Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
22 - 24 ივნ, 2023

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამამ იურიდიული პროფესიის წარმომადგენლებისთვის მედიაციის შესახებ ტრენინგი ჩაატარა

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა აქტიურად მუშაობს მედიატორების შესაძლებლობების გაძლიერებასა და საქართველოში მედიაციის უპირატესობების შესახებ საზოგადოებისა და იურისტების ცნობიერების დონის ამაღლებაზე. ამ მიზნით, ქვეყნის მასშტაბით პროგრამამ მედიაციის შესახებ შესაძლებლობების განვითარების პროგრამების სერია წამოიწყო.

2023 წლის 17 და 18, ასევე 22-24 ივნისს, პროგრამამ საქართველოს იურიდიული დახმარების სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს ბიუროებში მომუშავე კონსულტანტებისა და ადვოკატებისათვის თბილისში ტრენინგები ჩაატარა.

კონსულტანტების ტრენინგს (17-18 ივნისი) 12 მონაწილე დაესწრო, რომლებიც იურიდიული დახმარების სამსახურის თბილისისა და ახალციხის ბიუროებს, ასევე მარნეულის, დუისისა და გურჯაანის საკონსულტაციო ცენტრებს წარმოადგენდნენ. ტრენინგზე ყურადღება გამახვილდა მონაწილეთათვის მედიაციის პრინციპებისა და არსის გაცნობაზე. ასევე მოხდა იმის განხილვა, თუ რა ტიპის საქმეები ექცევა იურიდიული სამსახურის მანდატის ქვეშ, რაც შეიძლება სამედიაციო იყოს.  ტრენინგი დასრულდა როლური სავარჯიშოთი, რომლის დროსაც მონაწილეებმა გაითამაშეს სცენარი, სადაც ისინი  საკუთარ ბენეფიციარებს დავების მედიაციის გზით გადაჭრის პოტენციალზე ესაუბრნენ.   

ადვოკატების ტრენინგზე (22-24 ივნისი) დავით სიმონიამ, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა და ირაკლი გელოვანმა, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ADR მრჩეველმა  მონაწილეებს გახსნითი სიტყვით მიმართეს. დავით სიმონიამ ხაზი გაუსვა მედიაციის, როგორც დავების დროულად და ეფექტურად გადაჭრის ინსტრუმენტის მნიშვნელობას. მან ასევე ისაუბრა იურიდიული დახმარების სამსახურში მედიაციის მიმართულების შესაძლო დანერგვაზე.

ადვოკატების ტრენინგს 15 მონაწილე დაესწრო, რომლებიც თბილისისა და მცხეთის ბიუროებს წარმოადგენდნენ. მისი მიზანი ორი მიზეზის გამო იყო განსხვავებული: პირველი ის, რომ იურიდიული დახმარების სამსახურის იურისტები ხშირად წარმოადგენენ საკუთარ ბენეფიციარებს მოლაპარაკებების დროს, რის გამოც მნიშვნელოვანია, რომ მათ მოლაპარაკებებისა და მედიაციის ძლიერი უნარები ჰქონდეთ. მეორე, ადვოკატებს ხშირად უწევთ წარმომადგენლებისა და საოჯახო დავების დროს ბავშვთა უფლებათა დამცველების როლის შესრულება, რაც მათ უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს მოლაპარაკებების წარმოების პროცესში ინტერესებზე დაფუძნებული და სამედიაციო უნარები გამოიყენონ, რაც მათ კლიენტებს საკუთარ ინტერესებზე, და რაც ყველაზე მთავარია, ბავშვის საუკეთესო ინტერესებზე მორგებული შედეგების მიღწევაში დაეხმარება. შესაბამისად, ადვოკატების ტრენინგი უფრო ვრცელი იყო და ის ეხებოდა აქტიური მოსმენის, გამოკვლევის და ვაჭრობის უნარების განვითარებას, რაც შესაძლებელია, რომ ადვოკატებმა პრაქტიკაში გამოიყენონ.

ტრენინგის მნიშვნელოვანი შედეგი იყო ადვოკატების მიერ ღია კითხვებისა და აქტიური მოსმენის ტექნიკის ეფექტურობის აღიარება. როლური თამაშის დროს, რომელიც საოჯახო დავების ნიუანსებს ითვალისწინებდა, ადვოკატებმა პრაქტიკაში გამოსცადეს ამ მეთოდების გამოყენებით მოწინააღმდეგე მხარის დარწმუნების პროცესი. ამასთანავე, ადვოკატებმა განიხილეს, თუ როგორ ხდება მედიატორების შერჩევა, იმსჯელეს პროცედურულ დეტალებზე, ვადებსა და მედიაციის პროცესთან დაკავშირებულ ხარჯებზე.  

ტრენინგს უძღვებოდა პროგრამის ექსპერტი, სოფო ჩაჩავა, რომელიც ამავდროულად იურიდიული დახმარების სამსახურის საბჭოს წევრიცაა. მისმა საექსპერტო ცოდნამ მნიშვნელოვნად განაპირობა ტრენინგის წარმატება.

საერთო ჯამში, მედიაციის მიმართულებით შესაძლებლობების გაძლიერებაზე მიმართული აქტივობები, რომელსაც USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა ატარებს, მნიშვნელოვანია ცნობიერების ამაღლებისა და იურდიული დახმარების სამსახურის თანამშრომლების, კონსულტანტებისა და ადვოკატების უნარების გაძლიერების საქმეში.  მედიაციის გამოყენების მხარდაჭერით, პროგრამა ხელს უწყობს დავების ეფექტიანად და ეფექტურად გადაწყვეტის პროცესის დამკვიდრებას, რაც სასარგებლო იქნება როგორც იურიდიული დახმარების სამსახურისთვის, ისე მისი ბენეფიციარებისთვის.

img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
10 დეკ 2024

ჰანს პეტერ გრავერის წიგნის ქართული ვერსიის პრეზენტაცია

დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფმა და არასამთავრობო ორგანიზაციამ დემოკრატიის ინდექსი – საქართველო, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამისა და ქართულ-ნორვეგიული კანონის უზენაესობის ასოციაციის მხარდაჭერით, ჰანს პეტერ გრავერის წიგნის „უშიშარი მოსამართლეები, უსამართლო კანონები: ცამეტი ისტორია სამართლის გმირების შესახებ“ ქართული თარგმანის პრეზენტაცია გამართეს.

სრულად
img
03 დეკ 2024

გლობალური კონფერენცია საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულების შესახებ საქართველოში, ყირგიზეთსა და უზბეკეთში

აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტმა (EWMI), ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) და სასამართლოს ადმინისტრირების საერთაშორისო ასოციაციამ (IACA) ერთობლივად უმასპინძლეს საერთაშორისო ონლაინ კონფერენციას სახელწოდებით - საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულების განვითარება და მართლმსაჯულების მისაწვდომობა.

სრულად
img
08 - 30 ნოე, 2024

ბათუმში, ახალციხესა და ქუთაისში ადვოკატებმა შენობა - ნაგებობებზე უფლებების რეგისტრაციის შესახებ ტრენინგზე მონაწილეობა მიიღეს

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამამ, სამართლის უზენაესობის აჭარის, იმერეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ჰაბების მეშვეობით, ამავე რეგიონების იურისტებისთვის ტრენინგების სერია მოაწყო, რომელშიც სამი სხვადასხვა ლოკაციიდან ჩამში 80 მონაწილე ჩაერთო. მონაწილეებს შორის იყვნენ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის (GBA) და საქართველოს იურიდიული დახმარების სამსახურის (LAS) წარმომადგენლები.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები