Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
19 ივლ 2023

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა ახალგაზრდებს აძლიერებს იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ ორგანიზებული იმიტირებულ სასამართლო პროცესებში მონაწილეობით

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა აგრძელებს იურიდიული დახმარების სამსახურის (LAS) მხარდაჭერას ორგანიზება გაუკეთოს სტუდენტებისთვის  იმიტირებულ სასამართლო პროცესებს საქართველოს რეგიონებში. ამ ინიციატივის მიზანია ახალგაზრდების აქტიური ჩართვა პრაქტიკულ სამართლებრივ სავარჯიშოებში, რაც ხელს შეუწყობს სამართლის უზენაესობისა და საზოგადოებაში მისი სიღრმისეული მნიშვნელობის გააზრებას.

17 ივლისს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეებს მიეცათ უნიკალური შესაძლებლობა სამოქალაქო ნაფიცი მსაჯულების როლი მოერგოთ ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში იმიტირებულ სასამართლო პროცესის დროს. სასამართლო პროცესი ორიენტირებული იყო ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომის მქონე ბავშვის საუკეთესო ინტერესების განსაზღვრაზე, რომლის მშობლებიც განქორწინდნენ.

იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის დავით სიმონიას ხელმძღვანელობით, იმიტირებული სასამართლო პროცესის დასაწყისში სტუდენტმა ნაფიც მსაჯულებმა მიირეს ინფორმაცია და ინსტრუქციები თუ როგორ უნდა გამოიტანონ სამართლიანი განაჩენი. სტუდენტებს დაურიგდათ წერილობითი ფორმები, რომელზეც წინასწარ იყო დაწერილი შესაძლო განაჩენი, რაც უზრუნველყოფს  ინფორმაციის სტრუქტურირებულად და ინფორმირებულად მირებას. ბატონმა დავით სიმონიამ ასევე დეტალურად განმარტა ნაფიც მსაჯულთა როლი და პასუხისმგებლობის კრიტიკული მნიშვნელობა, რამაც მონაწილეებს საშუალება მისცა უფრო სიღრმისეულად გაეგოთ ნაფიც მსაჯულთა სასამართლო პროცესის და მათი როლის შესახებ.

გარდა ამისა, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ნუგზარ მგელაძემ იმიტირებულ სასამართლო პროცესზე სიტყვით მიმართა მონაწილეებს და დამსწრეებს და ხაზი გაუსვა ასეთი ღონისძიებების მნიშვნელობას საქართველოში ახალგაზრდებისთვის ღირებული სამართლებრივი ცოდნის მირების, მათთვის კრიტიკული აზროვნების განვითარების და სასამართლო სისტემის უფრო სიღრმსეული შესწავლი პროცესში.

იმიტირებული სასამართლო პროცესის ბოლოს ნაფიც მსაჯულ სტუდენტებს მოსამართლე ნუგზარ მგელაძემ და ბატონმა დავით სიმონიამ მადლობის სიგელები გადასცეს.

img
img
img
img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
30 დეკ 2024

სტუდენტი-პარალეგალების ტრენინგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე

2024 წლის 25 დეკემბერს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 14 -მა  სტუდენტმა-პარალეგალმა მიიღო მონაწილეობა ტრენინგში, რომელიც გაიმართა იურიდიული დახმარების სამსახურისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ, შეხვედრა ეძღვნებოდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (შშმ პირების) უფლებებს.

სრულად
img
20 - 26 დეკ, 2024

სასამართლო რეფორმები და დამოუკიდებლობა საქართველოში: ალბანეთისა და ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება

იურიდიული სფეროს პრაქტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგებლების მონაწილეობით, საქართველოს სასამართლო სისტემის აქტუალური საკითხების შესახებ ორი დისკუსია გაიმართა.

სრულად
img
21 - 23 დეკ, 2024

რეგიონული ჰაბები ადამიანის უფლებებზე საჯარო საუბრებს მასპინძლობენ

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა ექსპერტმა გიორგი ბურჯანაძემ, რომელმაც ისაუბრა საქართველოში ადამიანის უფლებათა ევოლუციასა და ქვეყანაში არსებული გამოწვევების შესახებ.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები