Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
15 - 16 ივნ, 2024

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა მხარს უჭერს ტრენინგს საქართველოს სასამართლოს თანამშრომლებისათვის

საქართველოს სხვადასხვა სასამართლოს თხუთმეტმა თანამშრომელმა (საქართველოს უზენაესი სასამართლო; თბილისის სააპელაციო სასამართლო; თბილისის, რუსთავის და გორის საქალაქო სასამართლოები; თეთრიწყაროს რაიონული სასამართლო) მონაწილეობა მიიღო 2024 წლის 15-16 ივნისს ბორჯომში მოსამართლეების თანაშემწეებისა და სასამართლოს მდივნების ორდღიან ტრენინგში.

ტრენინგის, რომელიც ეხებოდა პროცედურულ სამართლიანობასა და ეფექტიან კომუნიკაციას, საჭიროება გამოიკვეთა მოსამართლეთა შეხვედრების შედეგად პროგრამის მიერ მხარდაჭერილი სამართლის უზენაესობის სასამართლო პრაქტიკის ჯგუფების ფარგლებში.

ანა ჭიაბრიშილმა, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის (პროგრამის) სამართლებრივმა მკვლევარმა, წარმოადგინა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (ECHR) პრაქტიკა მიუკერძოებლობის, როგორც სამართლიანი სასამართლოს უფლების გარანტიის  შესახებ და ხაზი გაუსვა სასამართლოს პერსონალის გადამწყვეტ როლს ასეთი შემთხვევებში სათანადო შედეგების მიღწევაში.

პროგრამის სასამართლო რეფორმის მრჩეველმა, ეკა ლომთათიძემ განიხილა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით, ასევე სამართლებრივი ინტერპრეტაციის თეორიები და სამართლებრივი ანალიზის პარადიგმები.

დოქტორმა თიმ ბუნიევაცმა, პროგრამის საზოგადოებრივი ჩართულობის მრჩეველმა, წარმოადგინა სამოქალაქო საქმეთა მენეჯმენტისა და საქმეთა ნაკადის მართვის საერთაშორისო მიმოხილვა, ასევე ეფექტიანი სტრატეგიების საილუსტრაციოდ განიხილა მაგალითები სხვადასხვა იურისდიქციიდან.

სხდომა დასრულდა საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულების მიდგომებისა და მათი სამოქალაქო საქმის მართვაზე გავლენის განხილვით.

img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
30 დეკ 2024

სტუდენტი-პარალეგალების ტრენინგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე

2024 წლის 25 დეკემბერს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 14 -მა  სტუდენტმა-პარალეგალმა მიიღო მონაწილეობა ტრენინგში, რომელიც გაიმართა იურიდიული დახმარების სამსახურისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ, შეხვედრა ეძღვნებოდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (შშმ პირების) უფლებებს.

სრულად
img
20 - 26 დეკ, 2024

სასამართლო რეფორმები და დამოუკიდებლობა საქართველოში: ალბანეთისა და ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება

იურიდიული სფეროს პრაქტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგებლების მონაწილეობით, საქართველოს სასამართლო სისტემის აქტუალური საკითხების შესახებ ორი დისკუსია გაიმართა.

სრულად
img
21 - 23 დეკ, 2024

რეგიონული ჰაბები ადამიანის უფლებებზე საჯარო საუბრებს მასპინძლობენ

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა ექსპერტმა გიორგი ბურჯანაძემ, რომელმაც ისაუბრა საქართველოში ადამიანის უფლებათა ევოლუციასა და ქვეყანაში არსებული გამოწვევების შესახებ.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები