები:  კონსტიტუციური სამართლის ექსპერტი, საქართველოს კომუნიკაციების კომისიის იურისტი ლევან მაისურაძე; სსიპ ოპერატიულ ტექნიკური სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი დავით გაბეხაძე; საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ბურჯანაძე; პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსი ლელა ჯანაშვილი და სამართალდამცავ ორგანოებზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი ია ყიფიანი; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე თეიმურაზ ტუღუში; ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის წევრი, ევროპის საერთაშორისო სამართლის ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი (ESIL), ჩარლზის უნივერსიტეტის პროფესორი ვერონიკა ბილკოვა; კემბრიჯის უნივერსიტეტის (დიდი ბრიტანეთი) პროფესორი, ინტელექტუალური საკუთრების და საინფორმაციო სამართლის ცენტრის (CIPIL) თანახელმძღვანელი დევიდ ერდოსი; კონსტიტუციური სამართლის ექსპერტი, სიდნეის უნივერსიტეტისა და ვარშავის უნივერსიტეტის ევროპის ცენტრის პროფესორი ვოიცეხ სადურსკი; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამართლებრივი უზრუნველყოფისა და კვლევების დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ქსოვრელი. 

სტუდენტებს საზაფხულო სკოლის წარმატებით დასრულება მიულოცეს და მონაწილეობის დამადასტურებელი სერთიფიკატები გადასცეს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მერაბ ტურავამ, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს სამართლის უზენაესობის პროგრამის წარმომადგენელმა ირინა ხახუტაიშვილმა და  ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის პროექტის წარმომადგენელმა გვანცა გედენიძემ. საზაფხულო სკოლის  4 საუკეთესო სტუდენტს (ლუკა ნიშნიანიძე, ირაკლი ჯოჯუა, მარი მძევაშვილი და გიორგი მელიქიძე)  შესაძლებლობა ექნებათ ანაზღაურებადი სტაჟირება გაიარონ  საკონსტიტუციო სასამართლოში   შემდგომში დასაქმების პერსპექტივით.

img
img
img
img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
10 დეკ 2024

ჰანს პეტერ გრავერის წიგნის ქართული ვერსიის პრეზენტაცია

დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფმა და არასამთავრობო ორგანიზაციამ დემოკრატიის ინდექსი – საქართველო, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამისა და ქართულ-ნორვეგიული კანონის უზენაესობის ასოციაციის მხარდაჭერით, ჰანს პეტერ გრავერის წიგნის „უშიშარი მოსამართლეები, უსამართლო კანონები: ცამეტი ისტორია სამართლის გმირების შესახებ“ ქართული თარგმანის პრეზენტაცია გამართეს.

სრულად
img
03 დეკ 2024

გლობალური კონფერენცია საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულების შესახებ საქართველოში, ყირგიზეთსა და უზბეკეთში

აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტმა (EWMI), ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) და სასამართლოს ადმინისტრირების საერთაშორისო ასოციაციამ (IACA) ერთობლივად უმასპინძლეს საერთაშორისო ონლაინ კონფერენციას სახელწოდებით - საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულების განვითარება და მართლმსაჯულების მისაწვდომობა.

სრულად
img
08 - 30 ნოე, 2024

ბათუმში, ახალციხესა და ქუთაისში ადვოკატებმა შენობა - ნაგებობებზე უფლებების რეგისტრაციის შესახებ ტრენინგზე მონაწილეობა მიიღეს

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამამ, სამართლის უზენაესობის აჭარის, იმერეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ჰაბების მეშვეობით, ამავე რეგიონების იურისტებისთვის ტრენინგების სერია მოაწყო, რომელშიც სამი სხვადასხვა ლოკაციიდან ჩამში 80 მონაწილე ჩაერთო. მონაწილეებს შორის იყვნენ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის (GBA) და საქართველოს იურიდიული დახმარების სამსახურის (LAS) წარმომადგენლები.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები