Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
02 ოქტ 2023

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა აძლიერებს სამართლის პროფესიონალებს პრაქტიკული უნარებითა და ცოდნით

“ეს კურსი იყო ერთ-ერთი საუკეთესო გამოცდილება, რაც კი ოდესმე მქონია. სტუდენტებს ხშირად აკლიათ პრაქტიკული უნარები და ცოდნა. შედეგად, ყველაზე მეტად პრაქტიკულ სავარჯიშოებს გამოვარჩევდი, რადგან ისინი ორიენტირებულია სასამართლოში ჩვენი შესაძლებლობების გაუმჯობესებაზე.“ - განაცხადა იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტმა, ქეთი ნათათრიშვილმა.

ქეთი ერთ-ერთია იმ 69 სამართლის სტუდენტსა და ახალგაზრდა პროფესიონალს შორის, რომლებმაც მიიღეს მონაწილეობა USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ მხარდაჭერილ საგანმანათლებლო ინიციატივაში პრაქტიკული უნარების გასაუმჯობესებლად. მართლმსაჯულების სახლის (HoJ) მიერ განხორციელებული ექვსთვიანი სასწავლო პროგრამა, რომლის დროსაც ტრენინგები საქართველოს ხუთი ქალაქის, ხუთ უნივერსიტეტში, ჩატარდა, დასრულდა 2023 წლის 29 სექტემბერს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართული იმიტირებული სასამართლო პროცესით.

ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ, თამარ სირაძემ და მართლმსაჯულების სახლის ხელმძღვანელმა, ეკა ბესელიამ: „განსაკუთრებით ემოციურია აფხაზეთიდან დიდი რისკის ფასად ჩამოსული სტუდენტების ნახვა, რომლებიც მონაწილეობენ და აქტიურად ჩართულნი არიან ამ კურსში. პროგრამის ფარგლებში ასევე ჩატარდა 120-ზე მეტი საჯარო ლექცია მთელი საქართველოს მასშტაბით; მას ასობით სტუდენტი ესწრებოდა და განიხილავდნენ ადამიანის უფლებების შესახებ მათთვის საინტერესო საკითხებს.“

მონაწილეებს ასევე მიმართეს რუსუდან ტაბატაძემ, სამართლის უზენაესობის პროექტების მართვის სპეციალისმა USAID/კავკასიის დემოკრატიის, უფლებებისა და მმართველობის ოფისში, და გიორგი ჩხეიძემ, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ხელმძღვანელმა.

ღონისძიებაში აქტიურად მონაწილეობდა ყველა სტუდენტი და ახალგაზრდა პროფესიონალი, რომლებმაც დაასრულეს სასწავლო კურსი. გარდა ამისა, გუნდები, რომლებიც წარმოადგენენ HoJ-ის პარტნიორ უნივერსიტეტებს - ზუგდიდის შოთა მესხიას სახელმწიფო უნივერსიტეტს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს და გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტს (როგორც თბილისის, ისე ბათუმის ფილიალი), ქუთაისის აკაკი წერეთლის უნივერსიტეტი და თელავის იაკობ გოგებაშვილის უნივერსიტეტი - იმიტირებულ სასამართლო პროცესებში იყვნენ ჩართული, და ერთმანეთს კონკურენტული სულისკვეთებით ეჯიბრებოდნენ.

HoJ-ის მიერ განხორციელებული სასწავლო პროგრამები ხუთივე უნივერსიტეტში შედგებოდა შვიდი ყოვლისმომცველი კურსისგან, რომელიც შექმნილია იურიდიულ სფეროში მოღვაწე პირების პრაქტიკული უნარებისა და პროფესიული ეთიკის გასაუმჯობესებლად. ეს კურსები მოიცავდა სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხს, მათ შორის ეფექტურ კომუნიკაციას, ემოციურ ინტელექტს, სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეების მართვის პრაქტიკულ მეთოდოლოგიებს, მოლაპარაკების ხელოვნებას, მედიაციის ტექნიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს იურისპრუდენციის სიღრმისეულ შესწავლას.

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი, სოფიკო ჭაღალიძე პიროვნული ზრდის მაგალითს გვიზიარებს: „ბუნებით ინტროვერტი ვარ, მაგრამ ყოველთვის ვოცნებობდი გავმხდარიყავი იურისტი. თუმცა, საჯარო გამოსვლის შიში ხშირად მაფერხებდა. აღნიშნული სასწავლო პროგრამის წყალობით ჩემი თვითშეფასება საგრძნობლად გაუმჯობესდა და ახლა შემიძლია ნებისმიერ თემაზე დამაჯერებლად გამოვთქვა ჩემი აზრი“.

ტრენინგ კურსებს უძღვებოდნენ გამოცდილი პროფესიონალები, მათ შორის იურისტები, კომუნიკაციის სპეციალისტები და ფსიქოლოგები. მონაწილეების დამატებითი წახალისებისთვის, მართლმსაჯულების სახლმა დაახლოებით 20 მონაწილეს საკუთარ იურიდიულ ფირმაში სტაჟირება შესთავაზა, რითაც მათ საშუალება მიეცათ თავიანთი ახლად შეძენილი ცოდნა და უნარები რეალურ სამყაროში გამოიყენონ.

დავით რუსიამ პროგრამის ხელმისაწვდომობა და ეფექტურობა შეაფასა: „თითოეული სასწავლო კურსი ახსნილი და ჩატარებული იყო საკითხის პირდაპირი განხილვით, ყველანაირი გადახვევის გარეშე, რაც მათ ადვილად გასაგებს ხდის. მართლმსაჯულების სახლის სასწავლო პროგრამამ დიდად შეუწყო ხელი ჩემს პიროვნულ ზრდას და კურსის შედეგად მიღებული ცოდნის საფუძველზე ამჟამინდელ სამუშაო ადგილას დამაწინაურეს. სხვა ღირებულ უნარ-ჩვევებთან ერთად ვისწავლე სასამართლო პროცესების ეფექტურად წარმართვის ტექნიკა“.

img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
10 დეკ 2024

ჰანს პეტერ გრავერის წიგნის ქართული ვერსიის პრეზენტაცია

დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფმა და არასამთავრობო ორგანიზაციამ დემოკრატიის ინდექსი – საქართველო, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამისა და ქართულ-ნორვეგიული კანონის უზენაესობის ასოციაციის მხარდაჭერით, ჰანს პეტერ გრავერის წიგნის „უშიშარი მოსამართლეები, უსამართლო კანონები: ცამეტი ისტორია სამართლის გმირების შესახებ“ ქართული თარგმანის პრეზენტაცია გამართეს.

სრულად
img
03 დეკ 2024

გლობალური კონფერენცია საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულების შესახებ საქართველოში, ყირგიზეთსა და უზბეკეთში

აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტმა (EWMI), ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) და სასამართლოს ადმინისტრირების საერთაშორისო ასოციაციამ (IACA) ერთობლივად უმასპინძლეს საერთაშორისო ონლაინ კონფერენციას სახელწოდებით - საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულების განვითარება და მართლმსაჯულების მისაწვდომობა.

სრულად
img
08 - 30 ნოე, 2024

ბათუმში, ახალციხესა და ქუთაისში ადვოკატებმა შენობა - ნაგებობებზე უფლებების რეგისტრაციის შესახებ ტრენინგზე მონაწილეობა მიიღეს

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამამ, სამართლის უზენაესობის აჭარის, იმერეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ჰაბების მეშვეობით, ამავე რეგიონების იურისტებისთვის ტრენინგების სერია მოაწყო, რომელშიც სამი სხვადასხვა ლოკაციიდან ჩამში 80 მონაწილე ჩაერთო. მონაწილეებს შორის იყვნენ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის (GBA) და საქართველოს იურიდიული დახმარების სამსახურის (LAS) წარმომადგენლები.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები