Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
25 მაი 2023

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა ხელს უწყობს იურიდიული დახმარების სამსახურის იურისტებს ტრენერებად ჩამოყალიბებაში

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა აგრძელებს იურიდიული დახმარების სამსახურის, საქართველოში ყველაზე დიდი უფასო იურიდიული დახმარების მიმწოდებლის, მხარდაჭერას.

პროგრამის ხელშეწყობით ჩატარდა ზრდასრულთა სწავლების მეთოდოლოგიის ინტენსიური ტრენინგი იურიდიული დახმარების სამსახურის გამოცდილი იურისტისთვის შიდა ტრენერებად ჩამოყალიბების მიზნით. ეს ინიციატივა დაეხმარა სამსახურს, და შექმნა გამოცდილი ტრენერების გუნდი, ინსტიტუციური შესაძლებლობების გრძელვადიანი განვითარების უზრუნველსაყოფად.

ტრენერების, ეთერ ჩაჩანიძისა და სოფო ჩაჩავას მიერ გამართული შვიდ დღიანი ტრენინგი (8-10 და 15-18 მაისი) მოიცავდა როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ კომპონენტებს. პირველი, სამდღიანი ნაწილის განმავლობაში მონაწილეებმა შეისწავლეს სამიზნე ჯგუფის ანალიზი, ტრენინგის დაგეგმვა, სწავლების სხვადასხვა მეთოდები და სავარჯიშოების და როლური თამაშების შემუშავება. ტრენერებმა ასევე ყურადღება გაამახვილეს ტანდემში მუშაობისა და ონლაინ ტრენინგის სირთულეებზე.

ტრენინგის ერთ-ერთმა მონაწილემ, იურიდიული დახმარების სამსახურის ქუთაისის ბიუროს უფროსმა, გელა სიორდიამ აღნიშნა: "მივხვდი, რომ არ არსებობს ტრენინგის ჩატარების ერთი საუკეთესო მეთოდი. მეთოდის შერჩევა დამოკიდებულია კონკრეტულ თემატიკაზე, აუდიტორიაზე, ტრენერზე, მონაწილეთა რაოდენობაზე და ასევე ტექნიკურ აღჭურვილობაზე. ტრენინგის შედეგად გამომიმუშავდა სხვა ადამიანთან თანამშრომლობის და ერთად ეფექტური ტრენინგის დაგეგმვის უნარი და გავაცნობიერე ტრენერებსა და აუდიტორიას შორის სწორი და ეფექტური კომუნიკაციის სასიცოცხლო როლი“.

თეონა კვერნაძემ, სპეციალიზებულ საქმეთა თბილისის იურიდიული დახმარების ბიუროს უფროსმა, ხაზი გაუსვა აქტიური ჩართულობისა და სწავლების ინოვაციური მიდგომების მნიშვნელობას. მან ხაზი გაუსვა: „სწავლა პრაქტიკული კომპონენტებით არის გადამწყვეტი. შევიძინე  ცოდნა, თუ როგორ შეიძლება გავხადო ტრენინგი ბევრად უფრო საინტერესო მეთოდების ცვლით და დავაინტერესო მსმენელი, რათა მივაღწიო მათ სრულ ჩართულობას." თეონა კვერნაძემ აგრეთვე აღნიშნა დროის მართვის, გუნდური მუშაობის, ტრენინგის სწორად დაგეგმარების და პრეზენტაციების სამიზნე ჯგუფის სპეციფიკურ საჭიროებებსა და მახასიათებლებზე მორგების მნიშვნელობა.

„ტრენინგის განმავლობაში თეორიული და პრაქტიკული ნაწილის ერთობლიობამ საშუალება მოგვცა, არა მხოლოდ შეგვეძინა ეფექტური ტრენინგების ჩატარების საჭირო უნარები, არამედ პრაქტიკულად გამოგვეყენებინა და გაგვეანალიზებინა შეძენილი ცოდნის გამოყენებასთან დაკავშირებული გამოწვევები“ - ამბობს გელა ბერაძე, იურიდიული დახმარების სამსახურის ზესტაფონის ბიუროს უფროსი. მან ასევე ხაზი გაუსვა საჩვენებელი ტრენინგის მნიშვნელობას ინდივიდუალური ტრენერების ძლიერი და სუსტი მხარეების იდენტიფიცირებისთვის და მონაწილეთა ჩართულობის ეფექტური ტექნიკის გამოვლენაში. მისი თქმით, ტრენინგის დროს მიღებული ცოდნა და გამოცდილება ფასდაუდებელი იქნება მომავალში ტრენინგების ჩატარებისას და მრავალფეროვანი აუდიტორიის წინაშე წარდგომისას.

ტრენინგის მეორე ნაწილში მონაწილეებმა ჩაატარეს საჩვენებელი ტრენინგები სხვადასხვა თემაზე, მათ შორის ბავშვის უფლებებზე, თავშესაფრის მაძიებლებზე, წამების აკრძალვაზე, პროტესტზე სასამართლო განხილვის პროცესში, მიწის რეგისტრაციაზე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებზე, ანტი-დისკრიმინაციასა და ქალთა მიმართ ძალადობაზე. მონაწილეებმა მიიღეს კონსტრუქციული უკუკავშირი ტრენერებისა და სხვა მონაწილეებისგან, რაც მათ ტრენერის უნარების შემდგომ დახვეწაში დაეხმარება.

დავით სიმონიამ, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა, მადლობა გადაუხადა USAID სამართლის უზენაესობის პროგრამას მუდმივი მხარდაჭერისთვის. მან ხაზი გაუსვა სამსახურის მუდმივ ზრუნვას იურისტებისა და სხვა თანამშრომლების პროფესიულ განვითარებაზე.

პროგრამა განაგრძობს იურიდიული დახმარების სამსახურის მხარდაჭერას, იურიდიული მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით. ჩვენი უპირველესი მიზანია, უზრუნველვყოთ მოწყვლადი მოსახლეობისთვის მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება, რითიც გაძლიერდება მათი უფლებრივი მდგომარეობა და კეთილდღეობა.

img
img
img
img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
10 დეკ 2024

ჰანს პეტერ გრავერის წიგნის ქართული ვერსიის პრეზენტაცია

დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფმა და არასამთავრობო ორგანიზაციამ დემოკრატიის ინდექსი – საქართველო, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამისა და ქართულ-ნორვეგიული კანონის უზენაესობის ასოციაციის მხარდაჭერით, ჰანს პეტერ გრავერის წიგნის „უშიშარი მოსამართლეები, უსამართლო კანონები: ცამეტი ისტორია სამართლის გმირების შესახებ“ ქართული თარგმანის პრეზენტაცია გამართეს.

სრულად
img
03 დეკ 2024

გლობალური კონფერენცია საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულების შესახებ საქართველოში, ყირგიზეთსა და უზბეკეთში

აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტმა (EWMI), ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) და სასამართლოს ადმინისტრირების საერთაშორისო ასოციაციამ (IACA) ერთობლივად უმასპინძლეს საერთაშორისო ონლაინ კონფერენციას სახელწოდებით - საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულების განვითარება და მართლმსაჯულების მისაწვდომობა.

სრულად
img
08 - 30 ნოე, 2024

ბათუმში, ახალციხესა და ქუთაისში ადვოკატებმა შენობა - ნაგებობებზე უფლებების რეგისტრაციის შესახებ ტრენინგზე მონაწილეობა მიიღეს

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამამ, სამართლის უზენაესობის აჭარის, იმერეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ჰაბების მეშვეობით, ამავე რეგიონების იურისტებისთვის ტრენინგების სერია მოაწყო, რომელშიც სამი სხვადასხვა ლოკაციიდან ჩამში 80 მონაწილე ჩაერთო. მონაწილეებს შორის იყვნენ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის (GBA) და საქართველოს იურიდიული დახმარების სამსახურის (LAS) წარმომადგენლები.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები