Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
27 - 29 სექ, 2023

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა ხელს უწყობს იურიდიულ განათლებას და აძლიერებს საზოგადოებას საინფორმაციო შეხვედრებისა და იმიტირებული სასამართლო პროცესების მეშვეობით

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა, იურიდიული განათლების და ინფორმირებულობის ხელშეყწობის მიზნით, აქტიურად უჭერს მხარს  საქართველოს მაშტაბით საინფორმაციო შეხვედრების და იმიტირებული პროცესების ორგანიზებას. 2023 წლის 27 სექტემბერს, იურიდიული დახმარების სამსახურმა, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით შუახევის მაგისტრატ სასამართლოში იმიტირებული სასამართლო პროცესი გამართა.

სტუდენტი - პარალეგალები, რომლებიც იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის  მხარდაჭერილი ”ვაქციოთ კანონი ყველასთვის ხელმისაწვდომი-პარალეგალების ინიციატივის“ ფარგლებში დატრენინგდნენ იმიტირებულ სასამართლო პროცესზე მხარეებს წარმოადგენდნენ.  შუახევის საჯარო სკოლის მოსწავლეებს კი შესაძლებლობა მიეცათ მოერგოთ სპეციალური მსაჯულების როლი.

აღსანიშნავია, რომ ადგილობრივმა საშუალო სკოლის პედაგოგმა, რომელმაც  სტუდენტი-პარალეგალები ერთი წლის წინ გამართულ  საინფორმაციო შეხვედრაზე გაიცნო, შუახევის სხვადასხვა საჯარო სკოლიდან 15 მოსწავლე ჩართო იმიტირებულ სასამართლო პროცესში.

პროცესი  შეეხებოდა არასრულწლოვანის ოჯახიდან განცალკევების საკითხს. კერძოდ,  იყო თუ არა მაკა ბერიძე  ოჯახში ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი, რომელიც დედის გარდაცვალების შემდეგ მამასთან და დედინაცვალთან ერთად ცხოვრობდა. 

მსაჯულებს გადაწყვეტილება უნდა მიეღოთ  ბავშვის ოჯახისგან  განცალკევების საკითხზე მისი უსაფრთხოების და კეთილდღეობის უზრუნველყოფის  გათვალისწინებით. იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა დავით სიმონიამ იმიტირებულ სასამართლო პროცესზე დამსწრე სტუდენტებს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა ბავშვთა უფლებების შესახებ. იმიტირებული სასამართლო საქმის მასალები ისე იყო შედგენილი, რომ მსაჯულებს შესაძლებლობა ჰქონოდათ განეხილათ ბავშვის საუკეთესო ინტერესებთან დაკავშირებული შესაბამისი საკითხები და უფრო ღრმად გაეაზრებინათ კვალიფიციური სამართლებრივი შეფასებები.

გარდა ამისა, 27 და 28 სექტემბერს სტუდენტი - პარალეგალები, იურიდიული დახმარების სამსახურის  დირექტორთან დავით  სიმონიასთან ერთად ქედის და შუახევის მუნიციპალიტეტებს ეწვივნენ. ისინი როგორც ადამიანის უფლებების ელჩები, აქტიურ როლს თამაშობენ აჭარის მაღალმთიან რეგიონში მცხოვრებთა ადამიანის უფლებების შესახებ ინფორმირებულობის პროცესში.  

ქედისა და შუახევის მუნიციპალიტეტებში 80-ზე მეტმა მცხოვრებმა მიიღო ინფორმაცია მთელი რიგი უფლებების შესახებ, განსაკუთრებული აქცენტი კი ბავშვთა და ქალთა უფლებებზე გაკეთდა.  გარდა ამისა, მოსახლეობას  ეცნობათ  უფასო იურიდიული დახმარების  ხელმისაწვდომობაზე და სხვა სერვისების შესახებ, რომელსაც იურიდიული დახმარების სამსახური გასცემს.

27 სექტემბერს, სამსახურის უფროსი დავით სიმონია ქედის მუნიციპალიტეტში სკოლის მოსწავლეებს შეხვდა. ეს შეხვედრა ინიცირებული იყო მოსწავლეების მიერ, რომლებმაც  ამავე წლის ზაფხულში მონაწილეობა მიიღეს  ქედის მაგისტრატ სასამართლოში გამართულ  იმიტირებულ სასამართლო პროცესში „ვაქციოთ კანონი ყველასთვის ხელმისაწვდომი-პარალეგალების ინიციატივის“   ფარგლებში. სტუდენტმა პარალეგალებმა  შეხვედრაზე  ისაუბრეს ბავშვთა უფლებების შესახებ, როგორიცაა: ჯანდაცვის, განათლების, ოჯახური ცხოვრების, გართობის და დასვენების, ცხოვრების ადეკვატური სტანდარტის და ძალადობის და ზიანისგან დაცვის უფლებების შესახებ. ადრეული ქორწინება, არასრუწლოვანთა მართლმსაჯულება, ბულინგი (მისი ფორმები და შედეგები) და ინკლუზიური განათლება ის საკითხებია, რომლებიც ასევე  იყო განხილული.

იურიდიული დახმარების სამსახური USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით 2022 წლის ივლისიდან წარმატებით  ახორციელებს „ვაქციოთ კანონი ყველასთვის ხელმისაწვდომი-პარალეგალების ინიციატივას“.  აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში განხორციელებული საინფორმაციო შეხვედრების შედეგად USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა და იურიდიული დახმარების სამსახური საზოგადოების წევრებიდან მუდმივად იღებს შეტყობინებას ახალი შეხვედრების გამართვასთან  დაკავშირებით. 

img
img
img
img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
10 დეკ 2024

ჰანს პეტერ გრავერის წიგნის ქართული ვერსიის პრეზენტაცია

დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფმა და არასამთავრობო ორგანიზაციამ დემოკრატიის ინდექსი – საქართველო, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამისა და ქართულ-ნორვეგიული კანონის უზენაესობის ასოციაციის მხარდაჭერით, ჰანს პეტერ გრავერის წიგნის „უშიშარი მოსამართლეები, უსამართლო კანონები: ცამეტი ისტორია სამართლის გმირების შესახებ“ ქართული თარგმანის პრეზენტაცია გამართეს.

სრულად
img
03 დეკ 2024

გლობალური კონფერენცია საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულების შესახებ საქართველოში, ყირგიზეთსა და უზბეკეთში

აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტმა (EWMI), ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) და სასამართლოს ადმინისტრირების საერთაშორისო ასოციაციამ (IACA) ერთობლივად უმასპინძლეს საერთაშორისო ონლაინ კონფერენციას სახელწოდებით - საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულების განვითარება და მართლმსაჯულების მისაწვდომობა.

სრულად
img
08 - 30 ნოე, 2024

ბათუმში, ახალციხესა და ქუთაისში ადვოკატებმა შენობა - ნაგებობებზე უფლებების რეგისტრაციის შესახებ ტრენინგზე მონაწილეობა მიიღეს

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამამ, სამართლის უზენაესობის აჭარის, იმერეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ჰაბების მეშვეობით, ამავე რეგიონების იურისტებისთვის ტრენინგების სერია მოაწყო, რომელშიც სამი სხვადასხვა ლოკაციიდან ჩამში 80 მონაწილე ჩაერთო. მონაწილეებს შორის იყვნენ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის (GBA) და საქართველოს იურიდიული დახმარების სამსახურის (LAS) წარმომადგენლები.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები