Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
18 - 19 ივნ, 2024

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა აძლიერებს სახალხო დამცველის აპარატის მედიაციის უნარებში

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამამ მხარი დაუჭირა მედიაციის ტრენინგის ჩატარებას სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებისთვის, აპარატის ინსტიტუციური გაძლიერების მიზნით.

ტრენინგს თანასწორობის დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად, ესწრებოდნენ გენდერული დეპარტამენტის, ბავშვთა უფლებების დეპარტამენტისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლები.

თანასწორობის დეპარტამენტი მნიშვნელოვან როლს ასრულებს დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლაში, რასაც დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ საქართველოს კანონი ითვალისწინებს. დეპარტამენტი შეისწავლის თანასწორობის დარღვევასთან დაკავშირებულ განცხადებებს ან საჩივრებს და საჭიროების შემთხვევაში უფლებამოსილია ჩაატაროს მედიაცია.

ტრენინგი ექსპერტმა და საქართველოს მედიატორთა ასოციაციის (MAG) წევრმა ვეკო დოდაშვილმა ჩაატარა.

ორდღიანი ტრენინგი 18-19 ივნისს ჩატარდა და ძირითადად პრაქტიკულ ასპექტებს მოიცავდა. ტრენერმა საქართველოში მედიაციის უახლესი პრაქტიკა და მორიგების გზით წარმატებულად დასრულებული საქმეები განიხილა. ტრენინგი ასევე მოიცავდა სხვადასხვა საკითხებს, როგორიცაა მედიაციის პრინციპები და ტექნიკა, ეფექტური კომუნიკაციის უნარები, კონფლიქტების და მოლაპარაკების მართვა და ურთიერთსასარგებლო შეთანხმებების მიღწევა.

ოცდაორ მონაწილეს ასევე ჰქონდა შესაძლებლობა ჩართულიყვნენ პრაქტიკულ სავარჯიშოებში, რასაც მოჰყვა დისკუსია და მათი უნარების შეფასება.

img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
30 დეკ 2024

სტუდენტი-პარალეგალების ტრენინგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე

2024 წლის 25 დეკემბერს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 14 -მა  სტუდენტმა-პარალეგალმა მიიღო მონაწილეობა ტრენინგში, რომელიც გაიმართა იურიდიული დახმარების სამსახურისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ, შეხვედრა ეძღვნებოდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (შშმ პირების) უფლებებს.

სრულად
img
20 - 26 დეკ, 2024

სასამართლო რეფორმები და დამოუკიდებლობა საქართველოში: ალბანეთისა და ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება

იურიდიული სფეროს პრაქტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგებლების მონაწილეობით, საქართველოს სასამართლო სისტემის აქტუალური საკითხების შესახებ ორი დისკუსია გაიმართა.

სრულად
img
21 - 23 დეკ, 2024

რეგიონული ჰაბები ადამიანის უფლებებზე საჯარო საუბრებს მასპინძლობენ

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა ექსპერტმა გიორგი ბურჯანაძემ, რომელმაც ისაუბრა საქართველოში ადამიანის უფლებათა ევოლუციასა და ქვეყანაში არსებული გამოწვევების შესახებ.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები