Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
18 - 25 ივლ, 2022

იურისტების, კონსულტანტების და პარალეგალი სტუდენტების ტრენინგი დასრულებულია

დასრულდა USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ მხარდაჭერილი ვაქციოთ კანონი ყველასათვის ხელმისაწვდომი: პარალეგალების ინიციატივა და კარიერული საუბრები. 

ერთი კვირის განმავლობაში იურიდიული დახმარების სამსახურის კონსულტანტებს ყველა ბიუროდან ჰქონდათ შესაძლებლობა მოქმედ მოსამართლეებთან და დარგის სპეციალისტებთან, პროფესიონალებთან ერთად ემსჯელათ ადამიანის უფლებების ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ქალთა უფლებები და ადამიანებით ვაჭრობა (ტრეფიკინგი) და მიეღოთ ინფორმაცია არსებული სამართლებრივი პრაქტიკის შესახებ. ამის პარალელურად ჩატარდა ტრენინგი თორმეტი პარალეგალი სტუდენტისთვის აჭარის რეგიონიდან. 

სტუდენტების შერჩევა მოხდა ღია კონკურსის წესით. მათ მიიღეს ინფორმაცია ქალთა უფლებების და ადამიანებით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) შესახებ და ასევე ჰქონდათ შესაძლებლობა დასწრებოდნენ კარიერულ საკითხებზე საუბრებს მოსამართლეების, სახალხო დამცველის, პრაქტიკოსი იურისტების, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მონაწილეობით ისეთ საკითხებზე როგორიცაა იურიდიულ პროფესიაში შესვლის კრიტერიუმები და მოთხოვნები, იურიდიულ სფეროში წარმატებული პროფესიონალისთვის საჭირო უნარები, პროფესიის წინაშე არსებული გამოწვევები და განგრძობადი იურიდიული განათლების საჭიროება და მნიშვნელობა. 

საინფორმაციო პროექტის მეორე ეტაპი დაიწყება სექტემბერში, როდესაც პარალეგალი სტუდენტები და იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატები ჩავლენ მაღალმთიან აჭარაში ადგილობრივ მოსახლეობასთან შესახვედრად და მათ უფლებებზე სასაუბროდ და ასევე გაუზიარებენ ინფორმაციას იურიდიული დახმარების სამსახურის უფასო სერვისებზე. 

იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატებს და კონსულტანტებს ყოველდღიური ურთიერთობა აქვთ ადგილობრივი თემის წარმომადგენლებთან საქართველოს ყველა რეგიონში და აქტიურად ცდილობენ საზოგადოების სამართლებრივი პრობლემების მოგვარებას უფასო იურიდიული რჩევის და საადვოკატო მომსახურებით. 

„მოხარული ვარ, რომ ჩვენ სტუდენტმა პარალეგალებმა გავიარეთ USAID-ის სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ შემოთავაზებული სასწავლო კურსი და მოუთმენლად ველით შეხვედრებს აჭარის მოსახლეობასთან და მათთან ადამიანის უფლებებზე საუბარს. ჩვენ მნიშვნელოვანი ცოდნა მივიღეთ და აჭარის სოფლებში იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატებთან ერთად დაგეგმილი შეხვედრები ჩვენ სტუდენტებს დაგვეხმარება სამომავლოდ პროფესიულ განვითარებაში“, ამბობს სალომე ქოქოსაშვილი, სტუდენტი. ის ასევე აღნიშნავს: „თანამედროვე მსოფლიოში, ქალთა უფლებების შეზღუდვა და ადამიანებით ვაჭრობა (ტრეფიკინგი) მწვავე საკითხია. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია ყველამ იცოდეს საკუთარი უფლება, რათა უკეთ დაიცვან მათი და მათთვის ძვირფასი ადამიანების უფლებები“. 

წამყვან სპიკერებს შორის იყვნენ იურიდიული დამხარების სამსახურის ხელმძღვანელი რაჟდენ კუპრაშვილი, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მენეჯერი რუსუდან ტაბატაძე და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ხელმძღვანელი გიორგი ჩხეიძე.

ტრენერები იყვნენ: თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეები დიანა ბერეკაშვილი, თამარ ალანია და თამარ ონიანიპროფესორი მარინე მესხი; საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია; საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ჭეხანი, ორგანიზაცია საორსას დამფუძნებელი ლია ფუტკარაძე. 

img
img
img
img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
30 დეკ 2024

სტუდენტი-პარალეგალების ტრენინგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე

2024 წლის 25 დეკემბერს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 14 -მა  სტუდენტმა-პარალეგალმა მიიღო მონაწილეობა ტრენინგში, რომელიც გაიმართა იურიდიული დახმარების სამსახურისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ, შეხვედრა ეძღვნებოდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (შშმ პირების) უფლებებს.

სრულად
img
20 - 26 დეკ, 2024

სასამართლო რეფორმები და დამოუკიდებლობა საქართველოში: ალბანეთისა და ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება

იურიდიული სფეროს პრაქტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგებლების მონაწილეობით, საქართველოს სასამართლო სისტემის აქტუალური საკითხების შესახებ ორი დისკუსია გაიმართა.

სრულად
img
21 - 23 დეკ, 2024

რეგიონული ჰაბები ადამიანის უფლებებზე საჯარო საუბრებს მასპინძლობენ

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა ექსპერტმა გიორგი ბურჯანაძემ, რომელმაც ისაუბრა საქართველოში ადამიანის უფლებათა ევოლუციასა და ქვეყანაში არსებული გამოწვევების შესახებ.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები