Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
21 ნოე 2023

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამამ კანონის უზენაესობის პირველი ფორუმი გამართა

კანონის უზენაესობის რეგიონული ფორუმში, რომელიც 2023 წლის 20 ნოემბერს გაიმართა, იმერეთის და აჭარის რეგიონის მართლმსაჯულების სფეროს, უნივერსიტეტების, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და მედიის 70 წარმომადგენელი მონაწილეობდა. ფორუმმა ხელი შეუწყო მონაწილეებს შორის კანონის უზენაესობის საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას, წაახალისა თანამშრომლობა და კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების საკითხებზე მსჯელობა.

ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს USAID/საქართველოს მისიის დირექტორმა, ჯონ პენელიმ; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, მერაბ ტურავამ; ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, დავით ასათიანმა; იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა დავით სიმონიამ; აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, შალვა კირთაძემ; და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის ხელმძღვანელმა, თამარ წულუკიძემ.

სესიებს უძღვებოდნენ USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის პარტნიორები,  და მოიცავდა კანონის უზენაესობის აქტიური დაცვისა და პატივისცემის სტრატეგიების გაზიარებასა და განხილვას. დისკუსიების მთავარი ფოკუსი იყო ბავშის საუკეთესო ინტერესების დაცვის კრიტიკული გამოწვევების და საუკეთესო პრაქტიკების გაზიარება მათ შორის ოჯახურ საქმეებში მედიაციის გამოყენების უპირატესობა.

ღონისძიება ჩატარდა USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ბათუმისა და ქუთაისის რეგიონული ჰაბების ფარგლებში. ჰაბები მუშაობენ კანონის უზენაესობის ხელშეწყობაზე და მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე რათა აამაღლონ მოქალაქეების ცნობიერება და კანონის პრაქტიკული გამოყენება, ასევე მხარი დაუჭირონ კანონებსა და რეგულაციებს რომლებიც სამართლიანობას და ადამიანის უფლებებს ანიჭებენ უპირატესობას. ჰაბები აძლიერებენ მართლმსაჯულების განხორციელებას თავის შესაბამის რეგიონებში ადგილობრივ სასამართლოებთან, იურიდიულ ფაკულტეტებთან, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, ადვოკატთა ასოციაციის, იურიდიული დახმარების სამსახურის ფილიალებთან, სახალხო დამცველის ოფისებთან და კერძო სექტორთან მჭიდრო კავშირების დამყარებით.

დაარსების დღიდან (ბათუმი - 2022 წლის მარტი,  ქუთაისი 2022 წლის დეკემბერი) კანონის უზენაესობის ჰაბებმა და მათმა პარტნიორებმა წარმატებით განახორციელეს სხვადასხვა პროექტები, რომლებიც მიზნად ისახავს მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას ყველასათვის. ეს შესაძლებელი გახდა სტუდენტებისა და იურიდიული პროფესიონალების გადამზადებით და ასევე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებით მათ უფლებებზე და ამ უფლებების დასაცავად არსებულ სამართლებრივ საშუალებებზე.

img
img
img
img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
30 დეკ 2024

სტუდენტი-პარალეგალების ტრენინგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე

2024 წლის 25 დეკემბერს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 14 -მა  სტუდენტმა-პარალეგალმა მიიღო მონაწილეობა ტრენინგში, რომელიც გაიმართა იურიდიული დახმარების სამსახურისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ, შეხვედრა ეძღვნებოდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (შშმ პირების) უფლებებს.

სრულად
img
20 - 26 დეკ, 2024

სასამართლო რეფორმები და დამოუკიდებლობა საქართველოში: ალბანეთისა და ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება

იურიდიული სფეროს პრაქტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგებლების მონაწილეობით, საქართველოს სასამართლო სისტემის აქტუალური საკითხების შესახებ ორი დისკუსია გაიმართა.

სრულად
img
21 - 23 დეკ, 2024

რეგიონული ჰაბები ადამიანის უფლებებზე საჯარო საუბრებს მასპინძლობენ

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა ექსპერტმა გიორგი ბურჯანაძემ, რომელმაც ისაუბრა საქართველოში ადამიანის უფლებათა ევოლუციასა და ქვეყანაში არსებული გამოწვევების შესახებ.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები