Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
23 მაი 2023

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა ხელს უწყობს იურისტების მსჯელობას ოჯახის გაერთიანების სტრატეგიების შესახებ

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ხელშეწყობით იურიდიული დახმარების სამსახურის (LAS) ქუთაისისა და ზესტაფონის ბიუროების იურისტების მორიგი შეხვედრა შედგა. ამერიკელმა მოსამართლემ, პეგი უოკერმა და ადვოკატმა, ქეით კონიერსიმ მონაწილეებს გაუზიარეს აშშ-ს გამოცდილება და სასამართლო პრაქტიკა ბავშვების ოჯახებისგან განცალკევებასთან დაკავშირებით.

შეხვედრის განმავლობაში მომხსენებლებმა ხაზი გაუსვეს რამდენიმე ძირითად ფაქტორს, რომელიც ბავშვებთან დაკავშირებულ სასამართლო დავებს ეხება. ეს მოიცავდა ბავშვის ასაკისა და განვითარების საჭიროებების გათვალისწინებას, მათი ფიზიკური უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფას, და-ძმებთან ემოციური კავშირების ამოცნობას, მათ შორის ნახევარ და-ძმასთან, დედინაცვალთან ან სხვა ბავშვებთან, რომლებიც ცხოვრობენ ოჯახში.

ერთი მნიშვნელოვანი თემა, რომელმაც დისკუსია გამოიწვია შეეხებოდა გარდამავალ პერიოდს, როდესაც ბავშვი გამოეყოფა ბიოლოგიურ ოჯახს. მონაწილეებმა განიხილეს მოქნილობის მნიშვნელობა ბავშვის ადაპტაციის პროცესში გარდამავალი პროცესის დაჩქარების ან შენელების დროს. მოსამართლე უოკერმა გააანალიზა ალტერნატიული ზრუნვის სისტემა და მონაწილეებს შესთავაზა სასამართლო ზედამხედველობის მექანიზმების დანერგვა ბავშვის საუკეთესო ინტერესებზე დაფუძნებული შესაბამისი გარემოს შესაქმნელად.

ამერიკული გამოცდილების გაზიარების შედეგად, ქართველმა ადვოკატებმა უკეთ გააცნობიერეს ბიოლოგიური ოჯახების გაერთიანების კარგად სტრუქტურირებული გეგმის მომზადების მნიშვნელობა, როგორც გადამწყვეტ ელემენტი ბავშვის მომავალი ცხოვრების ხარისხის უზრუნველსაყოფად.

შეხვედრის დასასრულს, ადვოკატებმა გამოთქვეს შემდგომი სახელმძღვანელო მითითებებისა და ერთობლივი შეხვედრების საჭიროება მოსამართლეებისა და სოციალური სერვისების მონაწილეობით, რათა გააძლიერონ ბავშვზე ორიენტირებული მართმსაჯულება, რომელიც პრიორიტეტულად აქცევს ბავშვის საუკეთესო ინტერესებს.

img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
30 დეკ 2024

სტუდენტი-პარალეგალების ტრენინგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე

2024 წლის 25 დეკემბერს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 14 -მა  სტუდენტმა-პარალეგალმა მიიღო მონაწილეობა ტრენინგში, რომელიც გაიმართა იურიდიული დახმარების სამსახურისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ, შეხვედრა ეძღვნებოდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (შშმ პირების) უფლებებს.

სრულად
img
20 - 26 დეკ, 2024

სასამართლო რეფორმები და დამოუკიდებლობა საქართველოში: ალბანეთისა და ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება

იურიდიული სფეროს პრაქტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგებლების მონაწილეობით, საქართველოს სასამართლო სისტემის აქტუალური საკითხების შესახებ ორი დისკუსია გაიმართა.

სრულად
img
21 - 23 დეკ, 2024

რეგიონული ჰაბები ადამიანის უფლებებზე საჯარო საუბრებს მასპინძლობენ

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა ექსპერტმა გიორგი ბურჯანაძემ, რომელმაც ისაუბრა საქართველოში ადამიანის უფლებათა ევოლუციასა და ქვეყანაში არსებული გამოწვევების შესახებ.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები