Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
28 - 29 ივნ, 2022

ტრენინგი მედიატორებისთვის მედიაციაში

32 ქართველ მედიატორს,  USAID სამართლის უზენაესობის პროგრამისა და საქართველოს მედიატორთა ასოციაციის მხარდაჭერით, შესაძლებლობა ჰქონდა, მედიაციაში სხვადასხვა მოლაპარაკების სტილისა და ქუოჩინგთან დაკავშირებულ მიდგომებზე მეტი ინფორმაცია დოქტორი გრეგ ბონდისგან მიეღოთ. 

დოქტორი ბონდი არის მედიატორი, მოდერატორი და ტრენერი, ასევე გამოყენებით მეცნიერებათა ტექნიკური უნივერსიტეტის ლექტორი (ვილდაუ, გერმანია). მას მრავალმხრივი საერთაშორისო გამოცდილება აქვს. იგი მუშაობდა ჩინეთში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ევროკავშირის ქვეყნებსა და საქართველოში. 

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამამ ისარგებლა დოქტორი ბონდის საქართველოში ყოფნით და მას პრაქტიკოსი მედიატორებისთვის პროფესიული განვითარების ტრენინგის ჩატარება სთხოვა. ეს ასევე ეხმიანობოდა საქართველოს მედიატორთა ასოციაციის სურვილს, რომ მედიატორებს განგრძობადი შესაძლებლობები ჰქონდეთ იმისთვის, რომ ისწავლონ ახალი მიდგომები, მეთოდები, შეიძინონ ახალი უნარები და ჰქონდეთ საშუალება, ისწავლონ ერთმანეთისგან.

დოქტორმა ბონდმა ისაუბრა დისტრიბუციული და ინტეგრაციული მოლაპარაკების შესახებ მედიაციაში, მან ასევე გაუზიარა მონაწილეებს ქოუჩინგის პრაქტიკა. მონაწილეებს პრაქტიკული დავალებების გზით, საშუალება ჰქონდათ ენახათ, თუ როგორ მუშაობს ეს მიდგომები პრაქტიკაში და ემსჯელათ მათ დადებით მხარეებსა და რისკებზე, ასევე გამოეყენებინათ შეთავაზებული მეთოდი, რათა კონკრეტული კაზუსის საშუალებით ერთმანეთისთვის ქოუჩინგი გაეწიათ. 

„მედიაციის არსი მოლაპარაკების პროცესის ტემპის შენელებაა, რათა უპირველესად, მოხდეს მხარეთა ინტერესებისა და საჭიროებების გამოკვლევა და შემდგომ, მათი ანალიზის საფუძველზე, მხარეებისთვის ამ ინფორმაციის უკუ-მიწოდება მედიატორების მიერ. მედიატორებს სჭირდებათ გაიგონ, თუ რა არის მნიშვნელოვანი მხარეებისთვის“, განაცხადა დოქტორმა ბონდმა მედიატორთა ტრენინგისას.

ერთ-ერთმა მონაწილემ, მედიატორმა და ადვოკატმა ხათუნა ბესელიამ განაცხადა: „ტრენინგმა საშუალება მომცა სხვა კუთხიდან დამენახა, თუ რამდენად დიდი პასუხისმგებლობა მეკისრება, როცა კონკრეტულ საქმეზე ვმუშაობ. მე მნიშვნელოვანი რჩევები მივიღე იმ მიდგომების შესახებ, რაც ჩემს პრაქტიკას უფრო ეფექტიანსა და წარმატებულს გახდის. სიმულაციის სავარჯიშო განსაკუთრებით ინფორმატიული იყო, განსაკუთრებით მედიატორის როლის გააზრების თვალსაზრისით. ჩვენ ასევე მივიღეთ რჩევები კონკრეტული საქმეების გაანალიზების პროცესის შესახებ, რაც დაგვეხმარება იმაში, რომ ერთმანეთს გავუზიაროთ გამოცდილებები მომავალში“. 

img
img
img
img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
30 დეკ 2024

სტუდენტი-პარალეგალების ტრენინგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე

2024 წლის 25 დეკემბერს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 14 -მა  სტუდენტმა-პარალეგალმა მიიღო მონაწილეობა ტრენინგში, რომელიც გაიმართა იურიდიული დახმარების სამსახურისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ, შეხვედრა ეძღვნებოდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (შშმ პირების) უფლებებს.

სრულად
img
20 - 26 დეკ, 2024

სასამართლო რეფორმები და დამოუკიდებლობა საქართველოში: ალბანეთისა და ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება

იურიდიული სფეროს პრაქტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგებლების მონაწილეობით, საქართველოს სასამართლო სისტემის აქტუალური საკითხების შესახებ ორი დისკუსია გაიმართა.

სრულად
img
21 - 23 დეკ, 2024

რეგიონული ჰაბები ადამიანის უფლებებზე საჯარო საუბრებს მასპინძლობენ

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა ექსპერტმა გიორგი ბურჯანაძემ, რომელმაც ისაუბრა საქართველოში ადამიანის უფლებათა ევოლუციასა და ქვეყანაში არსებული გამოწვევების შესახებ.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები