Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
13 - 14 აპრ, 2024

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის კოლაბორაცია განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრთან საქართველოში უმაღლესი განათლების ხარისხის გაუმჯობესებისთვის

13-14 აპრილს, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ხელშეწყობით გაიმართა სამუშაო შეხვედრა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრსა (ცენტრი) და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს შორის.

ავტორიზაციის საბჭო პასუხისმგებელია ყველა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ინსტიტუციურ აკრედიტაციაზე, რომლის წევრებიც ორწლიანი ვადით აირჩევიან, ხოლო ცენტრი მის სამდივნო ფუნქციას ასრულებს. საბჭოს ახალი წევრები თანამდებობაზე 2024 წლის მარტში დაინიშნენ.  

შეხვედრას ესწრებოდა 35 მონაწილე, მათ შორის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე წულაძე; ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ლაშა მარგიშვილი; ავტორიზაციის საბჭოს თავმჯდომარე კახა შენგელია; ასევე საბჭოს სხვა წევრები და ცენტრის თანამშრომლები.

მისასალმებელ სიტყვაში, ლისა კოვაკმა, USAID/საქართველოს დემოკრატიის, მმართველობისა და უფლებების ოფისის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ხაზი გაუსვა USAID-ის მიმდინარე მხარდაჭერას საგანმანათლებლო სფეროს რეფორმების მიმართულებით ყველა საფეხურზე, დაწყებული დაწყებითი სკოლებით, უნივერსიტეტებითა თუ პროფესიული სექტორით.

შეხვედრაზე ავტორიზაციის საბჭოს ახალი წევრები გაეცნენ ინსტიტუციური აკრედიტაციის არსებულ პროცედურებსა და სტანდარტებს, ასევე საბჭოს წევრების უფლება-მოვალეობებს, ზეპირი მოსმენისა და გადაწყვეტილების გასაჩივრების საკითხებს. ცენტრის თანამშრომლებმა ასევე მიმოიხილეს წინა ავტორიზაციის საბჭოს პრაქტიკა და ის საერთო რეკომენდაციები რომელიც ინსტიტუციური აკრედიტაციის დროს მიეცათ უნივერსიტეტებს.

წელს, 24 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის პროცესია დაგეგმილი, მათ შორის ძირითადი კერძო და საჯარო უნივერსიტეტების თბილისსა და რეგიონში. 

img
img
img
img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
30 დეკ 2024

სტუდენტი-პარალეგალების ტრენინგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე

2024 წლის 25 დეკემბერს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 14 -მა  სტუდენტმა-პარალეგალმა მიიღო მონაწილეობა ტრენინგში, რომელიც გაიმართა იურიდიული დახმარების სამსახურისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ, შეხვედრა ეძღვნებოდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (შშმ პირების) უფლებებს.

სრულად
img
20 - 26 დეკ, 2024

სასამართლო რეფორმები და დამოუკიდებლობა საქართველოში: ალბანეთისა და ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება

იურიდიული სფეროს პრაქტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგებლების მონაწილეობით, საქართველოს სასამართლო სისტემის აქტუალური საკითხების შესახებ ორი დისკუსია გაიმართა.

სრულად
img
21 - 23 დეკ, 2024

რეგიონული ჰაბები ადამიანის უფლებებზე საჯარო საუბრებს მასპინძლობენ

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა ექსპერტმა გიორგი ბურჯანაძემ, რომელმაც ისაუბრა საქართველოში ადამიანის უფლებათა ევოლუციასა და ქვეყანაში არსებული გამოწვევების შესახებ.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები